ინდოეთის ოკეანე — სიდიდით მესამე ოკეანე მსოფლიოში, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 20%-ს ფარავს.
ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აზიას (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით არაბეთის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ აფრიკას; აღმოსავლეთით ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიას; სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანეს. ატლანტის ოკეანისგან 20° აღმოსავლეთის მერიდიანი ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო წყნარი ოკეანისგან 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი სპარსეთის ყურეში დაახ. 30° ჩრდილოეთის განედზე იმყოფება.
ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: მადაგასკარი (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), კომორის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, მალდივის კუნძულები, მავრიკი და შრი-ლანკა. ინდონეზია ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როდესაც დიდი ბრიტანეთი გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი. ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ბევრი აისბერგი დაცურავს. განსაკუთრებით დიდი აისბერგები ს. გ. 40°-მდეც აღწევენ, რაც მოქმედებს წყლის ტემპერატურაზე და მარილიანობაზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ინდოეთის ოკეანე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.