პროქსიმა კენტავრი B: ეგზოპლანეტა

პროქსიმა კენტავრი b (აგრეთვე პროქსიმა b) — მზის უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე, სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა.

მდებარეობს დედამიწიდან 4,3 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედში და წარმოადგენს მზის სისტემისათვის დღემდე ცნობილ უახლოეს ეგზოპლანეტას. აღმოჩენისთანავე, ყურადღება მიიპყრო ფაქტმა, რომ ის შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს. როგორც ამჟამინდელი მონაცემები მეტყველებს, იგი მისი ზომის სხვა პლანეტებს შორის ნამდვილად არაა საუკეთესო კანდიდატი, პლანეტის განვითარებისა და ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად საჭიროა კიდევ მეტი ინფორმაცია.

პროქსიმა კენტავრი b
პროქსიმა კენტავრი B: მახასიათებლები, ორბიტა, სიცოცხლის შესაძლებლობა
პროქსიმა კენტავრი b-ს ზედაპირის მხატვრული კონცეპტი
სხვა სახელები პროქსიმა b
აღმოჩენა
აღმომჩენი ევროპის სამხრეთული ობსერვატორია
აღმოჩენის ადგილი ლა-სილიის ობსერვატორია
აღმოჩენის თარიღი 24 აგვისტო, 2016
ორბიტალური მახასიათებლები
ფიზიკური მახასიათებლები
მასა (m) 0.123

პლანეტა 2016 წლის აგვისტოში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ აღმოაჩინა. მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწასთან სიახლოვის გამო, არსებობს პლანეტის შესაძლო რობოტული გამოკვლევის შანსი პროექტ Starshot-ის ფარგლებში ან მინიმუმ „უახლოეს საუკუნეებში“.

პლანეტის აღმოჩენა რადიალური ბრუნვის მეთოდით მოხდა, სადაც დედა ვარსკვლავის სპექტრული ხაზების პერიოდული ჩაბნელება მის ორბიტაზე მოძრავ ობიექტზე მიუთითებდა.

მახასიათებლები

მასა

პროქსიმა კენტავრი b-ს ორბიტის დახრილობა ჯერ გაზომილი არაა. პლანეტის მინიმალური მასა დედამიწის 1,27 მასის ტოლია; ზუსტი მასა ორბტისადმი დახრილობის განსაზღვრის შემდეგ გამოითვლება. უფრო დახრილი ორბიტა შედარებით მეტ მასას ნიშნავს. მდებარეობს დედა-ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში.

დედა ვარსკვლავი

პლანეტა გარს უვლის M-ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს — პროქსიმა კენტავრის, რომლის მასაც მზის 0,12 მასას შეადგენს, რადიუსი კი 0,14-ს. ზედაპირის ტემპერატურა 2768,85 °C-ია, ასაკი 4,85 მილიარდი წელი. შედარებისათვის, მზის ასაკი 4,6 მილიარდი წელია, ზედაპირის ტემპერატურა კი 5504,85 °C. პროქსიმა კენტავრის სიკაშკაში მზის 0,0015 სიკაშკაშეს უდრის. ვარსკვლავი მდიდარია მეტალებით, რაც არადამახასიათებელია მისი მსგავსი სხვა დაბალმასიანი ვარსკვლავებისათვის.

მიუხედავად მზესთან სიახლოვისა, დაბალი სიკაშკაშის გამო, პროქსიმა კენტავრის დანახვა შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან შეუძლებელია.

პროქსიმა კენტავრი ამოფრქვევადი ვარსკვლავია, რომელშიც მაგნიტური აქტივობების გამო პერიოდულად მიმდინარეობს სიკაშკაშის დრამატული მომატება და ენერგიის გამოყოფა, რაც დიდ ვარკსვლავურ შტორმებს წარმოქმნის; ეს ქარები ეგზოპლანეტის ზედაპირს ძლიერ დაასხივებს, თუ ამ უკანასკნელს არ გააჩნია ძლიერი მაგნიტური ველი ან დამცავი ატმოსფერო.

