მალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები

მალდივის კუნძულები დიდი ხნის მანძილზე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.

XVI საუკუნეში ის მცირე ხნით პორტუგალიელებმა დაიპყრეს, ხოლო 1887-1965 წლებში ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო, თუმცა მაშინაც სრულ შიდა სუვერენიტეტს ინარჩუნებდა. 1965 წელს მალდივის კუნძულებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამავე წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

მალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები
ქვეყნები, რომლებთანაც მალდივის კუნძულებს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

1978 წლიდან მალდივის კუნძულებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და საერთაშორიოს სისტემაში აქტიური ინტეგრირება დაიწყო. 1982 წელს ერთა თანამეგობრობაში გაწევრიანდა. არის სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის დამფუძნებელი. მალდივის კუნძულები არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი და ბუნების დაცვის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, განიარაღებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ არაერთი კონვენციის მონაწილეა.

ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში მალდივის კუნძულებმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Amnesty International და Human Rights Watch, წარმატებული თანამშრომლობა დაიწყო და ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ ინსტრუმენტს შეუერთდა, როგორებიცაა: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. ამავე პერიოდში ქვეყანამ ურთიერთობები გააღრმავა თანამეგობრობსი საპარლამენტო ასამბლეასთან და პარლამენტთაშორის კავშირსაც შეუერთდა.

მალდივის კუნძულებს რეზიდენტი დიპლომატიური მისიები ჰყავს კოლომბოში, ნიუ-დელიში, ისლამაბადში, დაკაში, სინგაპურში, კუალა-ლუმპურში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, პეკინში, ერ-რიადში, ლონდონში, ჟენევაში, ევროპის კავშირში. არარეზიდენტი მისიები მრავალ ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის: ნეპალსა და ბჰუტანში.

საერთაშორისო ორგანიზაციები

მალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები 
ჰილარი კლინტონისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ნასიმის შეხვედრა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

1965 წლის სექტემბერში მალდივის კუნძულები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ამავე წელს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მონაწილე გახდა. ქვეყანა გაწევრიანებული გაერთიანებული ერების რამდენიმე სააგენტოსა და კონფერენციაში, მათ შორისაა: გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია, იუნესკო, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა და იუნისეფი.

გაეროს განვითარების პროგრამას, იუნისეფსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მალეში რეზიდენტი წარმომადგენლები ჰყავთ.

ერთა თანამეგობრობა

მალდივის კუნძულები ერთა თანამეგობრობაში 1982 წლის 9 ივლისს გაწევრიანდა, როგორც სპეციალური წევრი, ხოლო 1985 წლის 20 ივნისს, როგორც სრული წევრი. 1989 წელს ქვეყანა სწავლების თანამეგობრობას შუერთდა, 2000 წელს ― თანამეგობრობის საპარლამენტო ასოციაციას, 1985 წელს ― თანამეგობრობის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდს, ხოლო 1982 წელს ― თანამეგობრობის ახალგაზრდულ პროგრამას.

2016 წლის ოქტომბერში მალდივის კუნძულებმა ერთა თანამეგობრობა დატოვა.

მას შემდეგ, რაც 2018 წლის 8 თებერვალს ერთა თანამეგობრობაში გამბია დაბრუნდა, მალდივის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ მოგამედ სოლიჰმაც გადაწყვიტა დაბრუნება. 2020 წლის 1-ელ თებერვალს მალდივის კუნძულები თანამეგობრობას დაუბრუნდა.

ორმხრივი ურთიერთობები

მალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები 
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მალდივის პრეზდენტთან, მოჰამედ ნაშიდთან ერთად 2009 წელს

აზია

ინდოეთი

ინდოეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ურთიერთობები მეგობრული, სტრატეგიული, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათისაა. ინდოეთის ოკეანეში სტრატეგიულ ინტერესებიდან გამომდინარე ინდოეთი მალდივის კუნძულების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობს და მასთან ალიანსი აქვს დამყარებული.

