2018 წლის ფილმი რომა

რომა (ესპ.

ფილმში მოქმედება 1970 და 1971 წლებში მიმდინარეობს. რომა მიჰყვება საშუალო კლასის ოჯახის დიასახლისის ცხოვრებას. ფილმი ნახევრად ბიოგრაფიულია, რომელიც კუარონის მეხიკოს კოლონია ბომათა უბანში აღზრდის ელემენტებსაც შეიცავს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ იალიცა აპარიციო და მარინა დე ტავირა .

„რომა“
2018 წლის ფილმი რომა
ესპ. Roma
ჟანრი დრამა
რეჟისორი ალფონსო კუარონი
პროდიუსერი

გაბრიელა როდრიგესი ალფონსო კუარონი

ნიკოლას სელისი
სცენარის ავტორი ალფონსო კუარონი
ოპერატორი ალფონსო კუარონი
მწარმოებელი კომპანია

Espectáculos Fílmicos El Coyúl Pimienta Films Participant Media

Esperanto Filmoj
დისტრიბუტორი

Espectáculos Fílmicos El Coyúl (მექსიკა)

Netflix (საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი 30 აგვისტო, 2018 (ვენეცია)
ხანგრძლივობა 135 წუთი
ქვეყანა

მექსიკა

აშშ
ენა

ესპანური

მიქსტეკური
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 5.1 მილიონი აშშ დოლარი

2018 წლის 30 აგვისტოს ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიგო ოქროს ლომი. ფილმი კინოთეატრებში შეზღუდულად ჩაეშვა შეერთებულ შტატებში 2018 წლის 21 ნოემბერს, 2018 წლის 14 დეკემბერს აშშ-სა და სხვა ტერიტორიებზე Netflix–ის სტრიმინგის საშუალებით გადაიცა. ფილმმა მიიღო საყოველთაო აღიარება, განსაკუთრებით მოიწონეს კუარონის სცენარი, რეჟისურა და კინემატოგრაფია, ასევე აპარიციოს და დე ტავირას შესრულება. მრავალი კრიტიკოსი და საზოგადოება რომა-ს 2010-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს ფილმად მიიჩნევს.

რომა-მ მოიპობა ათი ნომინაცია ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათის, საუკეთესო ორიგინალური სცენარის, საუკეთესო მსახიობი ქალის (აპარიციო) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის (დე ტავირა) კატეგორიებში. ეს გახდა პირველი მექსიკური ნამუშევარი, რომელიც მოიგო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია. ფილმმა ასევე მოიგო საუკეთესო კინემატოგრაფია და საუკეთესო რეჟისურა, რითაც ის გახდა პირველი უცხოენოვანი ფილმი, რომელმაც რეჟისურის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმ ფავორიტი-სთან ერთად ის 91-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ის ასევე იყო ყველა დროის ყველაზე მეტ ნომინაციაში მოხვედრილი უცხოენოვანი ფილმი მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი -სთან (2000) ერთად. მან ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციები კრიტიკოსთა არჩევნის 24-ე დაჯილდოებაზე და საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ფილმი არაინგლისურენოვანი ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო კინემატოგრაფიის ნომინაციებში ნრიტანული კინოაკადემიის 72-ე დაჯილდოებაზე.

სამსახიობო ჯგუფი

  • იალიცა აპარიციო – კლეოდეგარია „კლეო" გუტიერესი, ოჯახის ერთ-ერთი მოახლე
  • მარინა დე ტავირა, – სოფია, ოჯახის უფროსი ქალბატონი, დედა
  • ფერნანდო გრედიაგა, – ანტონიო, სოფიას სხვაგან მყოფი ქმარი
  • ხორხე ანტონიო გერერო – ფერმინი, კლეოს სიყვარული
  • მარკო გრაფი — პეპე
  • დანიელა დემესა – სოფი
  • დიეგო კორტინა აუტრი – ტონიო
  • კარლოს პერალტა – პაკო
  • ნენსი გარსია – ადელა, კლეოს მეგობარი და ოჯახის ერთ-ერთი მოახლე
  • ვერონიკა გარსია – ტერეზა, სოფიას დედა
  • ხოსე მანუელ გერერო მენდოზა – რამონი, ადელას სიყვარული
  • ვიქტორ მანუელ რესენდიზ რუიზი - პროფესორი ზოვეკი
2018 წლის ფილმი რომა 
ტეპეჰის ქუჩა 22, კოლონია რომა - სახლი, სადაც ფილმი გადაიღეს

