ისლამაბადი

ისლამაბადი (ურდუ: اسلام آباد) — პაკისტანის დედაქალაქი, მდებარეობს პოტოჰარის პლატოზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ისტორიულ პენჯაბისა და ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო პროვინციის (მარგალას უღელტეხილი ისტორიული კარიბჭე იყო ამ პროვინციის) გზაჯვარედინზე.

რავალპინდი მის დობილ ქალაქად ითვლება ამ ორი ქალაქის სიახლოვის გამო.

ისლამაბადი
اسلام آباد
ისლამაბადი
ფეიზალის მეჩეთი
დროშა
ისლამაბადი

ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 33°43′00″ ჩ. გ. 73°04′00″ ა. გ. / 33.71667° ჩ. გ. 73.06667° ა. გ. / 33.71667; 73.06667
მმართველი Sheikh Ansar Aziz
დაარსდა 1960
ფართობი 906.0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 457 - 1,604
მოსახლეობა 1.9 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი 051
საფოსტო ინდექსი 44000
ოფიციალური საიტი islamabad.gov.pk
ისლამაბადი — პაკისტანი
ისლამაბადი

ქალაქი 1960-იან წლებში აშენდა პაკისტანის დედაქალაქის კარაჩიდან გადმოსატანად. ქვეყნის განვითარება იმხანად კარაჩის ირგვლივ ხდებოდა და პრეზიდენტ აიუბ ხანს სურდა განვითარება უფრო თანასწორად გავრცელებულიყო. ისლამაბადი თანამედროვე და სუფთა ქალაქია, განსაკუთრებით პაკისტანის სხვა ქალაქებთან შედარებით. ქალაქი რვა ზონად არის დაყოფილი: დიპლომატური ანკლავი, კომერციული უბანი, განათლების სექტორი, ინდუსტრიული ზონა და მისთ., ყოველ მათგანს საკუთარი სავაჭრო არე და პარკი აქვს. ისლამაბადშია ასევე ფეიზალის მეჩეთი, რომელიც განთქმულია მისი არქიტექტურითა და სიდიდით. მეჩეთი ქალაქს მიუძღვნა საუდის არაბეთის მეფე ფეიზალმა.

სახელწოდება

სახელი ისლამაბადი "ისლამის ქალაქს" ნიშნავს. ის მიღებულია ორი სიტყვისაგან: ისლამ და აბად. ისლამ ურდუ ენაზე რელიგია ისლამს ნიშნავს, ხოლო სპარსული პრეფიქსი -აბად დამუშავებულ ადგილს, რაც დასახლებულ ქალაქზე მიანიშნებს.

ისტორია

ადრეული ისტორია

ისლამაბადი პოტოარის ზეგანზე, პენჯაბის რეგიონში მდებარეობს. ის აზიაში ადამიანთა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ დასახლებადაა მიჩნეული. ამ ზეგანზეა ნაპოვნი 100 000-დან 500 000-მდე წლით დათარიღებული ზოგიერთი ქვის ხანის უძველესი არტეფაქტი. მდინარე სოანის ტერასებიდან აღდგენილი რუდიმენტული ქვები, აქ ინტერგლაციალში ადამიანის საქმიანობას ადასტურებს. ასევე ნაპოვნია პრეისტორიით დათარიღებული თიხის ჭურჭელი.

აბდულ გაფურ ლონის გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალის ნარჩენები, რომლებიც სათავეს ძვ.წ 5000 წელს იღებს და მიანიშნებს რომ აქ ნეოლითის ხანაში ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც მდინარე სოანის ნაპირებთან დასახლდნენ და რომლებმაც დაახლოებით ძვ.წ 3000 წლისთვის, აღნიშნულ რეგიონში პატარ-პატარა თემები ჩამოაყალიბეს.

ძვ.წ 23-18 საუკუნეებში აქ ინდის ცივილიზაცია ჰყვაოდა. მოგვიანებით ეს ადგილი არიელთა ადრეულ დასახლებად იქცა, რომლებიც ცენტრალური აზიიდან წამოვიდნენ.

