შენობა

შენობა - ნაშენის ისეთი სახე, სადაც ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა, მაგალითად: საცხოვრებელი სახლი, რომლის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისთვის - ცხოვრებისთვის, აუცილებელია სათავსის (სათავსების) არსებობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ შენობას ამგვარად განმარტავს: „შენობა - ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;“

შენობა
თანამედრო შენობის აბსტრაქტული გამოსახულება

თავისი დანიშნულებით შენობები განსხვავდება: ფუნქციის, ფორმის, კონსტრუქციის, სტილის, ტიპის და ა. შ. მიხედვით. არსებობს შემდეგი ფუნქციის შენობები: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საკულტო, სამრეწველო, ადმინისტრაციული და სხვა, ან შერეული. ფორმის მიხედვით შენობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გეომეტრიული მოყვანილობის ფორმა: სწორკუთხა, მრუდე, წრიული, ამორფული და ა. შ., როგორც გეგმაში, ისე მოცულობაში ზოგადად. კონსტრუქციის მიხედვით იყოფა: მზიდკედლიანად, კარკასულად და ბაგიროვანად. თანამედროვე შენობების აბსოლუტური უმეტესობა კარკასულია, შემდეგ მოდის მზიდკედლიანი და შემდეგ ბაგიროვანი. არსებობს ასობით განსხვავებული სტილის შენობა მოყოლებული ანტიკური ხანიდან: ბერძნული, რომაული, ჩინური, რომანული, გოთიკური, რენესანსული, კლასიცისტური, ბაროკოს, მოდერნის, ბრუტალისტური, ჰაი-ტექის და ა.შ., ან სულაც შეიძლება იყოს ეკლექტური. ტიპის მიხედვით შენობები იყოფა უშუალოდ ფუნქციის, კონსტრუქციის ან სტილის შიგნით. მაგალითად, საკულტო შენობების შემთხვევაში შეიძლება იყოს: როტონდული, ბაზილიკური, გუმბათოვანი, ჯვრული, ჯვარგუმბათოვანი და ა. შ.

შენობების ისტორია იწყება პრეისტორიულ ხანაში, როდესაც ადამიანი გამოვიდა გამოქვაბულიდან და შექმნა პირველი მარტივი თავშესაფარი - ფარდული, ხისგან და ტყავებისგან. ამას მოყვა უფრო რთული - ხისა და ალიზის სახლები. პირველი ფუქნცია ამ შენობებისა იყო საცხოვრებელი, საზოგადოების განვითარებასთან ერთად ჩნდება: საკულტო, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, სამრეწველო ფუქნციის შენობებიც. რაც უფრო რთულდება საზოგადოებრივი ფორმაცია, მით უფრო რთულდება შენობების არქიტექტურა შინაარსობრივად და კონსტრუქციულად. XIX საუკუნემდე ძირითადი სამშენებლო მასალა შენობებში იყო: ხე, ქვა, აგური და კირი, ლითონის გამოყენება ხდებოდა ძალიან იშვიათად, ისიც მხოლოდ მცირე კვანძებში. XIX ს. ლითონის გამოყენება კარკასში სულ უფრო და უფრო მატულობს, 1825 წელს პორტლანდცემენტის გამოგონებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტონის თვისებები, ხოლო უკვე 1867 წელს რკინაბეტონის აღმოჩენამ, სამშენებლო რევოლუცია მოახდინა, შესაძლებელი გახდა უფრო რთული კონსტრუქციის მქონე შენობების აგება. XIX-XX სს. მიჯნაზე ამერიკაში (ჩიკაგო, ნიუ იორკი) იწყება ცათამბრჯენების ციებ-ცხელება, რომელიც მალევე ედება მსოფლიოს.



იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

შენობა 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ნაშენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გონიოს ციხედაირაკირჩხიბი (ასტროლოგია)აღმოსავლეთი საქართველოდავითგარეჯაგანათლება საქართველოში26 აპრილიბახტრიონი (პოემა)კომპასიკუბური მეტრიჩრდილოეთი კორეაფობიების სიასლოვაკეთიარაგვიამერიგო ვესპუჩისქესობრივი აქტიმედუზებიალკოჰოლიზმიმინერალების სიაარაბობა საქართველოშიკალათბურთიერთა ლიგასამკურნალო მცენარეებიმერაბ მამარდაშვილითავისუფლების დიდი ქარტიამცხეთის ჯვრის მონასტერივიკიპედიასალამურიტრირემაკარტოფილიქაშვეთის ეკლესიარუსეთის იმპერიაბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)ზებულონინეიტროფილებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიბრაზილიამუშთაიდის ბაღიბესლანის ტერაქტინაწლავებისამკუთხედიცივი ომიზვიგენებიმონაკოეროზიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამსოფლიო მიზიდულობის კანონიფილოსოფიარაჭაბიზანტიის იმპერიასიმკვრივეენგურის ჰიდროელექტროსადგურიალმასიმიქელანჯელო ბუონაროტიბაბუაწვერამაიმუნებიკონსტანტინე გამსახურდიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნივარდიდავით გურამიშვილიკახეთიეკონომიკაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ქვეშეთიუდაბნომსოფლიოს ვალუტებიაბრეშუმის დიდი გზალეიკემიავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)საფრანგეთის რევოლუციასაქართველოს მუნიციპალიტეტებიფუტიგიორგი IV ლაშაავთანდილ ჭრიკიშვილისეტყვაევერესტისიმძლავრე🡆 More