ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
|
ტექნიკა (ძვ. ბერძნ. τεχνικός სიტყვიდან τέχνη — ხელოვნება, ხელოსნობა, სიმარჯვე) — ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სხვადასხვა მოწყობილობებს, მექანიზმებსა და ხელოსაწყოებს, რომლებიც ბუნებრივად არ არსებობს და შექმნილია ადამიანის მიერ. სიტყვა "ტექნიკა" ასევე ნიშნავს "რაიმეს შექმნის გზას, საშუალებას" - მაგ. ფერწერის ტექნიკა, ხორბლის მოყვანის ტექნიკა, და მისთ.
მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა. (სრულად)
ბარონი ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun) (დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი - გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანული რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს, ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ, სადაც იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი მიჩნეულია ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად“. (სრულად)
ჯუმლა | Quantum GIS | Google Maps | Live Search | საძიებო სისტემების სია | Macromedia | Maxthon | Gmail | PayPal | Webmoney | Adobe systems | Adobe Photoshop
დასაწერი სტატიები
This article uses material from the Wikipedia ქართული article პორტალი:ტექნიკა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.