კიბორჩხალსახის ნისლეული

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა (Messier 1, NGC1952) — ნისლეული კუროს თანავარსკვლავედში, რომელიც ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს.

მდებარეობს 6500 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მისი დიამეტრი 6 სინათლის წელს შეადგენს და ფართოვდება 1000 კმ/წ სისწრაფით. ნისლეულის ცენტრში მდებარეობს ნეიტრონული ვარსკვლავი.

კიბორჩხალსახის ნისლეული
კიბორჩხალსახის ნისლეული. ფოტო გადაღებულია ესოს ძალიან დიდი ტელესკოპიდან

აღმოჩენის ისტორია

„კიბორჩხალსახის ნისლეული“ წარმოადგენს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენებს რომელიც არაბული და ჩინური წყაროებით აფეთქდა 1054 წლის 4 ივლისს. აფეთქების ნათების ხილვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალით და დღის ნათების მიუხედავად 23 დღის განმავლობაში. პერველად აღმოჩენილი იყო ჯონ ბევისის მიერ 1731 წელს, და ხელმეორედ 1758 წელს შარლ მესიეს მიერ. სახელწოდება „კიბორჩხალსახის ნისლეული“ მიიღო ასტრონომ უილიამ პარსონსის ნახატის გამო, რომელმაც 36 დუიმიანი ტელესკოპი 1844 წელს გამოიყენა დასაკვირვებლად. ამ ნახატზე ნისლიანობა კიბორჩხალას წააგავდა. შემდგომ დაკვირვებისას 1848 წელს გამოიყენა ახალი 72 დუიმიანი ტელესკოპი და უფრო ზუსტი ნახატი გამოიყვანა, მაგრამ „კიბორჩხალსახის ნისლეული“ სახელი შერჩა.

საინტერესო თვისებები

პულსარი

კიბორჩხალსახის ნისლეული 
კიბორჩხალისებრი ნისლიანობა ინფრაწითელ დიაპაზონში (Spitzer Space Telescope)

ნისლიანობის ცენტრში მდებარეობს პულსარი PSR B0531+21, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ზეახალი აფეთქების შემდგომ დარჩა იმისთვის რომ გამოგვეცნო რომ პულსარები ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს. ამ პულსარის ბრუნის სისწრაფე თავის ღერძის გარშემო 30 ბრუნს წამში უტოლდება.

გამოსხივება რეგისტრირდება აგრეთვე ელექტრომაგნიტურ სპექტრში, რადიო-დიაპაზონით დაწყებული და γ-გამოსხივებით დამთავრებული.

ტელესკოპების გამართვა

კიბორჩხალსახის ნისლეული 
კიბორჩხალსახის ნისლეული. ეს გამოსახულება მიღებულია მონაცემების შერწყმით - ოპტიკური დიაპაზონიდან (წითელი) ჰაბლის ტელესკოპიდან და რენტგენული გამოსახულებებისა (ლურჯი) ჩანდრას ტელესკოპიდან.

კიბორჩხალსახის ნისლეული საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტელესკოპების გასამართად რენტგენულ ასტრონომიაში. ის საკმაოდ კაშკაშა რენდგენულ დიაპაზონში, თანაც ენერგიის ნაკადის სიმკვრივე საკმაოდ მრუდია, რაც პულსარებში გამონაკლისია. ხშირად რენტგენულ ასტრონომიაში ნაკადის სიმკვრივის გაზომვის ერთეულად „Crab“ და „milliCrab“-ს იყენებენ. სიკაშკაშით რენტგენულ დიაპაზონში კიბორჩხალსახის ნისლეულის მხოლოდ რამდენიმე წყაო თუ აღემატება. ზუსტი პერიოდული სიგნალი, რომელსაც პულსარი ასხივებს, რენტგენულ ტელესკოპებში გამოიყენება დროის ინტერვალის გასაზომად და შესამოწმებლად

იხილეთ აგრეთვე

კიბორჩხალსახის ნისლეული 
М1 მდებარეობს ვერძის თანავარსკვლავედში


ლიტერატურა

  1. Journal of Astronomy, part 9, chapter 56 of Sung History (Sung Shih) first printing, 1340. (Facsimile on the frontispiece of Misner, Thorne, Wheeler Gravitation, 1973.)
  2. Mitton, S. «The Crab Nebula», Charles Schribner’s Sons, 1978.
  3. Ruderman, Malvin A. Highlights of Modern Astrophysics: Old and New Neutron Stars, pp. 21–44. ISBN 0-471-82421-6, Stuart L. Shapiro and Saul A. Teukolsky. 1986.
  4. Manchester R. & Taylor J. «Pulsars», Freeman, 1977
  5. Lyne, A. G. & Graham-Smith F. «Pulsar astronomy», Cambridge University Press, 1998

რესურსები ინტერნეტში

Tags:

კიბორჩხალსახის ნისლეული აღმოჩენის ისტორიაკიბორჩხალსახის ნისლეული საინტერესო თვისებებიკიბორჩხალსახის ნისლეული იხილეთ აგრეთვეკიბორჩხალსახის ნისლეული ლიტერატურაკიბორჩხალსახის ნისლეული რესურსები ინტერნეტშიკიბორჩხალსახის ნისლეულიზეახალი ვარსკვლავითანავარსკვლავედიკურო (თანავარსკვლავედი)ნეიტრონული ვარსკვლავინისლეულისინათლის წელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გია ყანჩელიბაიკალიგარემოს დაბინძურებაქუთაისირომილეონარდო და ვინჩიფობიების სიაიგლუმედეა (მითოლოგია)ბაში-აჩუკიიუპიტერიბაში-აჩუკი (ფილმი)ზვიგენებიზვავიარაბობა საქართველოშივერის უბნის მელოდიებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტინიდერლანდებიგაზაფხულინარკოტიკივიქტორ დოლიძენელსონ მანდელაახალი ზელანდიაბუღა თურქის შემოსევაValve Corporationზედსართავი სახელიასტრიდ ლინდგრენიბათუმიმარსიღეროვანი უჯრედითეატრიშინაური ძაღლისომხეთის ისტორიაგვირილაოპერალიონელ მესინონა გაფრინდაშვილივეფხვიალკოჰოლიზმიგულიინტელექტის კოეფიციენტიეპითეტიინტერნეტიგაუდაბნოებარომის იმპერიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემამორალისაქართველო XIII საუკუნეშიდედაქალაქიგამზრდელი (პოემა)იეთიმ გურჯიმიხეილ სააკაშვილიცხოველებირელიგია საქართველოშიცოტნე დადიანიიუდაიზმიოსმალეთის იმპერიასასარგებლო წიაღისეულიხვიჩა კვარაცხელიათემიდამოსახლეობის სიმჭიდროვედათა თუთაშხიაბელარუსიზუგდიდიკრისტალბეთისაქართველოს ეროვნული მუზეუმიცივი ომიFacebookაღმოსავლეთი საქართველოდიდგორის ბრძოლაურანიჰაერიჭიანჭველასებრნისაქართველოს სახელმწიფო გერბიწმინდა გიორგიძუძუმწოვრებიდაცული ტერიტორიასაქართველოს ქალაქები🡆 More