მხარე წებელდა

წებელდა, წებელ-დალი, წებელი (აფხ.

მხარე წებელდა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წებელდა.

კოდორის შუა და ზემო წყლის აუზში (ახლანდელი გულრიფშის რაიონის წებელდის ტერიტორია). გვიანდელი ანტიკურ და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აფსილების ტომის განსახლების მხარე.

მხარე წებელდა
აფხაზეთის რუკა (1843 წელი). ნაჩვენებია მხოლოდ ის ადგილები, სადაც რუსული სამხედრო ძალების შტაბები უნდა განთავსებულიყო

ისტორია

მხარე წებელდა 
წებელდელები მეფის სამსახურში

VI საუკუნის ბიზანტირლი ავტორები პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი ბიზანტია-სპარსეთის ომთან დაკავშირებით მრავალჯერ იხსენიებენ აფსილეთის მთავარ ციხეს — ციბილიუსს (ციბილიუმი). მიაჩნიათ, რომ მხარის სახელწოდება "წებელდა" და ციხის ერთიდაიგივეა. მთის მწვერვალებზე მიკვლეული ადრინდელი ფეოდალური ხანის რამდენიმე ციხე მიუთითებს რეგიონის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. წებელდის ციხეები კონტროლს უწევდა სავაჭრო-სატრანზიტო გზას, რომლითაც ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს ახორციელებდა ჩრდილოეთ კავკასიასთან, ხოლო კასპიის ზღვის გვერდის ავლით - შუა აზიასთან. ფეოდალურ ხანაში წებელდა მარშანიების ფეოდალური საგვარეულოს ეკუთვნოდა. მდ. კოდორის ხეობის ზემო წელის ერთი მონაკვეთი - დალი გვიან საუკუნეებში გამოეყო წებელდას. 1810 აფხაზეთის სამთავრომ ცნო რუსეთის პოლიტიკური სუვერენიტეტი. წებელდაში ახალი ხელისუფლება აღიარეს 1840 წელს. აფხაზეთის 1866 აჯანყების დროს წებელდის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ადგილობრივი ფეოდალებისა და ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. შემდეგში წებელდის მოსახლეობა იძულებით თურქეთში გადასახლდა (მუჰაჯირობა). წებელდა მდიდარია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ნაპოვნია კანკელის ფილები. გათხარეს (მ. ტრაპში, გ. შამბა, ი. ვორონოვი, მ. გუმბა) II-VII საუკუნების მრავალრიცხოვანინვენტარიანი სამარხები. ახლანდელი სოფ. წებელდის აღმოსავლეთით 4 კმ-ზე გათხარეს (ი. ვორონოვი) ერთ-ერთი ციხე. გამოვლინდა საფორტიფიკაციო სისტემა, 2 დარბაზული ეკლესია, აბანო, სამეურნეო სათავსები, წყალსაცავი აუზი, წყალსადენი, VI საუკუნის მონეტები და სხვა. აღმოჩენილია აგრეთვე X-XI საუკუნეების მონეტების განძი, რომელიც შეიცავს არაბული დირჰემების ქართულ მინაბაძებს.

ლიტერატურა

  • Археологические исследования в Цебельде, Тб., 1983;
  • Воронов Ю. Н., Археологическая карта Абхазии, Сух., 1969;
  • Трапш М. М., Труды, т. 3, Тб., 1971;

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აფსილებიაფხაზეთიაფხაზური ენაგულრიფშის რაიონიკოდორიწებელდა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თამარ მეფესათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი24 აპრილიყივანახველაპრომეთემაიმუნებიევროკავშირიმიხეილ სააკაშვილიეიფელის კოშკივახტანგ VIანდაზაწყალდიდობაფოტოსინთეზივნების კვირადუბაილონდონიმონღოლთა იმპერიარესპუბლიკაელდარის დაბლობიბახტრიონი (პოემა)ობობებიჰაერის დაბინძურებასიყვარულიუინსტონ ჩერჩილიდავით კაჭარავაადამიანიჯეიმზ კუკივარშავის პაქტიმსოფლიოს ვალუტებიაფხაზეთის ომი (1992-1993)სპილოსებრნიდედამიწაბაქტერიებიფერნანდო მაგელანიიტალიის სერია Aმამუკა მდინარაძეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიასტრიდ ლინდგრენივეფხისტყაოსანიზვიგენებიიესო ქრისტესოფლის მეურნეობარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ქანი (გეოლოგია)ზაქარია ფალიაშვილიადამიანის უფლებებიკუნილინგუსიირაკლი კობახიძექართული ხალხური საკრავებიხევსურეთიდედამიწის სტრუქტურაგულინიდერლანდებიკვადრატული მეტრიბესლანის ტერაქტიალკოჰოლური სასმელინაწლავებიგარემოს დაბინძურებაგლობალიზაციაბარსელონაეკოლოგიაფიტარეთის მონასტერიინგლისური ენაჭიანჭველასებრნიგალაკტიონ ტაბიძეყინწვისის მონასტერიილია ჭავჭავაძელეიკემიათემურლენგითბილისის მეტროპოლიტენისინონიმებიზუგდიდიავსტრალიასვეტიცხოველიმწერებისახელმწიფომსოფლიოს შვიდი საოცრებაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გიორგი ქოჩორაშვილი🡆 More