2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში

2018 წლის მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში (56-ე ჭადრაკის ისტორიაში) ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში.

მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი
Magnus Carlsen
Magnus Carlsen
Fabiano Caruana
Fabiano Caruana
2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში მაგნუს კარლსენი (NOR) 2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ფაბიანო კარუანა (USA)
6 (3) 6 (0)
დაბადების თარიღი:
30 ნოემბერი, 1990
დაბადების თარიღი:
30 ივლისი, 1992
მსოფლიოს პირველობაზე მატჩის გამარჯვებული (2016) პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული (2018)
ფიდეს რეიტინგი მატჩის დასაწყისისთვის: 2835 ფიდეს რეიტინგი მატჩის დასაწყისისთვის: 2832

მატჩში მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ.

12 პარტიისგან შემდგარი მატჩი უნდა ჩატარებულიყო 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე.

პრეტენდენტთა ტურნირი

პრეტენდენტი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე გახდა ფაბიანო კარუანა — 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული, რომელიც ჩატარდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2018 წლის 10 მარტიდან 27 მარტამდე. ფაბიანო კარუანამ 14 შესაძლებელი ქულიდან 9 დააგროვა (+5 -1 =8), რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანელი დიდოსტატის შაჰრიარ მამედიაროვის და რუსი სერგეი კარიაკინის შედეგი.

ორგანიზაცია და ჩატარების ადგილი

მატჩი ჩატარდა ფიდეს ეგიდის ქვეშ, ხოლო ორგანიზაციის უფლება ჰქონდა კომპანია „აგონს“, ფიდეს კომერციულ პარტნიორს. 2018 წლის მატჩის ჩატარებაზე განაცხადი შეიტანა არაერთმა აზიურმა ქვეყანამ, იაპონია, სინგაპური, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა. 2017 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი ლონდონის კანდიდატურაზე. 2017 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ მატჩი ლონდონში ჩატარდებოდა.

2018 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა, რომ ორივე მონაწილემ ხელი მოაწერა მატჩში მონაწილეობის კონტრაქტს.

განგრიგი

სათამაშო დღეებში, მატჩები ტარდება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (GMT, UTC).

რეგლამენტი

ოპონენტებმა უნდა ითამაშონ 12 პარტია იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ გაინაღდებს გამარჯვებას დროზე ადრე. რაც შეეხება დროი კონტროლს, პირველ 40 სვლაზე გამოყოფილი იყო 100 წუთი, 50 წუთი შემდეგ 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის დამთავრებამდე ყოველი სვლის შემდეგ 30 წამის დამატებით. მოთამაშეებს არ ჰქონდათ დაზავების უფლება შავების ოცდამეათე სვლამდე.

თუ მეთორმეტე პარტიის შემდეგაც ანგარიში თანაბარი იქნებოდა, ბოლო სათამაშო დღეს ჩატარდებოდა ტაი-ბრეიკი:

  • ოთხი პარტია სწრაფ ჭადრაკში (25 წუთი + 10 წამი ყოველი სვლის შემდეგ), თუ არც ერთი მონაწილე დროზე ადრე არ გაიმარჯვებდა. თუ ოთხი პარტიის შემდეგ გამარჯვებული არ გამოვლინდებოდა, მოჭადრაკეები ითამაშებდნენ ბლიცს.
  • ორპარტიანი ბლიცის (5 წუთი + 3 წამი ყოველი სვლის შემდეგ) ხუთი სერია შავებით და თეთრებით. გამარჯვებული იქნებოდა მოჭადრაკე, რომელიც პირველი მოიგებდა სერიას. თუ ყველა სერია ფრეთი დამთავრდებოდა, ჩატარდებოდა „არმაგედონი“.
  • ერთი „სიკვდილის პარტია“, იგივე „არმაგედონი“. თეთრებს აქვთ ხუთი წუთი, ხოლო შავებს ოთხი. 61-ე სვლიდან დაწყებული, ორივე მხარე ყოველი სვლის შემდეგ იღებს სამ წამს. მოთამაშე, რომელიც კენჭისყრაში გაიმარჯვებს, შეძლებს ფიგურების ფერი აირჩიოს. თეთრებს სჭირდებათ მხოლოდ გამარჯვება, ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულია შავი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკე.

მატჩი

მონაწილეები ელოს რეიტინი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 + = ქულები
2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში  ნორვეგია მაგნუს კარლსენი 2835 ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ 0 0 12 6
2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში  აშშ ფაბიანო კარუანა 2832 ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ 0 0 12 6
ECO B31 D37 B31 A29 B31 C42 D37 B33 A29 B33 C42 B33
სვლების რაოდენობა 115 49 49 34 34 80 40 38 56 54 55 31
თარიღი 9.11 10.11 12.11 13.11 15.11 16.11 18.11 19.11 21.11 22.11 24.11 26.11

ტაი-ბრეიკი

მონაწილეები ელოს რეიტინგი 1 2 3 4 + = ქულები
2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში  ნორვეგია მაგნუს კარლსენი 2880 1 1 1 3 0 0 3
2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში  აშშ ფაბიანო კარუანა 2789 0 0 0 0 3 0 0
ECO A22 B33 B40
სწრაფი ჭადრაკი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ორგანიზაცია და ჩატარების ადგილი2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში განგრიგი2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში რეგლამენტი2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში მატჩი2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში რესურსები ინტერნეტში2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში სქოლიო2018 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკშიდიდი ბრიტანეთილონდონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასაჰარაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამარშალის გეგმაემპათიაგიორგი II (საქართველოს მეფე)მეიოზიფოტოსინთეზიამერიკის შეერთებული შტატებიგრიგოლ ხანძთელივიტალი დარასელიაბუდუ ზივზივაძეგამზრდელი (პოემა)მეტაფორაალუდა ქეთელაურითინათინიიუპიტერირომიმენისკითბილისის კურორტების ჯგუფიდიდება (ჰიმნი)რადიაციალარიმელაისლამიტაიგაალმასიტაჯიკეთიგლობალიზაციაანტონიმიირაკლი აზაროვიალბერტ აინშტაინიჩინგიზ-ყაენირელიგია საქართველოშიტრეფიკინგიმეორე მსოფლიო ომიქრისტიანობალევანტე (საფეხბურთო კლუბი)გიორგი სააკაძემცხეთის ჯვრის მონასტერისტუმარ-მასპინძელიაბრეშუმის დიდი გზააბსოლუტური მონარქიატოლერანტობაზურაბ ხიზანიშვილიგიორგი V ბრწყინვალეუილიამ შექსპირიავსტრიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისვეტიცხოველიჩრდილოეთი კორეამთავარი გვერდიალექსანდრე მაკედონელიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიირლანდიაქართული მითოლოგიახავსებიიგირაფაელირელიგიაკომუნიზმიგაზაფხულიაპენდიციტიირემიიოსებ კეჭაყმაძეკვიპროსისპორტი საქართველოშისოლომონ დოდაშვილიაჭარაბეთ არენაგალაკტიონ ტაბიძეპროტესტანტული რეფორმაციადედამიწის სტრუქტურანიკოლა ტესლა69 (სექსუალური პოზა)ებრაელებივახტანგ VI🡆 More