ოპიუმი

ოპიუმი — „ყაყაჩოს წვენი“, ხაშხაშის მოუმწიფებელი ნაყოფის რძიანი წვნისაგან მოპოვებული ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება; შეიცავს სხვადასხვა ალკალოიდებს (მორფინს და სხვ.).

მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად. აზიის მთელ რიგ ქვეყნებში გავრცელებულია მისი წევა და ღეჭვა.

ისტორია

არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს ყაყაჩოს თესლიც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავრცელებული ჩინეთში. მან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ — უცხოეთშიც გაეყიდათ. ამ მიზნით, ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმა გლეხებს ნება დართო, სიჩუანისა და იუნანის მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. ჩინეთის მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად თავად ჩინელები იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აზიაალკალოიდებიმედიცინანაყოფი (მცენარე)ხაშხაში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფაშიზმიალენ დელონიმოგზაურობა ევროპაშისეკულარიზმითბილისის ზღვამერკანტილიზმიტოლერანტობაბრუნებალიეტუვამაჰმადისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონიამფიბიებიბრესტ-ლიტოვსკის ზავიმოსკოვიოსმალეთის იმპერიის ისტორიაქანი (გეოლოგია)ასლან აბაშიძემზემურა დათვიარაბთა სახალიფობახტრიონი (პოემა)ჯვაროსნული ლაშქრობებიბაქტერიებითეიმურაზ Iდუბაის საამიროაპრილიანტარქტიდაკანადანარკომანიაყაყაჩოაშშ-ის პრეზიდენტების სიაგლობალიზაციაკუებინაპოლეონ ბონაპარტიმილიმეტრისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისსაქართველოს დაცული ტერიტორიებიტუტანხამონისამკუთხედიბუნებრივი გადარჩევაბუღა თურქის შემოსევამეორე მსოფლიო ომიმწერებიანტიკური ხანაავტომობილიალეგორიაემპათიაზაფხულიუნგრეთითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისაქართველოს მუნიციპალიტეტებილუდვიგ ვან ბეთჰოვენიინგლისის რევოლუციათესევსის გემიდეტროიტისაქართველოს ეროვნული პარკების სიამარსისაქართველო VI საუკუნეშიმენსტრუაციაცივი ომიპარიზის სამშვიდობო კონფერენციაჯაყოს ხიზნებიიალბუზიმსოფლიოს მოსახლეობაგიორგი მაზნიაშვილიასი ათასი მოწამეეგვიპტის პირამიდებიმართლმადიდებლობაცისფერყანწელებიგეორგიევსკის ტრაქტატისიყვარულიბულგარეთიალპებისიურრეალიზმიდენის ძალაგარემოს დაბინძურებაგერმანიის გაერთიანება (1871)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი29 აპრილი🡆 More