სოფელ მერიის საჯარო სკოლა — სკოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში.
XIX საუკუნეში სოფლები ხვარბეთი, გოგორეთი და ახალსაყდარი (თხინვალი) ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული. ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრში, სოფელ გოგორეთში სასწავლებელი 1883 წელს გაიხსნა. სკოლა ერთკლასიანი იყო, 75 ვაჟ მოსწავლეზე გათვლილი. სკოლით სარგებლობდა აგრეთვე კონჭკათის მოსახლეობა. 1890-93 წლებში სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს სკოლაში გოგონათა განყოფილებაც გაიხსნა, ამ დროისთვის აქ უკვე 200 ვაჟი და 50 გოგონა სწავლობდა.
1920-იან წლებში მოსახლეობა ძირითადად სოფელ გოგორეთიდან და ნაწილობრივ ხვარბეთიდან დაბლობში (მერეში) გადასახლდა. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის მერიაში მოსახლეობის რაოდენობამ გოგორეთისა და ხვარბეთის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბა და სოფლის სკოლაც იქ გადავიდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მერიის საჯარო სკოლა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.