მშენებლობა და განვითარება

1947 წელს, როცა პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისი დროებითი დედაქალაქი სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქი კარაჩი იყო. 1958 წელს, შედგა კომისია, რომელსაც უნდა გადაეწყიტა შესაფერისი ადგილი ახალი დედაქალაქისთვის რავალპინდთან ახლოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მდებარეობას, კლიმატს, ლოჯისტიკასა და თავდაცვით მოთხოვნილებებს. ფართო შესწავლისა და პოტენციური ადგილების ძირფესვიანი შესწავლის შემდეგ, 1959 წელს კომისიამ რავალპინდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ადგილი აირჩია. 1960-ან წლებში ისლამაბადი როგორც მთავარი დედაქალაქი რამდენიმე მიზეზის გამო აშენდა. კარაჩი ქვეყნის სახმრეთ კიდეზე მდებარეობდა და არაბეთის ზღვიდან მასზე თავდასხმა ადვილი იყო, ამასთან პაკისტანს სჭირდებოდა დედაქალაქი რომელიც ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან ადვილად მისაღწევი იქნებოდა. ისლამაბადი ასევე ახლოს იყო ქვეყნის მთავარ სამხედრო შტაბ-ბინასთან, რომელიც რავალპინდში მდებარეობდა და ჩრდილოეთით არსებულ ქაშმირის სადავო ტერიტორიასთან.

ბერძენ არქიტექტორთა ბრიგადა კონსტანტინოს დოქსიადისის მეთაურობით ჩაუდგა სათავეში ქალაქის მშენებლობას. მათი გეგმითა და დიზაინით ქალაქი სამკუთხედის ფორმის იყო, რომლის მწვერვალიც მარგალას მთებისკენ იყო მიმართული. დედაქალაქი კარაჩიდან ისლამაბადში მაშინვე არ გადასულა. ადრეულ 60-ან წლებში, ჯერ დროებით რავალპინდიში გადავიდა და შემდეგ 1966 წელს ისლამაბადში, მას შემდეგ რაც აქ მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

უახლესი ისტორია

პაკისტანის ყველაზე კოსმოპოლიტური და ურბანიზებული ქალაქი ისლამაბადი ხალხს მთელი ქვეყნიდან იზიდავს. როგორც დედაქალაქი ის სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს მასპინძლობს. ამის მაგალითია 2004 წელს გამართული სამხრეთ აზიური ასოციაციის რეგიონული ურთიერთობის სამიტი.

2005 წლის ოქტომბერში ქალაქი ქაშმირის 7.6 ბალიანმა მიწისძვრამ დააზიანა. ისლამაბადს მრავალი ტერორისტული ინციდენტი უნახავს, მაგალითად: წითელი მეჩეთის ალყა 2007 წლის ივლისში, დანიის საელჩოს დაბომბვა 2008 წლის ივნისში და სასტუმრო "მერიოტის" დაბომბვა 2008 წლის სექტემბერში. 2011 წელს ქალაქში ოთხი ტერორისტული შემთხვევა მოხდა, რომლებმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის პენჯაბის გუბერნატორის სალმან ტასერის.

გეოგრაფია

ქალაქი ზღვის დონიდან 540 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე დედაქალაქი და რავალპინდის ანტიკური ქალაქი გახარი ქმნიან აგლომერაციას, რომელიც ხშირად ტყუპ ქალქებად იწოდება.

ისლამაბადი 
პაკისტანის მონუმენტი

ქალაქი 120 კილომეტრში მდებარეობს მუზაფარაბადიდან (სამხრეთ-დასავლეთით), 185 კილომეტრში პეშავარიდან (აღმოსავლეთით), 295 კილომეტრში ლაჰორიდან (ჩრდილო-დასავლეთით) და 300 კილომეტრში სრინაგარიდან (სამხრეთ-დასავლეთით) რომელიც ქაშმირის ყველაზე დიდი ქალაქია.