ორბიტა

პროქსიმა კენტავრი b თავის დედავარსკვლავის გარსშემოვლას 11,186 დღეს ანდომებს. მისგან დაშორებულია დედამიწასა და მზეს შორის მანძილის ერთი-მეოცედით. პლანეტა თავის ვარსკვლავისგან 65%-ით მეტ რადიაციულ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან. რეალურად, პლანეტა მხოლოდ 2%-ს იღებს იმ სინათლისა, რასაც იღებს დედამიწა, რადგან რადიაციული გამოსხივების უდიდესი ნაწილი ინფრაწითელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ზედაპირზე მუდმივად მწუხრი უნდა იყოს. თუმცა, ვიწრო ორბიტის გამო, პროქსიმა კენტავრი b იღებს 400-ჯერ მეტ X-გამოსხივებას, ვიდრე დედამიწა.

სიცოცხლის შესაძლებლობა

პროქსიმა კენტავრი B: მახასიათებლები, ორბიტა, სიცოცხლის შესაძლებლობა 
პროქსიმა კენტავრი b-ს მხატვრული კონცეპტი, უკანა ფონზე პროქსიმა კენტავრისა და პროქსიმა ალფას სამმაგი სისტემა.

პროქსიმა კენტავრი b-ზე სიცოცხლის არსებობა დადასტურებული არ არის. ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, რეგიონში, სადაც შესაძლოა არსებობდეს სათანადო პლანეტური პირობები, მათ შორის ატმოსფერო და თხევადი წყალი პლანეტის ზედაპირზე. დედა-ვარსკვლავს, წითელ ჯუჯას, რომელიც მზეზე რვაჯერ მეტი მასა აქვს, სასიცოცხლო ზონა ∼0.0423–0.0816 ასტრონომიულ ერთეულში გააჩნია.

მიუხედავად სასიცოცხლო ზონაშ მდებარეობისა, პროქსიმა კენტავრი b-ზე სიცოცხლის არსებობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზი პოტენციურად სარისკო ფიზიკური პირობებია. ეგზოპლანეტა იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ შესაძლოა სინქრონულად იყოს ჩაკეტილი. თუ პლანეტის ორბიტული ექსცენტრიულობა 0-ის ტოლია, ეს შესაძლოა გახდეს სინქრონული მოძრაობის მიზეზი, რაც გულისხმობს ერთ მცხუნვარე მხარეს, რომელიც მუდამ ვარსკვლავისკენაა მიქცეული და მეორე, მუდამ ბნელ და გაყინულ მხარეს. პლანეტის ზუსტი ორბიტული ექსცენტრიულობა უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი 0,35-ზე დაბალია — პოტენციურად საკმარისი იმისათვის, რომ ორბიტული რეზონანსი მერკურის მსგავსი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი საცხოვრებლად ვარგისი ზონა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეზღუდული იქნება სასაზღვრო რეგიონით ორ უკიდურეს მხარეს შორის, რაც როგორც წესი, ტერმინატორის ხაზით გამოიხატება. მხოლოდ აქ შეიძლება იყოს შესაძლებელი თხევადი წყლის არსებობა.

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ვარაუდით, თუ პლანეტაზე წყალი არის და აქვს ატმოსფერო, შესაძლებელია, რომ მასზე დედამიწის მსგავსი საშუალო ტემპერატურა იყოს. შესაძლოა პლანეტის დიდი ნაწილი სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს, თუკი მას საკმარისი სისქის ატმოსფერო აქვს იმისათვის, რომ ვარსკვლავისგან მიბრუნებულ მხარეზე სათანადო ოდენობის სითბო გაატაროს. თუ ატმოსფერო არსებობს, სიმულაციების შედეგად დგინდება, რომ ფორმაციიდან 100–200 წლის შემდეგ პლანეტამ შესაძლოა ირადიაციის შედეგად ზუსტად იგივე ოდენობის წყალი დაკარგა, რაც დედამიწამ. ამ ეტაპზე, ტელესკოპებისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით პლანეტის მასშტაბური შესწავლა მიმდინარეობს, რათა მეტი გახდეს ცნობილი მისი შემადგენლობისა და ატმოსფეროს შესახებ.

