კუესტა

კუესტა (ესპ.

კუესტის დამრეცი კალთა ემთხვევა ეროზიისადმი მდგრადი შრის დაქანებას, ციცაბო კი დაშრევების ჭრილს წარმოადგენს. ხშირად გვხვდება დიდი ნაოჭების ფრთებზე ან გუმბათისებრ აზევებებზე.

კუესტა
კუესტური ფერდობი, ყირიმი, უკრაინა
კუესტა
ხვამლის მასივი

დამრეცი კალთა წარეცხვასთან მტკიცე ჯავშნური ფენის ვარდნას ემთხვევა, ხოლო ციცაბო კალთა ჭრის ამ ფენებს, რითაც მათ „თავებს“ აშიშვლებს. კუესტა გავრცელებულია ბაქნური ვაკეების ფარგლებში. იგი აგრეთვე, თან სდევს მთიანი ნაგებობების პერიფერიებსა და მთათაშორისი და მთისწინეთის დადაბლებების მომიჯნავე რეგიონებს; ხშირად განლაგებულია რამდენიმე პარალელურ მწკრივში. აგებულია კირქვებით, ქვიშაქვებითა და სხვა ქანებით, რითაც წარმოიქმნება რელიეფის კუესტური ტიპი.

დამახასიათებელია მკვეთრი ლანდშაფტური სხვაობები კალთებს შორის. დამრეც კალთებთან შედარებით, ციცაბო კალთები ჩვეულებრივ, უფრო მეტად ქსეროფიტული მცენარეულობითაა დაფარული.

კუესტა გავრცელებულია კავკასიაში, ყირიმში, პარიზისა და ლონდონის აუზებში, კლდოვანი მთების სამრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ დაბოლოებაზე და სხვა. ფართოდ არის ცნობილი შვაბიის ალბი — კუესტური სერი, რომელიც გერმანიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და აქვს დაახლოებით 160 კმ სიგრძე. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყირიმის მთები, რომლის გარე სერი კუესტების მწკრივს წარმოადგენს, რომელიც აგებულია ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ნალექებით.

კავკასიონზე არსებული კუესტებიდან აღსანიშნავია კირქვებით აგებული კლდოვანი ქედი, საძოვრების ქედი და ტყიანი ქედი.

კუესტური ფორმები გავრცელებულია საქართველოშიც. ამ მხრივ, გამოსაყოფია კვერნაქების უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი — სხალტბის კუესტური სერი, ლეჩხუმის მასივი და ხვამლის მასივი, რომლებიც ორმაგ კუესტას წარმოადგენენ და სხვა.

სქოლიო

Tags:

ეროზიაესპანური ენაფერდობი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აშშ-ის ისტორიაკულტურასიყვარულითბილისის პანსიონებიპირველი მსოფლიო ომიატომიირემიადაპტაციაავტორიტარიზმიგიორგი ანწუხელიძეამიერკავკასიური ზაზუნატყესაქართველოს პარლამენტიერეკლე II-ის ოჯახივოლფგანგ ამადეუს მოცარტიაფხაზებიილონ მასკიამერიკის შეერთებული შტატებიხევისბერი გოჩანილოსინიკო ფიროსმანიმართლმადიდებლობათუთის აბრეშუმხვევიაწითელი წიგნიშინაური ძაღლიმარი ანტუანეტიტროპიკული სარტყლებიმდინარეოპერაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაქრისტესისხლაექვთიმე თაყაიშვილირიცხვითი სახელინიკოლოზ ბარათაშვილიდათვისაქართველოს მთებიგერგეტის სამების ეკლესიაზაფხულიცხოველებიდელფინებირუსული დამწერლობაქაქუცა ჩოლოყაშვილითავისუფლების ქანდაკებაანგარიშთა გეგმავიქტორ ორბანივინსენტ ვან გოგისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაოტელო (ვერდის ოპერა)ანტიკური ხანაზვიად გამსახურდიაშალვა პაპუაშვილითავის ტვინიქართველებიბათუმის ბოტანიკური ბაღიიუსტინიანე Iისლამიაუტიზმიგიორგი ყიფშიძეკარტოფილისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაქართველოს სოფლებიტოლერანტობავენის კონგრესიღორის სოლიტერიმიხეილ სააკაშვილიდედამიწის დღესაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმაცივარიდიდგორის ბრძოლარელიეფის ფორმებიწმინდა გიორგიქართლიკონსერვატიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკავიკიპედიასოკოებიმონა ლიზა🡆 More