ქალაქი ისლამაბადი გადაჭიმულია 906 კვადრატულ კილომეტრზე.

კლიმატი

კიოპენის კლასიფიკაციით ქალაქში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია, რომელიც 5 სეზონისგან შედგება. ესენია: ზამთარი (ნოემბერი-თებერვალი), გაზაფხული (მარტი - აპრილი), ზაფხული (მაისი - ივნისი), წვიმიანი მუსონები (ივლისი - აგვისტო) და შემოდგომა (სექტემბერი - ოქტომბერი). ყველაზე ცხელი თვე ივნისია, როცა საშუალო მაღალი ტემპერატურა როგორც წესი 38°C-ს აჭარბებს. ყველაზე ნალექიანი თვე ივლისია, ძლიერი თავსხმა წვიმებითა და ჭექა-ქუხილით რომელმაც შესაძლოა ქალაქის დატბორვაც გამოიწვიოს. იანვარი ყველაზე გრილი თვეა.

ისლამაბადის მიკრო-კლიმატი სამი ხელოვნური რეზერვუარით რეგულირდება. ესენია: რავალის ტბა და სიმლისა და ხანფურის კაშხლები. ეს უკანასკნელი მდინარე ჰაროზე მდებარეობს, ქალაქ ხანფურთან ახლოს, ისლამაბადიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით. სიმლის ქაშხალი ქალაქიდან ჩრდილოეთით 30 კილომეტრშია. ქალაქის 220 აკრი მარგალას მთების ეროვნულ პაკრს უჭირავს. ერთ თვეში მოსული ყველაზე დიდი ნალექი, 1995 წლის ივლისში დაფიქსირდა 743.3 მილიმეტრი. ზამთარში ძირითადად ნისლიან დილას მზიანი შუადღე მოსდევს. ტემპერატურა 13°C-დან (იანვარი) 38°C-მდე მერყეობს (ივნისი). რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 2005 წლის 23 ივნისს დაფიქსირდა 46.6°C, ხოლო რეკორდულად დაბალი 1967 წლის 17 იანვარს, როცა ტემპერატურა -6°C-მდე დაეცა.

2001 წლის 23 ივნისს ქალაქში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა - 620 მილიმეტრი მხოლოდ 10 საათის განმავლობაში. ეს იყო ყველაზე ძლიერი წვიმა რაც კი ქალაქს ახსოვდა ბოლო 100 წლის განმავლობაში.

დემოგრაფია

მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 59.38%, 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. მხოლოდ 2.73%-ია 65 წელს გადაცილებული, 37.90%-ს კი 15 წლის ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ისლამაბადში მოსახლეობის 88%-ს წერა-კითხვა შეუძლია, რაც საუკეთესო შედეგია ქვეყანაში. 9.8%-ს საშუალო განათლება აქვს მიღებული (მე-11 მე-12 კლასების ექვივალენტი). 10.26%-ს ბაკალავრის ხარისხი აქვს, ხოლო 5.2%-ს მაგისტრის. სამუშაო ასაკში მყოფი 185,213 ადამიანია ქალაქში, უმუშევრობის დონე კი 15.70%-ია.

ენა

1998 წლის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის (68%) მშობლიური პენჯაბური ენაა. მოსახლეობის 15% პუშტუზე საუბრობს, ხოლო დანარჩენი 18% სხვადასხვა ენებზე. იმავე წლის გამოკითხით, ქალაქში სხვა მხარეებიდან გადმოსახლებულთა რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობაც (691,977) პენჯაბის პროვინციაზე მოდის.

რელიგია

ისლამი ყველაზე ფართო რელიგიაა ქალაქში - 95.53% მუსლიმით. ქალაქისგან მოშორებულ ადგილებსა და სოფლებში ეს მაჩვენებელი 98.80%-მდე ადის. სიდიდით მეორე რელიგია ქრისტიანობაა, რომლის მიმდევარიც ისლამაბადის მოსახლეობის 4.07%-ია. ეს მაჩვენებელიც განსხვავდება ადგილმდებარეობის მიხედვით: უშუალოდ ქალაქში 5.7%-ია, ხოლო მოშორებულ სოფლებში - 0.94%.

