ნახშირორჟანგი — ნახშირბადის დიოქსიდი, CO2}}, ოქსიდი C(IV)}}, ნახშირბადის უმაღლესი ჟანგეული.
აღმოაჩინა შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ ბლეკმა მაგნიუმკარბონატის დაშლისას.
ნახშირორჟანგი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 44.01 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −56.6 °C °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 124-38-9 |
ნახშირორჟანგი შედის ჰაერის შედგენილობაში 0,03%-ით. ნახშირორჟანგი უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია; სიმკვრივე 1,9 კგ/კუბ.მ.; კრიზისული ტემპერატურა 31 ცელსიუსი, კრიზისული წნევა 7,62 მეგნ/კვ.მ. ნახშირორჟანგი ატმოსფერულ წნევასა და 78 გრადუსზე თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე მყარდება და წარმოქმნის თეთრ თოვლისებრ მასას („მშრალი ყინული“). თხევადი ნახშირორჟანგი არსებობს ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 5,85 მეგნ/კვ.მ.-ზე მეტი წნევის დროს.
თხევადი ნახშირორჟანგის სიმკვრივეა 771 კგ/კუბ.მ., მყარის - 1512 კგ/კუბ.მ. იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში. ენერგიულად უერთდება ფუძეებს და წარმოქმნის კარბონატებს. არ იწვის, არც ხელს უწყობს წვას.
ნახშირორჟანგი ურთიერთქმედებს გავარვარებულ ნახშირთან, ამიაკთან და სხვ. მრეწველობაში ნახშირბადს იღებენ კირქვის გამოწვით, ლაბორატორიაში მარილმჟავას ურთიერთქმედებით მარმარილოსთან.
ნახშირორჟანგს იყენებენ გაზიანი წყლების, ლუდისა და შაქრის წარმოებაში. იყენებენ აგრეთვე ქიმიურ მრეწველობაში სოდის, შარდოვანას, ოქსიკარბომჟავების მისაღებად, აგრეთვე თბოგადამტან რეაქტორებში, ხანძრების ჩასაქრობად და სხვა მიზნით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნახშირორჟანგი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.