ინდოეთსა და მალდივებს შორის საზღვაო საზღვარი ოფიციალური და მეგობრულად გადაწყდა 1976 წელს, თუმცა მცირე დიპლომატიური ინციდენტი 1982 წელს მოხდა, როდეაც მალდივის კუნძულებიც პრეზიდენტის ძმამ მეზობელი მინიკოის კუნძული, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაა, მალდივების ნაწილად დაასახელა. მალდვებმა მალევე ოფიციალურად უარყო, რომ ეს განცხადება კუნძულზე საკუთრების უფლების გამოცხადებას არ წარმოადგენდა. 1981 წელს ინდოეთმა და მალდივის კუნძულებმა სრულყოფილი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.. ორივე სახელმწიფო სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის დამფუძნებელი წევრია, სამხრეთ აზიის ეკონომიკური კავშირისა და სამხრეთ აზიის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმომწერები არიან.

კვიპროსი

მალდივის კუნძულებსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1997 წლის 1-ელ ნოემბერს დამყარდა. კვიპროსი მალდივის კუნძულებზე ნიუ-დელიში განთავსებული უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის წევრია.

თურქეთი

თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს დამყარდა. თურქეთის მალდივის რესპუბლიკაში ნიუ-დელიში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო მალდივის კუნძულები თურქეთში გაერთიანებული ერების ოფისში წარგზავნილი მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი. სახელმწიფოებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ ტურიზმისა და თავდაცვის სფეროში და საერთაშორისო პლატფორმებზეც თანამშრომლობენ, როგორებიცაა: გაერთიანებული ერები და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. 2019 წელს თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ვაჭრობის ბრუნვა 46.5 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქეთიდან ექსპორტი/იმპორტი: 28.2/18.3 მილიონი ამერიკული დოლარი). 2012 წლის 24 ნოემბრიდან სტამბოლსა და მალეს შორის პირდაპირი ფრენებია.

სქოლიო

Tags:

მალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებიმალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობებიმალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები სქოლიომალდივის კუნძულების საგარეო ურთიერთობები18871965გაერთიანებული ერების ორგანიზაციამალდივის კუნძულები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგვიპტემასტურბაციაკანონიერი ქურდილითიუმიგელათის მონასტერიგოდერძის უღელტეხილირენესანსიდიპლომატიალეიკოციტებიპაბლო პიკასოშიზოფრენიაიმერეთიშავი ზღვალურჯი ვეშაპილარიხევისბერი გოჩადავით IV აღმაშენებელიმამუკა მდინარაძემთვარის დაბნელებაძველი თბილისიქვიშის კარიერის გენერლებიესპანეთიიგავ-არაკიიაკობ გოგებაშვილიატმოსფერული წნევადაირასაქართველოს წითელი ნუსხასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაერეკლე IIლიბერალიზმიდენის ძალასოკრატეძველი საბერძნეთისაქართველოდოფამინინიკო ბაგრატიონიჭიამაიასებრნისომხეთ-საქართველოს ომისანტიმეტრიქანი (გეოლოგია)აბო თბილელის წამებასაქართველოს მუნიციპალიტეტებიამერიკის შეერთებული შტატებიფილოსოფიასამკურნალო მცენარეებიმაროკოქართველებინარიყალასიყვარულისვანური კოშკისაქართველოს კონსტიტუციალავრენტი ბერიაიასამანიელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიბიოლოგიური სისტემატიკაგიორგი ანწუხელიძენახშირწყლებიბიძინა ივანიშვილიკვადრატული მეტრიგურიამზეთამარ მეფერაბათის ციხესტუმარ-მასპინძელიბიშკეკიMemento moriტაილანდიკოსმოპოლიტიზმისინგაპურისეკულარიზმიპორტუგალიამინერალების სიადავით I კურაპალატიდაუნის სინდრომიმაგნიუმიბორჯომი (წყალი)ევროკავშირი🡆 More