ეკონომიკა

1989 წელს დაარსებული ისლამაბადის საფონდო ბირჟა სიდიდით მესამე იყო ქვეყანაში კარაჩისა და ლაჰორის საფონდო ბირჟების შემდეგ. 2017 წელს სამივე აღნიშნული გაერთიანდა და ჩამოყალიბდა პაკისტანის საფონდო ბირჟა, რომლის დღიური ბრუნვა 1 მილიონ აქციას აღემატება.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების მოხსენებაში 2010 წელს, ისლამაბადი აღნიშნული იყო, როგორც საუკეთესო ადგილი ბიზნესის დასაწყებად პაკისტანში.

ისლამაბადი 
ფეისალის მეჩეთი

ტურიზმი

ფეისალის მეჩეთი ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული ღირსშესანიშნაობაა და ყოველდღიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. 1986 წელს აშენებულ მეჩეთს სახელი საუდის არაბეთის მეფის ფეისალის პატივსაცემად დაერქვა. მეჩეთი 24 000 მუსლიმ მლოცველს იტევს. მეჩეთის კედლებზე, რომელიც თურქების დიზაინითა და საუდის არაბეთის დაფინანსებით აშენდა, ყურანის ამონარიდებია ხელით შესრულებული.

ქალაქში არსებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, 2007 წელს აგებული პაკისტანის მონუმენტია.

ისლამაბადშია ასევე პაკისტანის ყველაზე პრესტიჟული მუზეუმები, როგორიცაა ლოკ ვირსას მუზეუმი ანუ იგივე მემკვიდრეობის მუზეუმი, რომელიც 1974 წელს დაარსდა. ასევე სახალხო და ტრადიციული მემკვიდრეობის ინსტიტუტი, იგივე პაკისტანის ეთნოლოგიის ეროვნული მუზეუმი.

ისლამაბადი აგებულია ცივილიზაციასა და არქიტექტურაზე, რომელიც სათავეს მე-10 საუკუნიდან იღებს. ვინაიდან ქალაქი აგებულია პოტოარის ზეგანზე, აქ ქვის ხანიდან მოყოლებული ცივილიზაციათა ნარჩენებია შემონახული. ქალაქს ასევე აქვს ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა ფართო სპექტრი, რომელიც სათავეს მე-16 საუკუნის ინდური ცივილიზაციიდან იღებს. ამის მაგალითია ისლამაბადში მდებარე საიდპური, რომელიც პატარა სოფლიდან წმინდა ადგილად იქცა. აქ არის სალოცავები სადაც ჰინდუები თავიანთ ღმერთებს ეთაყვანებიან.

ჯანმრთელობა

ისლამაბადს ყველაზე დაბალი ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს პაკისტანში, 38 შემთხვევა ყოველ 1 000 ახალშობილზე. მთლიანად ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 78 შემთხვევაა ყოველ 1 000 ახალშობილზე. ისლამაბადს აქვს როგორც სახელმწიფო ისე კერძო სამედიცინო ცენტრები. ქალაქში ყველაზე დიდი საავადმყოფო პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტია, რომელიც 1985 წელს როგორც ექიმთა მოსამზადებელი ინსტიტუტი ისე დაარსდა, აღნიშნული კლინიკა როგორც ეროვნული ცენტრი ისე ფუნქციონირებს და პაციენტებს სპეციალიზებულ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურებებს სთავაზობს. საავადმყოფოში 30 ძირითადი სამედიცინო განყოფილებაა. ის 5 ადმინისტრაციულ დეპარტამენტადაა დაყოფილი, 592 საწოლზეა გათვლილი და 22 თერაპიულ და ქირურგიულ სპეციალობას აერთიანებს.

