შვაბიის ალბი

შვაბიის ალბი, შვაბიის იურა (გერმ.

გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 160 კმ-ზე. სიმაღლე 1015 მ-მდე (მთა ლემბერგი). უმთავრესად აგებულია იურული კირქვებით. თხემი დაკარსტული პლატოა. სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა დამრეცია, ჩრდილოეთ-დასავლეთი — ციცაბო.

შვაბიის ალბი
შვაბიის ალბი
შვაბიის ალბი
კოორდინატები: 48°24′ ჩ. გ. 9°12′ ა. გ. / 48.400° ჩ. გ. 9.200° ა. გ. / 48.400; 9.200
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტერიტორიული ერთეული ბადენ-ვიურტემბერგი
ბავარია
უმაღლესი წერტილი ლემბერგი
სიმაღლე 1015 
სიგრძე 160 კმ
სიგანე 40-70 კმ
შვაბიის ალბი — გერმანია
შვაბიის ალბი

დანაწევრებულია დუნაისა და ნეკარის შენაკადებით. კალთები შემოსილია წიწვნარითა და მუხის ტყით, მდელოთი და ბუჩქნარით. შვაბიის ალბი ქმნის ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიმართულ კირქვიანი ფლატეების ღილკილოსებურ კლაკნილ უწყვეტ ხაზს, რომლის შეფარდებითი სიმაღლე 200 მ-იდან 300 მ-მდეა. აღმოსავლეთისაკენ შედარებით დადაბლებულია.

ზემოთ ქედზე მდებარეობს საკმაოდ ფართო კარსტულ ფორმებიანი პლატო ძაბრებითა და ჩაქცევებით. მასზე ბევრი ატმოსფერული ნალექი მოდის, ზამთრობით გარკვეული დროის განმავლობაში თოვლი არ დნება. იცის ძლიერი ქარი და ნისლი. კუესტის ციცაბო კალთები და ხევები, რომლებითაც დასერილია ის, დაფარულია ხშირი წიფლის ტყით, დანაწევრებულია და განშტოებებს და ბორცვ-შთენილებს ქმნის. შემდეგ, უფრო ძირს, მეტად დამრეცი, მერგელებისაგან აგებული კალთებია, რომლებიც ლიასური მერგელების ბორცვებიან, ზედა ტრიასული ქვიშაქვების სტრუქტურულ ბაქანს ებჯინება.

ქვიშაქვების ბაქანი შეადგენს ძლიერ დანაწევრებულ, მიხვეულ-მოხვეულ შიდა კუესტურ 200 მ-მდე სიმაღლის ფლატეების მქონე ქედს. კიდევ უფრო ძირს, საშუალოდ 300 მ-იდან 400 მ-ის სიმაღლემდე განლაგებულია აუზის ნიჟარებიანი კირქვებისაგან აგებული ბაქანი. ჩრდილო-დასავლეთით ის, თავის მხრითაც, წარმოშობს ეროზიულ საფეხურს ქვედა ტრიასული ქვიშაქვების პლატოებისაკენ. არის პალეონტოლოგიური რეზერვატი ჰოლცმადენი.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

გერმანული ენაკირქვაკუესტა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ადაპტაციაევროპის პარლამენტიძახილის წინადადებაინდუსტრიული რევოლუციაგლობალიზაციაწმინდა ნინოალეგორიაბგერა9 აპრილის ტრაგედიაცოტნე დადიანიგაზაფხულიქართული ხალხური ცეკვებიკილოგრამიისრაელივოლფგანგ ამადეუს მოცარტიფემინიზმილამპრობალეონარდო და ვინჩისტუმარ-მასპინძელილადო ასათიანიმაიმუნებივატიკანიზენონი (იარაჯული)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისიონის ტაძარიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკრწანისის ბრძოლათურქეთიალმასიაფრიკის ქვეყნების სიავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ფარსმან II ქველიმიწისძვრააკაკი წერეთელიოქსიდიქრისტესისხლადავით კაჭარავადისიდენტიბორჯომიესპანეთიეროზიაამერიკაპერსონალური კომპიუტერიზვიად გამსახურდიაკორუფციაჰიდრავლიკანიკოლა ტესლაპოპ-მუსიკაძუძუმწოვრებისელჩუკთა სახელმწიფოაქლემიგარემოს დაბინძურებაკილიმანჯარომიგრაციაზედსართავი სახელიგარემოს დაცვასაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიYandexჯუზეპე ვერდითეთრი დათვიკახეთითევზები (ასტროლოგია)წმინდა გიორგითრომბოციტებიმუნიქრისტეფორე კოლუმბიშინაური კატაკალციუმიგოგონა მარგალიტის საყურითლარისინგაპურიარაგვივულკანიპოლიტიკაგიორგი III (საქართველოს მეფე)საქართველოს პარლამენტი🡆 More