ძიუნკო ტაბეი

ძიუნკო ტაბეი (იაპონ.

22 სექტემბერი, 1939 — გ. 20 ოქტომბერი, 2016) — იაპონელი ალპინისტი.

ძიუნკო ტაბეი
ძიუნკო ტაბეი
ძიუნკო ტაბეი ისმაილ სამანის პიკზე, 1985.
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1939
მიჰარუ, ფუკუსიმას პრეფექტურა, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 2016
კავაგოე, იაპონია
გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე
ეროვნება იაპონელი
განათლება სიოვას უნივერსიტეტი
საქმიანობა ალპინისტი

1975 წლის 16 მაისს, იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია.

ბიოგრაფია

ძიუნკო ტაბეი სიოვას უნივერსიტეტში სწავლობდა, ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1969 წელს, მან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც იგი ალპინისტთა კლუბის წევრი იყო, „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“ დააარსა. მან დალაშქრა ფუძიამა და მატერჰორნი შვეიცარიის ალპებში. 1972 წლისთვის, ძიუნკო იაპონელ მთამსვლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ევერესტის ექსპედიცია

„იაპონელი ქალების ევერესტის ექსპედიცია (JWEE)“ 15 ალპინისტისგან შედგებოდა. ასობით მსურველთა შორის, 15 ალპინისტი შეირჩა, მათ შორის — ძიუნკო ტაბეი. ექსპედიცია 1969 წელს შეიქმნა და „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“-ის ნაწილი იყო. მას ეიკო ჰისანო ხელმძღვანელობდა. 1970 წლის 19 მაისს, ტაბეის და ჰიროკო ჰირაკავას მიერ ანაპურნა III-ის წარმატებულად დაპყრობის შემდეგ, LCC-მ ევერესტის დაპყრობა გადაწყვიტა.

ხანგრძლივი მომზადებისა და წვრთნის შემდეგ, 1975 წლის გაზაფხულზე ექსპედიცია კატმანდუში გაემგზავრა. ექსპედიციის წევრები იგივე მარშრუტით მოძრაობდნენ, რითაც ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი. მაისის დასაწყისში, ისინი ზღვის დონიდან 6 300 მ-ზე დაბანაკდნენ, სადაც მათი ბანაკი ზვავმა დაფარა. ზვავის ჩამოწოლიდან 12 დღის შემდეგ, 1975 წლის 16 მაისს, ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია და დაიპყრო.

ბოლო აქტივობები

1992 წლის 28 ივნისს, ტაბეიმ დაასრულა ჯაიას დალაშქვრა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელმაც შვიდი მწვერვალი დაიპყრო. მას ჰქონდა მიზანი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი დაელაშქრა. იგი აგრძელებს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე. ძიუნკო ტაბეი ამჟამად „Himalayan Adventure Trust of Japan“-ის დირექტორია. HATJ არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გლობალურ დონეზე, მთის გარემოების შესანარჩუნებლად.

2012 წელს, ტაბეის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა, იგი კვლავ განაგრძობდა ალპინისტურ აქტივობებში მონაწილეობას. 2016 წლის 20 ოქტომბერს, ძიუნკო ტაბეი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ძიუნკო ტაბეი ბიოგრაფიაძიუნკო ტაბეი ევერესტის ექსპედიციაძიუნკო ტაბეი ბოლო აქტივობებიძიუნკო ტაბეი რესურსები ინტერნეტშიძიუნკო ტაბეი სქოლიოძიუნკო ტაბეი193920 ოქტომბერი201622 სექტემბერიალპინისტიიაპონელიიაპონური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ილია IIთერგდალეულებიჰეკლასამცხე-ჯავახეთის მხარეტაიგასაქართველოს სამეფოკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაკოსმოსური ხომალდითვითმმართველობამაგნოლიაგოგოთურ და აფშინასვეტიცხოველირუის-ურბნისის საეკლესიო კრებაგეომეტრიული პროგრესიაბუღა თურქის შემოსევარაბათის ციხეჯუზეპე ვერდიქართული ფილმების სიაყვავილოვანი მცენარეებივიკიპედიანიადაგიწრეწირიზეგამტარობადათა თუთაშხიაკრისტალბეთიხინკალიალბერტ აინშტაინიენგურის ჰიდროელექტროსადგურიდაუნის სინდრომიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიპითაგორაჭიამაიასებრნიშამქორის ბრძოლა (1195)მსოფლიოს შვიდი საოცრებათაშმიჯაბიბასიანის ბრძოლანორვეგიაბუნებრივი გადარჩევატოტალიტარიზმიფაშიზმისილიციუმისიონის ტაძარიმადაგასკარითბოგამტარობასამკურნალო მცენარეებივარძიასაქართველო XIII საუკუნეშიევროპაივანე მაჩაბელიტრანსპლანტოლოგიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებალიტრივენერაარქეოლოგიაალავერდიიმპრესიონიზმიფოთიელექტრობაოლიმპიური თამაშებიგველებიბელგიააპრილის სოკომთლიანი შიდა პროდუქტიაია-სოფიას ტაძარიამაზონის ჯუნგლებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიანიკო ფიროსმანიარხანგელსკიწყალიწითელი წიგნილონდონიძირითადი საშუალების ცვეთაქიმიური რეაქციათელავიავსტრალია (კონტინენტი)YouTube🡆 More