1985 წელს გახსნილი ბავშვთა ჰოსპიტალი 230 საწოლზეა გათვლილი. ის 6 მთავარ განყოფილებას მოიცავს. ესენია: ქირურგიული და დამხმარე სპეციალობები, თერაპიული და დამხმარე სპეციალობები, სადიაგნოსტიკო, საოპერაციო, ინტენსიური თერაპია/რეანიმაცია და სისხლის ბანკი.

ფაილი:New Islamabad International Airport,.jpg
ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტი

ტრანსპორტი

საჰაერო

ქალაქი მსოფლიოს ძირითად მიმართულებებთან ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტითაა დაკავშირებული. აღნიშნული აეროპორტი უდიდესია პაკისტანში.

გზატკეცილები

M-2 გზატკეცილი 367 კილომეტრის სიგრძისაა და ისლამაბადსა და ლაჰორის აკავშირებს ერთმანეთთან. M-1 გზატკეცილი ისლამაბადს პეშავართან აკავშირებს, მისი სიგრძე 155 კილომეტრია. ისლამაბადისა და რავალპინდის დამაკავშირებელ გზას დღეში 48 000 ავტომობილი გადის.

კერძო ტრანსპორტი

ისლამაბადში შესაძლოა ტაქსების გამოყენებაც. 2016 წლის მარტიდან, ისლამაბადსა და რავალპინდში ტაქსის კომპანია ქარიმმა დაიწყო ფუნქციონირება. ქარიმი, რომელიც ამერიკული კომპანია უბერის შვილობილი კომპანიაა, დუბაიშია დაფუძნებული და ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ აზიის 15 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში სთავაზობს თავის მომხმარებელს სერვისებს.



რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ისლამაბადი სახელწოდებაისლამაბადი ისტორიაისლამაბადი გეოგრაფიაისლამაბადი დემოგრაფიაისლამაბადი ეკონომიკაისლამაბადი ტურიზმიისლამაბადი ჯანმრთელობაისლამაბადი ტრანსპორტიისლამაბადი რესურსები ინტერნეტშიისლამაბადი სქოლიოისლამაბადიპაკისტანიპენჯაბი (პაკისტანი)რავალპინდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიყვარულიევერესტიკუნილინგუსიდემოკრატიაშარკა ბლულავრენტი ბერიავულკანიმარტივი რიცხვიგრიგოლ ხანძთელილეიკოციტებისამკუთხედიჩერნობილის კატასტროფაკავკასიათბილისის პანსიონებიქანი (გეოლოგია)მიგრაციასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიჯემალ ქარჩხაძეპარალელოგრამიდავითგარეჯამარკ ტვენიქართული ფილმების სიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითჩემი ცოლის დაქალებიცხოველებიბარბიტურატებითურქეთის ისტორიაჩვეულებრივი წილადებისაქართველოს კლიმატიკომუნიზმიასპინძის ბრძოლავარძიაზაქარია ფალიაშვილიკათოლიციზმიგველხოკერანარკოტიკიისრაელიბოლშევიკებისაქართველოს ისტორიაჰექტარიზვიად გამსახურდიანიადაგიშამქორის ბრძოლა (1195)რომბითახვიკონცეფციავახტანგ I გორგასალიდედამიწის დღეზომიერი სარტყლებისაქართველოოსმალეთის იმპერიანოე ჟორდანიაგამარჯვების დღემთის არწივიოგანესონიმამუკა ხაზარაძებორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონინაცვალსახელიმთანოდარ დუმბაძევინსენტ ვან გოგისაქართველოს ფრინველთა სიაშიდსიხინკალინესტან-დარეჯანი (ლიტერატურული გმირი)კრწანისის ბრძოლამედუზებიგალაკტიონ ტაბიძემოსახლეობის სიმჭიდროვებზობაავტომობილიბაქტერიებიდაუნის სინდრომისაქართველოს ბრძოლების სიაია ფარულავაგერმანიასერგო ორჯონიკიძექართული ხელნაწერი წიგნი🡆 More