კლიუჩევსკაია-სოპკა (რუს.
უმაღლესი (4750 მ) და ყველაზე აქტიურად მოქმედი ვულკანი ევრაზიაში. აქვს სწორი კონუსი, რომლის კრატერი მუდმივად ბოლავს. ვულკანის ძირთან 70 გვერდითი კონუსი, გუმბათი და კრატერია. ვულკანის ასაკი განისაზღვრება 7000 წლით.
კლიუჩევსკაია-სოპკა | |
---|---|
ვულკანი კლიუჩევსკაია-სოპკა | |
კოორდინატები: 56°03′22″ ჩ. გ. 160°38′39″ ა. გ. / 56.05611° ჩ. გ. 160.64417° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 4750 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ამგებელი ქანები | ბაზალტური და ნაწილობრივ ანდეზიტური ლავა |
ბოლო ამოფრქვევა | 2009 (გრძელდება) |
აგებულია ბაზალტური და ნაწილობრივ ანდეზიტური ლავებით.
270 წლის მანძილზე აღინიშნა 50-ზე მეტი ძლიერი ამოფრქვევა. ახასიათებს აქტიური ფუმაროლები და სოლფატარები. მწვერვალზე მუდმივი თოვლი და მყინვარებია. კრატერში ხშირია აფეთქებები, რომელსაც მოყვება ყუმბარებისა და ფერფლის ამოტყორცნა. 2004–2005 წწ. ამოფრქვევის შედეგად ამოსულმა ფერფლმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია — 8000 მ-ს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2009 წელს. არსებობს ცნობა ვულკანის სიმაღლის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ვულკანის აქტიურობით არის განპირობებული.
კლიუჩევსკაია-სოპკასთან ახლოს მდებარეობს ასევე აქტიური ვულკანი შიველუჩი.
ითვლება, რომ თანამედროვე დროში კლიუჩევსკაია-სოპკა აქტიურობით მეორე ვულკანია კილაუეას შემდეგ (ჰავაის კუნძულები). თანადროული ამოფრქვევა ფაქტობრივად იწყება 1983 წლიდან. ხელახლა გააქტიურდა 2009 წლიდან.
კლიუჩევსკაია-სოპკას ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა სხვადასხვა დროში, სახელდობრ: 1737, 1932, 1938, 1944–1945, 1946, 1951, 1953, 1956, 1966, 1980, 1983, 1984, 1987, 1988-1989, 1993, 1994, 2002, 2004–2005, 2008 წწ.
კლიუჩევსკაია-სოპკას ძირას, დაბა კლიუჩიში, მდებარეობს ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კლიუჩევსკაია-სოპკა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.