წარმოება

2018 წლის ფილმი რომა 
ალფონსო კუარონი ფილმის დაჯილდოებაზე
2018 წლის ფილმი რომა 
ტეპეჰის ქუჩა 21, კოლონია რომა - კუარონის ოჯახის სახლი, რომელიც მდებარეობს გადაღების ადგილის სახლის მოპირდაპირედ

2016 წლის 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალფონსო კუარონი დაწერდა და წარმართავდა პროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მექსიკელთა ოჯახზე, რომელიც 1970-იან წლებში მეხიკოში ცხოვრობდა. ფილმის წარმოება დაიწყება 2016 წლის შემოდგომაზე მისივე მწარმოებელი კომპანიის Espertanto Filmoj-ისა და Participant Media-ს მიერ. ფილმის პროდიუსერი იყო კუარონი, გაბრიელა როდრიგესი და ნიკოლას სელისი . რომა გადაიღეს თანმიმდევრობით, რაც იალიცა აპარიციოს (კლეო) აზრით მას ძალიან დაეხმარა.. მას ყველაზე მეტად აშინებდა სანაპიროზე სცენა, რადგან თავისი პერსონაჟის მსგავსად, ცურვა არ შეეძლო.

მსახიობების არჩევის დაწყებამდე აპარიციოს, რომელსაც მცირე ხნით ადრე ჰქონდა დასრულებული დიპლომისშემდგომი ტრენინგი სკოლამდელ განათლებაში, არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება ან ოფიციალური გადამზადება მსახიობობაში. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ერთადერთი ,,მოქმედება", რაც მას ოდესმე გაუკეთებია იყო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ტყუილის თქმა.

ყაჩაღობა გადასაღებ მოედანზე

2016 წლის 1 ნოემბერს რომა-ს სამსახიობო ჯგუფი ყაჩაღობის სამიზნე გახდა. სტუდიის ცნობით, თავდასხმის დროს ,,ორი ქალი ცემეს, სამსახიობო ჯგუფის ხუთი წევრი საავადმყოფოში მოთავსდა, მობილური ტელეფონები, საფულე და სამკაულები კი - მოიპარეს". ფილმის შემქმნელი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჰქონდათ გადაღების ნებართვა, მაგრამ მოედანზე მყოფი მუშები განაგრძობდნენ საქმიანობას, რის გამოც ჯგუფებს შორის ჩხუბი დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2018 წლის ფილმი რომა სამსახიობო ჯგუფი2018 წლის ფილმი რომა წარმოება2018 წლის ფილმი რომა რესურსები ინტერნეტში2018 წლის ფილმი რომა სქოლიო2018 წლის ფილმი რომაალფონსო კუარონიესპანური ენამეხიკო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)წიგნი სიბრძნე სიცრუისაფეხბურთიკეთილშობილი ირემიტურიზმიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაძუძუმწოვრებიიაპონიადედამიწაფშავიხორვატიაჰორმონებიბრაზილიაზამთარიჯემალ ქარჩხაძეგველებიგოგონა მარგალიტის საყურითალექსანდრე ყაზბეგისანტიმეტრისასმელი წყალინაწლავებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაგიორგი მაზნიაშვილიზუგდიდიარსებითი სახელიჯვაროსნული ლაშქრობებიუქმე დღეები საქართველოშიჰარი პოტერიგიორგი VIIIატმოსფერული წნევამსოფლიო მიზიდულობის კანონიჩემი ცოლის დაქალებიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასამკუთხედისტუმარ-მასპინძელიდედამიწის დღეეგვიპტეიმპრესიონიზმიდემოკრატიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკანაცვალსახელივიკისაწყობისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინიკა არაბიძეტერორიზმიYandexლევან საგინაშვილისაქართველოს ბრძოლების სიაკრიშტიანუ რონალდურაბათის ციხეგიორგი მამარდაშვილისანქტ-პეტერბურგიბუდაპეშტისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგურიაარასამთავრობო ორგანიზაციალოგისტიკაქრისტეფორე კოლუმბიჰიდროცეფალიაალექსანდრე I დიდიეგზისტენციალიზმირუსეთ-საქართველოს ომი (2008)საქართველოს პრემიერ-მინისტრიცხენისწყალიაზიავარძიაგიორგი სააკაძეაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაეკვატორული კლიმატური სარტყელიბიზანტიის იმპერიაკლიმატის ცვლილებაგლობალური დათბობაკონსტანტინე გამსახურდიარელიგია საქართველოშიკონსტანტინოპოლიმარსიქართლი🡆 More