თენცინგ ნორგეი

თენცინგ ნორგეი (დ.

15 მაისი 1914, ქუმბუ, ნეპალი — გ. 9 მაისი 1986, დარჯილინგი, ინდოეთი) — მთამსვლელი. ეროვნებით შერპა. ინდოეთის მოქალაქე. მუშაობდა მეგზურად, ტვირთმზიდავად, სირდარად, ბევრ ალპინისტურ და კვლევით ექსპედიციაში, სამთო მომზადების ინსტრუქტორად. მონაწილეობდა ევერესტზე 6 ასვლაში. 1938 წელს ტვირთით 8290 მ-მდე ასვლისათვის ალპინისტურმა ჰიმალაის კლუბმა თენცინგს „ვეფხვის“ წოდება მიანიჭა. ჟურნალმა „Time“-მა თენცინგი XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარისთან ერთად პირველი ავიდა ევერესტზე, სადაც 15 წუთი დაჰყო. ევერესტი მათ სამხრეთიდან დაიპყრეს. იყო ალპინიზმის ჰიმალაის ინსტიტუტის საველე მომზადების დირექტორი, 1955 წლიდან კი შერპა ალპინისტების ასოციაციის თავმჯდომარე. თენცინგი დაიბადა ნეპალში, ადგილ ქუმბუში, მოზარდის ასაკში საცხოვრებლად დარჯილინგში წავიდა. არსებობს ალბათობა იმისა, რომ თენცინგი ტიბეტში დაიბადა. დაბადებისას მიიღო სახელი ნამგიალ ვანგდი. შემდეგ, ლამას რჩევით მშობლებმა გადაარქვეს სახელი და დაარქვეს თენცინგ ნორგეი, რაც „ბედნიერ, მდიდარ რელიგიის მიმდევარს“ ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა ტვირთმზიდავების ჯგუფის უფროსი. 1963 წელს იმოგზაურა სსრკ-ში, ავიდა იალბუზზე, ეწვია საქართველოს ალპურ კლუბს. სამჯერ იყო დაქორწინებული. დაჯილდოებულია ბრიტანეთის ჯორჯის მედლითა და ნეპალის ვარსკვლავის ორდენით. 1959 წელს ინდოეთის მთავრობამ თენცინგი პადმა ბჰუშანით დააჯილდოვა. მისი სახელობისაა მწვერვალი ჰიმალაიში. გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით 71 წლის ასაკში.

თენცინგ ნორგეი
თენცინგ ნორგეი
თენცინგ ნორგეი
დაბადების თარიღი 15 მაისი 1914
ქუმბუ, ნეპალი
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი 1986
დარჯილინგი, ინდოეთი
ეროვნება ნეპალელი
საქმიანობა მთამსვლელი

რესურსები ინტერნეტში

Tags:

15 მაისი191419869 მაისიდარჯილინგიედმუნდ ჰილარიევერესტიიალბუზიინდოეთილამა (ბუდიზმი)მეორე მსოფლიო ომინეპალისსრკტაიმი (ჟურნალი)ტიბეტიშერპებიჰიმალაი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იულიუს კეისარიდიდი დეპრესიასომხეთიუცხოური აგენტების კანონიგამარჯვების დღედემეტრე II თავდადებულიმსოფლიოს შვიდი საოცრებავარძიასაქართველო XV საუკუნეშისაქართველოს კონსტიტუციავენის კონგრესიპიერ პაოლო პაზოლინიღანძილიგრიგოლ ორბელიანიჯვაროსნული ლაშქრობებინიუტონის კანონებირომანტიზმილურჯი ვეშაპიანანურის ციხეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიჰომოსექსუალობადიდი პარასკევიკარლეს პუჩდემონიიასამანისიურრეალიზმიადამიანის ჩონჩხიშუა ქალაქშითავისუფლება (ფილოსოფია)ყივანახველამალდივის რესპუბლიკაბუნებრივი გადარჩევანატურალური რიცხვისულეიმან Iრკინასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაირლანდიალავრენტი ბერიასტეფანე მღებრიშვილილიბერალიზმისოციალიზმიქართული დამწერლობაწყნარი ოკეანეიტალიაჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ბიძინა ივანიშვილიგაზაფხულიწითელაბალდუინ IV იერუსალიმელიტანზანიატკიპებიბზობაასპინძის ბრძოლარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისალომე ზურაბიშვილიქაშვეთის ეკლესიაგარემოს დაცვანინო კასრაძექუთაისობალეიკოციტებიდავით კაჭარავაზაქარია ფალიაშვილიავოკადოცივი ომიარაგვიბათუმიევროკომისიაავსტრალიაიგიდავით IIIლევან აბაშიძე (მსახიობი)ბუდიზმიგველებიიალბუზიწიგნი სიბრძნე სიცრუისავიქტორ ორბანი🡆 More