აღმოჩენა

ეგზოპლანეტის არსებობის პირველი ნიშნები საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით 2013 წელს ჰეტფორდშირის უნივერსიტეტის მკვლევარმა მიკო ტუომიმ აღმოაჩინა. შესაძლო აღმოჩენის დასადასტურებლად, 2016 წლის იანვარში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ პროექტი „მკრთალი წითელი წერტილი“ დაიწყო. 2016 წლის 24 აგვისტოს, ჯგუფმა, რომელსა ლონდინის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის მკვლევარი გილემ ანგლადა-ესკუდე ხელმძღვანელობდა, პლანეტა პროქსიმა კენტავრი b-ს არსებობა დაადასტურა. გაზომვები ჩატარდა ჩილეში მდებარე ლა-სილიის ობსერვატორიის 3,6 მ ტელესკოპითა და Very Large Telescope-ით.

ასტრონომები თეორიულად უშვებენ პროქსიმა კენტავრის გარშემო სხვა პლანეტების არსებობასაც.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

პროქსიმა კენტავრი B: მახასიათებლები, ორბიტა, სიცოცხლის შესაძლებლობა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

პროქსიმა კენტავრი B მახასიათებლებიპროქსიმა კენტავრი B ორბიტაპროქსიმა კენტავრი B სიცოცხლის შესაძლებლობაპროქსიმა კენტავრი B აღმოჩენაპროქსიმა კენტავრი B იხილეთ აგრეთვეპროქსიმა კენტავრი B რესურსები ინტერნეტშიპროქსიმა კენტავრი B სქოლიოპროქსიმა კენტავრი Bეგზოპლანეტავარსკვლავიკენტავრის თანავარსკვლავედიმზემზის სისტემაორბიტაპროქსიმა კენტავრისინათლის წელიწადიწითელი ჯუჯა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხევისბერი გოჩაგველებიმენსტრუაციაკანონიერი ქურდიქართლის სამეფომარიხუანაწმინდა ნინოიაკობ გოგებაშვილიაქლემითავისუფლება (ფილოსოფია)ჰიპოთეზაპორტუგალიანატურალური რიცხვიჭიათურაარაბთა გაერთიანებული საამიროებიარგენტინამცხეთაალექსანდრე ყაზბეგიალუჩაკვიპროსიშალვა ნუცუბიძესერბეთივენერაზებრებიგიორგი ლეონიძევიკისაწყობიაშშ-ის ისტორიაფსორიაზიპრაღარეფერენდუმიქართლის გაქრისტიანებაგაერთიანებული სამეფოდავითგარეჯადანიაკაცხის სვეტიირაკლი ღარიბაშვილიამაღლებაამერიკული პიტ ბულ ტერიერივენესუელანაკიანი წელიწადიფელაციალიონელ მესილევან აბაშიძე (მსახიობი)ნონა გაფრინდაშვილიზებულონიოსმალეთის იმპერიანიდერლანდებიტუბერკულოზიფაშიზმისაქართველოს სახელმწიფო გერბიპოლიმერებიიულიუს კეისარიჩუტყვავილაილორის ეკლესიაკონტინენტიჰარი პოტერი (პერსონაჟი)ნაპოლეონ ბონაპარტიიმერეთის მხარეგონიოს ციხეაფხაზური ენათბილისის მეტროპოლიტენიდისლექსიაფრინველებისოხუმისაქართველოს კონსტიტუციაჰიპოფიზინიკო ფიროსმანიჯვაროსნული ლაშქრობებიიტალიის სერია Aადამიანის მსგავსი მაიმუნებისიზმარიოთარ ჭილაძეკავკასიონიაფრიკათხის რქა (ასტროლოგია)იალბუზიავსტრიახეოფსის პირამიდაჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი🡆 More