ფილმი ტრანსფორმერები

„ტრანსფორმერები“ (ინგლ.

„ტრანსფორმერები“
ფილმი ტრანსფორმერები
ფილმის პოსტერი
რეჟისორი მაიკლ ბეი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
  • რობერტო ორსი
  • ალექს კურცმანი
ეფუძნება ტრანსფორმერები
— Hasbro
ისტორია
  • ჯონ როჯერსი
  • რობერტო ორსი
  • ალექს კურცმანი
როლებში
მუსიკა სტივ იაბლონსკი
ოპერატორი მიჩელ ამუნდსენი
მონტაჟი
  • ტომ მალდუნი
  • პოლ რუბელი
  • გლენ სკენტლბერი
სტუდია Di Bonaventura Pictures
Hasbro Studios
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 12 ივნისი, 2007 (2007-06-12) (სიდნეი)
  • 3 ივლისი, 2007 (2007-07-03) (აშშ)
ხანგრძლივობა 143 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 709.7 მილიონი აშშ დოლარი

ფილმის რეჟისორია მაიკლ ბეი, აღმასრულებელი პროდიუსერი კი სტივენ სპილბერგი. სურათში აღწერილია დედამიწაზე გამართული ომი. მისი მთავარი პერსონაჟების სახით წარმოდგენილია უცხოპლანეტელ რობოტთა ორი გუნდი – ავტობოტები და დეცეპტიკონები. მათ მანქანებად გარდაქმნა შეუძლიათ. მთავარი პერსონაჟის, სემ უიტუიკის როლს ასრულებს შაია ლაბაფი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ მეგან ფოქსი, ჯოშ დუჰამელი, ტაირის გიბსონი, ჯონ ვოიტი, ენტონი ანდერსონი და ჯონ ტურტურო. ტრანსფორმერთა ლიდერებს, ოპტიმუს პრაიმსა და მეგატრონს შესაბამისად ახმოვანებენ პიტერ კალენი და ჰუგო უივინგი.

პროდიუსერებმა დონ მერფიმ და ტომ დესანტომ პროექტზე მუშაობა დაიწყეს 2003 წელს. შემდეგ წელს მათ სპილბერგიც შეუერთდა, რომელმაც დაიქირავა სცენარისტები რობერტო ორსი და ალექს კურცმანი. მანქანები და სამხედრო თვითმფრინავები აშშ–ის შეიარაღებული ძალებისა და General Motors–ისგან იყო ნათხოვნი, რამაც ფილმის ბიუჯეტიც დაზოგა და საბრძოლო სცენებს რეალიზმიც შემატა. პრემიერამდე ჰასბრომ უზარმაზარი მხარდამჭერი კამპანია ჩაატარა.

შერეული კრიტიკული რეაქციის მიუხედავად, „ტრანსფორმერები“ ძალიან წარმატებული იყო კინოგაქირავებაში. სურათის შემოსავალმა 709.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა ნუსხაში ორმოცდამეხუთე, 2007 წელს გამოსულ ფილმთა შორის კი მეხუთე ადგილზეა. ვიზუალური ეფექტების საზოგადოების დაჯილდოებაზე „ტრანსფორმერებმა“ ოთხი ჯილდო მოიპოვა. ოსკარის მე–80 დაჯილდოებაზე ფილმი წარდგენილი იყო ნომინაციებში „საუკეთესო ხმა“, „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ და „საუკეთესო ხმის მონტაჟი“. მისი გაგრძელება, „ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება“ გამოვიდა 2009 წლის 24 ივნისს. კომერციულად ის წინამორბედზე წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსებმა ფილმი დაიწუნეს. მესამე ნაწილი, „ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე“, 2011 წელს გამოვიდა 3D ფორმატში და მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2014 წელს გამოვიდა შემდეგი ნაწილი, „ტრანსფორმერები: გადაშენების ეპოქა“, ხოლო მეხუთე ნაწილიო, „ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი“, გამოვიდა 2017 წელს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ინგლისური ენასამეცნიერო ფანტასტიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოქროს საწმისიდიდი სქიზმაალაზანიფეხბურთის წესებიამორძალებიკალანდადავით VI ნარინიმადაგასკარიზოროასტრიზმიილია ჭავჭავაძეიუნგფრაუიოხის უღელტეხილიგველებიანტონიო ვივალდინაცვალსახელიიაპონიის კონსტიტუციასამხრეთი ამერიკაესპანეთიცუნამიგარემოს დაცვაქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიკოლოსეუმისამანიშვილის დედინაცვალიქეთო და კოტე (ოპერა)რევაზ ინანიშვილიქანი (გეოლოგია)ლაშა შავდათუაშვილიგიორგი IV ლაშაგულინაკიანი წელიწადიანგკორ-ვატიაფრიკის ქვეყნების სიაგამაფრთხილებელი შეფერილობავულკანირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარებაგრატ IV (საქართველოს მეფე)ევერესტისამებაქუნთრუშაკაცია-ადამიანი?!კონვექციამონღოლებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)წრეწირიაბას I (ირანი)მარინა კახიანიიამსოფლიოს შვიდი საოცრებაალექსანდრე ყაზბეგინაძვითბილისის მეტროპოლიტენივარძიაიგიტიციან ტაბიძეიუპიტერიდინოზავრებიშოთა რუსთაველიელექტრონული მუსიკაკახეთიირლანდიამეტყველების ნაწილებიქართული სამზარეულოეიფელის კოშკიალმასიხემარწყვანახშირორჟანგიივანე მაჩაბელიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიერეკლე IIსოლომონ მეფენარკომანიაციყვიმწერებინიკოლოზ ბარათაშვილიენტონი დოდ მენტლიმურმან ლებანიძერეზო ჩხიკვიშვილიგიორგი V ბრწყინვალეოპერა🡆 More