მაისი 2005

2005 წლის მოვლენები:

<< მაისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
2005

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

საქართველო

  • 5 მაისი - პარლამენტის თავმჯდომარე იმერეთს სტუმრობდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთს. ისინი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას.
  • 6 მაისი:
  • 7 მაისი - ფილარმონიაში პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მორიგი ყრილობა გაიმართა. ამ მოძრაობის ლიდერია კონსტანტინე გამსახურდია.
  • 8 მაისი - წინანდალში კახეთისა და პოლონეთის კარპატისპირეთის რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობები უკვე 5 წელია არსებობს.
  • 9 მაისი:
    • თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მას თან ახლავს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვა მაღალჩინოსანი პირები, მრავალრიცხოვანი დელეგაცია.
    • ჯ. ბუში თანმხლებ პირებთან ერთად აბანოთუბანში მის პატივსაცემად გამართულ კონცერტს დაესწრო.
    • შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ კონფლიქტის ზონის სოფელ მეღვრეკისიდან გატაცებული დავით ბერუაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.
    • საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები თბილისში, გამარჯვების პარკში შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.
მაისი 2005 
  • 10 მაისი:
    • საქართველოს პარლამენტში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა.
    • საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ბრიფინგი გამართეს ჟურნალისტებისათვის.
    • თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათეულ ათასობით მოქალაქეს სიტყვით მიმართეს მ. სააკაშვილმა და ჯ. ბუშმა.
    • აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გადაეცა წმინდა გიორგის სახელობის ორდენი. იგი ამ ორდენის პირველი კავალერია.
    • ჯ. ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედანზე “საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” აქცია გამართა.
  • 11 მაისი - გამოცხადდა ღია კონკურსი ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად.
  • 12 მაისი - სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით აღინიშნა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე.
  • 14 მაისი - საქართველოში აღინიშნა კეთილმორწმუნე თამარ მეფის ხსენების დღე
  • 16 მაისი:
    • ძალაში შევიდა პარლამენტის დადგენილება რუსული ბაზების გასვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
    • თბილისის ახალ აეროვაგზალს კომპანია “ჩელები” ააშენებს. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.
  • 18 მაისი - საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე გაიხსნა მშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინისა და რეკონსტრუქციის მე-10 საერთაშორისო სპეციალური გამოფენა.

უცხოეთი

  • 1 მაისი - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა შრომისა და გაზაფხულის დღესასწაული.
  • 3 მაისი - აღინიშნა თავისუფალი სიტყვის საერთაშორისო დღე.
  • 4 მაისი - ფელიქს კულოვი ყირგიზეთის პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა.
მაისი 2005 
  • 5 მაისი:
    • დიდ ბრიტანეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ (თავმჯდომარე, ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი).
    • უზბეკეთმა ოფიციალურად დატოვა „სუუამი“. ამის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ამცნო გაერთიანების ამჟამინდელ თავმჯდომარეს მოლდოვის პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინს.
    • ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღინიშნა.
  • 6 მაისი - დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად 2 მილიციელი და ტაქსის მძღოლი დაშავდა.
  • 7 მაისი:
  • 8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის იუბილე აღნიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
  • 9 მაისი - მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ.
  • 10 მაისი - მოსკოვში გაიხსნა რუსეთ-ევროკავშირის სამიტი.
  • 11 მაისი:
    • ისრაელმა აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ისრაელის ტერიტორიული მთლიანობისთვის 1948 წლიდან დღემდე 20 ათასამდე მებრძოლია დაღუპული.
    • კანში გაიხსნა 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალი.
  • 12 მაისი - 15 ადამიანი დაიღუპა და 60–ზე მეტი დაშავდა ბაღდადში ტერაქტისას. ტერაქტები მოხდა ერაყის სხვა ქალაქებშიც.
  • 13 მაისი:
    • ვატიკანმა დაიწყო იოანე პავლე მეორეს კანონიზაციის პროცესი.
    • უზბეკეთში ქალაქ ანდიჟანში მომხდარ მასობრივ არეულობებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 40–ზე მეტი მძიმედაა დაშავებული, დარბეულია სავაჭრო ცენტრები და სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები.
  • 14 მაისი - სოფელ ივანოვოსთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვახა არსანოვი შეეწირა
  • 16 მაისი:
    • ვარშავაში დაიწყო ევროპის საბჭოს სამიტი, სადაც ევროპის 46 ქვეყნის ლიდერი ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იმსჯელებენ.
    • უზბეკეთში პრეზიდენტ კარიმოვის რეჟიმის წინააღმდეგ, ანდიჟანის შემდეგ, კიდევ ორი ქალაქი ფახთა-აბადი და ყარასუუ აჯანყდა.
  • 17 მაისი - ჩრდილოეთ ოსეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო - უმაღლესი სასამართლოს წინაშე ბესლანის ტერაქტის მონაწილე ნურფაშა კულაევი წარდგება, რომელსაც ბრალს ტერორიზმის მუხლით წაუყენებენ.

გარდაიცვალნენ

ვიკიპედიის სიახლენი

  • 8 მაისი - ქართულ ვიკიპედიაში 1000 სტატიაა. ამ მაჩვენებლით იგი გახდა ე.წ. ათასიანთა კლუბის წევრი, რომელშიც დღეისათვის უკვე 65 სხვადასხვა ენოვანი ვიკიპედია შედის.
  • 14 მაისი - ქართულ ვიკიპედიაში 1200 სტატიაა.

Tags:

მაისი 2005 საქართველომაისი 2005 უცხოეთიმაისი 2005 გარდაიცვალნენმაისი 2005 ვიკიპედიის სიახლენიმაისი 2005

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Androidრომის იმპერიასაქართველოს სახელმწიფო დროშადედოფალამთლიანი შიდა პროდუქტიდედამიწის დღედოფამინიმიხეილ სააკაშვილისათბურის ეფექტიყაზახეთიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისაქართველო XVII საუკუნეშიისლანდიაიტალიაიუსტინიანე Iმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითნახშირბადიფილოსოფიაწყნარი ოკეანედემეტრე II თავდადებულიალუდა ქეთელაურიფარნავაზ Iკარლეს პუჩდემონიკუებიდისკრიმინაციამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიხევისბერი გოჩაზაქარია ფალიაშვილიგიორგი ანწუხელიძეალკენიქრისტეფორე კოლუმბისუვერენული სახელმწიფოწმინდა ნინომსოფლიო მიზიდულობის კანონივენერაგაპიროვნებადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ენგურის ჰიდროელექტროსადგურიმორალიცხოველებიაუტიზმიმწერებიბუღეროვანი უჯრედიარაბობა საქართველოშისაქართველოს სამოქალაქო ომიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშითევდორე კველთელისასწორი (ასტროლოგია)მთადუნაიანტონიმისოკრატეპერსონალური კომპიუტერითითაობაშენგენის ზონააბო თბილელის წამებარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეთრომბოციტებისიტყვაჰიდროცეფალიაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამონღოლთა ბატონობა საქართველოშიშაორის წყალსაცავიასტიგმატიზმიევოლუციაკოლოსეუმიდაღესტანინერვული სისტემაევროპის პარლამენტითბილისის მეტროპოლიტენილიტრიკალიებიანტიკური ხანაშემოდგომამსოფლიო მემკვიდრეობანავთობი🡆 More