ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია

მერია — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერია (მრავალმნიშვნელოვანი).

თემის ცენტრი (სოფლები: მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა.

სოფელი
მერია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია
ეკლესია სოფელ მერიაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მერია
კოორდინატები 41°56′37″ ჩ. გ. 41°53′37″ ა. გ. / 41.94361° ჩ. გ. 41.89361° ა. გ. / 41.94361; 41.89361
ადრეული სახელები გოგორეთი
ფართობი 11 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1494 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 135,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %, სომხები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ოზურგეთიდან 13 კმ., ზღვის დონიდან 30 მ. სოფელში არის რკინიგზის სადგური ნატანები-ოზურგეთის ხაზზე, რომელიც შვიდ სოფელს ემსახურება, გადის ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზა. მერიაში განლაგებული იყო საბჭოთა საავიაციო ბაზა, ამჟამად მის ადგილზე განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი.

ისტორია

სოფლის უწინდელი სახელწოდებაა გოგორეთი. გადმოცემის თანახმად გოგორეთი იყო ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. რამდენადაც მუშტარს ყოველთვის ტყვე ქალთა რაოდენობა აინტერესებდა, კითხულობდა „გოგო რეთიაო?“ (ანუ რამდენიაო?). სწორედ აქედან შემორჩა სახელწოდება გოგორეთი. გოგორეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XVII საუკუნით თარიღდება. უფრო გვიანდელია ნაკაშიძეთა კარის ეკლესია. ასევე იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1841 წელს აქ გაიმართა გოგორეთის ბრძოლა.

გოგორეთი შედიოდა ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში და იყო ამ საზოგადოების ცენტრი. 1883 წელს გაიხსნა ხვარბეთის საზოგადოების სკოლა. სკოლა ერთკლასიანი იყო და 75 ვაჟი სწავლობდა. სკოლით სარგებლობდა აგრეთვე კონჭკათის მოსახლეობა. 1890-93 წლებში სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს სკოლაში გოგონათა განყოფილებაც გაიხსნა, ამ დროისთვის აქ უკვე 200 ვაჟი და 50 გოგონა სწავლობდა. სოფელში ამ დროს მოქმედებდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება და აფთიაქი.

XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელი უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. 1928 წლისთვის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაბლობში, ანუ მერეში დასახლდა. მალე მერეს მოსახლეობამ გადააჭარბა თავდაპირველი დასახლების, გოგორეთის მოსახლეობას და სოფლის ცენტრიც მერეში გადავიდა. 1930-იან წლებში მერეში გადავიდა ხვარბეთის საზოგადოების სკოლა, რომელიც მანამდე სოფელ გოგორეთში იდგა. 1960-იან წლებში მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და მოეწყო შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სრულდებოდა სამოქალაქო ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1977 წლისთვის მერიის მეციტრუსეობის კოლმეურნეობა ფლობდა 120 ჰა ციტრუსის პლანტაციას. 1995 წლის 21 მაისს შესრულდა რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. ამჟამად აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

გოგორეთის ეკლესია

სოფელში შემორჩენილია კულტურის ძეგლი გოგორეთის ეკლესია. აგებულია ნატეხი ქვით. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, ხოლო იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. გრძივი კედლების შუაში თითო პილასტრია. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული და გადალესილია.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 909
1911 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია  415
2002 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია  1814
2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია  1494 749 745

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია გეოგრაფიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია ისტორიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია გოგორეთის ეკლესიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია მოსახლეობაოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია იხილეთ აგრეთვეოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია ლიტერატურაოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერია სქოლიოოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერიაბიბლიოთეკაგურიის მხარეთემინაღობილევიოზურგეთის მუნიციპალიტეტისაქართველოსკოლასოფელიჭახვათა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)ხვარბეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კრიშტიანუ რონალდუუილიამ შექსპირივინსენტ ვან გოგითვითმმართველობააფრიკაისრაელიამირანი (მითოლოგია)დიდი პარასკევირელიგიამალტაკომპიუტერიმხედრიონიდაცვის სიგელირუსეთიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიავენაბაზალეთის ტბაშამქორის ბრძოლა (1195)ძალაათენიფუტურიზმითევზები (ასტროლოგია)დემოკრატიაგასტრიტიინგლისიემპათია25 აპრილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკუთხექანი (გეოლოგია)უქმე დღეები საქართველოშინატრიუმიმტირალას ეროვნული პარკიდისკრიმინაციაბუდაპეშტიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაწელიწადის დროებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაკალიებიადამიანისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზოდიაქობიზანტიის იმპერიაადაპტაციაჭიამაიასებრნიქრისტესისხლანაცვალსახელიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიკოლხეთის სამეფობაგრატიონებიორგაზმირაბათის ციხესაფრანგეთიანანურის ციხეშვეიცარიათეთრი დათვილომინარიყალარკინაკოლოსეუმითავის ტვინიილია IIპრიზმასამცხე-ჯავახეთის მხარეპოლონეთივაჟა მარგველაშვილიარასამთავრობო ორგანიზაციატურიზმიქაქუცა ჩოლოყაშვილივიტამინებივახტანგ VIდოლიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითევზებიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში🡆 More