მელაანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე.
ზღვის დონიდან 750 მეტრი, გურჯაანიდან 25 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1079 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
მელაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | მელაანი |
კოორდინატები | 41°38′55″ ჩ. გ. 45°47′09″ ა. გ. / 41.64861° ჩ. გ. 45.78583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1079 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97,5 %, აზერბაიჯანელები 1,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ტერიტორიიდან ცნობილია პალეონტოლოგიური მასალები, ცხოველთა გაქვავებული ძვლების სახით. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან დასახლდა. არქეოლოგიური მასალით მტკიცდება ხანგძლივი დროის მანძილზე ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი მელაანის და მის გარშემო ტერიტორიაზე, რასაც ხელს უწყობდა სოფლის მდებარეობა. ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო მეურნეობის მრავალი დარგის, მათ შორის მემინდვრეობის, მესაქონლეობის და განსაკუთრებით მევენახეობის განვითარებისათვის.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში მელაანში, მელი-ღელესა და არაშენდას მახლობლად სამოსახლოსაგან გამოყოფილი ოთხი სამლოცველო ყოფილა, რაც მკვლევარებს აფიქრებს რომ აქ რაღაც რელიიური ცენტრი არსებობდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამ მხარის ტოპომინიკა: მელაანი, მელიღელე, გადრეკილი, რაც შესაძლოა საქართველოში გავრცელებულ ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებების „მელია ტულეპიას“ და „ადრეკილიას“ სახელწოდებებს უკავშირდება.
ძვ. წ. I ათასწლეულში მელაანი სკვითებს დაულაშქრავთ. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, XVI საუკუნის შუა წლებიდან სოფელი ჭერემის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში იყო. ამ საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, თეიმურაზმა და ერეკლემ მელაანი ბოდბელ მეტროპოლიტ იოანეს გადასცეს. პარალელურად სოფლის ყმა-მამულზე ცალკეულ ფეოდალთა ანდრონიკაშვილები , მოურავისშვილების, ყარაბუდაღიშვილების უფლებებიც გავრცელდა. 1802 წელს სოფელი მელაანი ლეკებმა ააოხრეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მელაანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.