ხუთშაბათი — კვირის დღე ოთხშაბათსა და პარასკევს შორის.
ძველ რომაელებში ეს დღე ეძღვნებოდა ღვთაება იუპიტერს, ძველ გერმანულ ტომებში - თორს. აქედან უნდა მომდინარეობდეს ამ დღის ინგლისური სახელწოდება (Thursday). ზოგიერთ ხელშეკრულებებში ხუთშაბათი არის დღე, რომელიც განსაზღვრავს კვირების ნუმერაციას: წლის პირველ კვირად მიიჩნევა ის კვირა, რომელიც შეიცავს წლის პირველ ხუთშაბათს. ტრადიციისამებრ, დიდ ბრიტანეთში არჩევნები ტარდება ხუთშაბათობით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხუთშაბათი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.