ლაქშმი ბაი-რანი ( ინდ.
लक्ष्मी बाई დ. 19 ნოემბერი, 1828, ვარანასი — გ. 17 ივლისი, 1858, გვალიორი) — ინდოეთის ეროვნული გმირი, ჯანსის მთავრის მეუღლე და სიფაელთა აჯანყების ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი.
ლაქშმი ბაი-რანი | |
---|---|
लक्ष्मी बाई | |
დაბადების თარიღი | 19 ნოემბერი, 1828 წელი. ვარანასი |
გარდაცვალების თარიღი | 17 ივლისი, 1858 წელი. გვალიორი |
ლაქშმი ბაი-რანი დაიბადა 1828 წლის 19 ნოემბერს ვარანასში, მთავრის ოჯახში. მისი მამა იყო მორფანტ თამბი, ხოლო დედა ბაგირატი ბაი, რომელიც გარდაიცვალა მაშინ, როცა გოგონა მხოლოდ ორი წლის იყო. (ზოგიერთ ცნობებში ამბობენ, რომ 4 წლის). მის ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე ცნობები, თითქმის არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ გოგონამ მიიღო შესანიშნავი განათლება მშობლების წყალობით და ასევე ის კარგად იყო გაწრთვნილი, საბრძოლო ხელოვნებაში.
თოთხმეტი წლის ასაკში ბაი-რანი, ცოლად გააყოლეს ჯანსის ახალგაზრდა მთავარს, განგადარა რაოსს. სწორედ გათხოვების შემდეგ, ინდური ეტიკეტის თანახმად, როგორც გათხოვილ ქალს ეწოდა - "ლაქშმი". გადაიხადეს გრანდიოზული ქორწილი და წყვილი ცხოვრობდა სრულ ჰარმონიაში. როგორც ჩანს, ლაქშმი ბაი სწორედ გათხოვების შემდეგ დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას. დაახლოებით 1851 წელს, ლაქშმის შეეძინა ვაჟი, რომელიც, სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ, ლაქშმის მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და გაჩნდა სერიოზული საფრთხე იმის რომ ჯანსის გვარს გამგრძელებელი აღარ ეყოლებოდა, ამიტომ მათ ურჩევდნენ ბავშვის აყვანას. 1853 წლის 21 ნოემბერს მძმედ ავადმყოფობის შემდეგ ჯანსის მთავარი გარდაიცვალა და მართლაც, ლაქშმი დარჩა უშვილო, ახალგაზრდა ქვრივად. მან სამგლოვიარო თეთრი სამოსი, მხოლოდ ცამეტი დღიანი გლოვის და ლოცვის შემდეგ გაიხადა. ლაქშმისთვის ახალი სიცოცხლის და მისი სულის გამოღვიძების დასაწყისი იყო სიფაელთა აჯანყებაში მონაწილეობა.
1857 წელს სიფაელთა აჯანყებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და მეტიც ის სათავეში ედგა საკუთარ რაზმს, მოუწოდებდა ბრძოლისუნარიანობისკენ და თვითონაც თავდადებით ებრძოდა უცხოელ მტარვალებს. მის შესახებ ნურუ წერს:
მან საბრძოლო ხელოვნების ცოდნა გამოიყენა აჯანყებაში და ბევრ მამაკაც მეომარზე უკეთაც კი ახერხებდა მტრის მოგერიებას. ლაქშმისგან განსხვავებულად მოიქცა ბევრი ინდოელი მთავარი და ფეოდალი. მათი დიდი ნაწილი გაერიდა აჯანყებას, ნეიტრალიტეტი დაიცვა და დაელოდა მოვლენების განვითარებას. ლაქშმი კი ბოლო წუთამდე ამხნევებდა და წინ უდგოდა თავის რაზმს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლაქშმი ბაი-რანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.