ქრისტეს შობა

ქრისტეს შობა (შობა) — ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს.

ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 

ქრისტეს შობა
ქრისტეს შობა ფოტოსურათი
ქრისტეს შობა, ანდრეი რუბლიოვის ხატი
მნიშვნელობა ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული
აღნიშნავენ მართლმადიდებლურად:
იულიანური კალენდრით 25 დეკემბერს (7 იანვარს) ან ახალი იულიანურით 25 დეკემბერს
კათოლიციზმი:
25 დეკემბერს გრიგორიანული კალენდრით
ძველაღმოსავლური ეკლესიები: 6 იანვარი

ისტორია

377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოიყო და გადაიტანეს დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

ქრისტეშობის აღნიშვნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებში

მსოფლიოში არსებული 17 ავტოკეფალური (კერძოდ, 14 საყოველთაოდ აღიარებული და 3 ნაწილობრივ აღიარებული: ამერიკის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები) ეკლესიიდან 11 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს.

ესენია:

  1. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია (ათონის მთის მონასტრების გამოკლებით);
  2. ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია;
  3. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია (სირია, ლიბანი, ერაყი);
  4. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  5. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  6. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  7. კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია;
  8. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  9. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  10. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია;
  11. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია.

მსოფლიოში არსებული 6 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 7 იანვარს (ძვ. სტილით 25 დეკემბერს).

ესენია:

  1. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია;
  2. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (მასში შედის ბელორუსის და მოლდოვის ეკლესიებიც);
  3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;
  4. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  5. პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  6. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია.

ლიტერატურა

  • „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლის“, გვ. 142

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ქრისტეს შობა ისტორიაქრისტეს შობა ქრისტეშობის აღნიშვნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებშიქრისტეს შობა ლიტერატურაქრისტეს შობა რესურსები ინტერნეტშიქრისტეს შობა25 დეკემბერი7 იანვარიგრიგორიანული კალენდარიიულიუსის კალენდარიქართული მართლმადიდებელი ეკლესიაქრისტიანობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლადო გუდიაშვილიაბო თბილელის წამებაჩინგიზ-ყაენიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაქართული მითოლოგიადავით IV აღმაშენებელიცხოველებიგრიგოლ რობაქიძეხორვატიამზის დაბნელებაზენონი (იარაჯული)ვერცხლიაია-სოფიას ტაძარიმიგრაციანიუ-იორკიკუბური მეტრიმამებისა და შვილების ბრძოლანიანგებიარგონავტებიდიდი პანდაგიორგი III (საქართველოს მეფე)შინაური ძაღლიქვიშის კარიერის გენერლებიგიორგი სააკაძემონღოლთა ბატონობა საქართველოშიცხენისწყალიდემეტრე Iკონტინენტიირანითბილისის ისტორიამერკურიქართველებიუკრაინაორგაზმილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგურამ დოჩანაშვილიადაპტაციაშამქორის ბრძოლა (1195)დავით კაჭარავალონდონიდავით სარაჯიშვილითბილისის პანსიონებიდიდი ხუთშაბათიგამზრდელი (პოემა)მერწყულიქართლიკალათბურთირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ლიტრიკურო (ასტროლოგია)უილიამ შექსპირიბიუროკრატიალიზა იასკოედუარდ შევარდნაძევირუსებისინგაპურიტრეფიკინგიზვიად გამსახურდიაზაფხულირელიგიაგრიგოლ ორბელიანიზურა ყიფშიძეკულტურული მემკვიდრეობის ძეგლიანტარქტიდააფრიკათურქეთითამარ მეფეევროპის პარლამენტიბაზალეთის ტბაბუნებრივი რესურსებიმენსტრუაციასავანასაქართველოს სატელეფონო კოდებიკოლოსეუმირაბათის ციხეილია თოფურიაჭიამაიასებრნი🡆 More