კეიპტაუნი-კაიროს რკინიგზა

კეიპტაუნი-კაიროს რკინიგზა — დაუსრულებელი პროექტი სარკინიგზო ხაზისა, რომელსაც უნდა გადაეკვეთა აფრიკა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ.

XIX საუკუნის ბოლოს ამ გეგმის ინიციატორი იყო სესილ როდსი. პროექტის მიზანი ბრიტანეთის იმპერიის აფრიკაში არსებული კოლონიების უწყვეტი ხაზით ერთმანეთთან დაკავშირება იყო კეიპტაუნიდან (სამხრეთ აფრიკა) კაირომდე (ეგვიპტე). სარკინიგზო ხაზის მონაკვეთების უმეტესობა ამოქმედდა, მაგრამ საკმაოდ დიდი შუალედი სუდანსა და უგანდას შორის არ აშენდა.

კეიპტაუნი-კაიროს რკინიგზა

ისტორია

რკინიგზის პროექტი ეფუძნებოდა ბრიტანეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას. სესილ როდსი ოცნებობდა აფრიკის რუკაზე ბრიტანული სამფლობელოების „წითელ ზოლზე“ (იმ დროს ბრიტანულ ტერიტორიებს რუკებზე, როგორც წესი, წითლად გამოსახავდნენ ხოლმე). რკინიგზა ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამხდარიყო, რომელიც გააერთიანებდა კოლონიების ტერიტორიებს, გააადვილებდა მათ მართვას, ხელს შეუწყობდა დასახლებებისა და ვაჭრობის განვითარებას, ხოლო ჯარებს საჭირო ადგილებამდე სწრაფად გადაადგილების საშუალებას მისცემდა. მისი მშენებლობა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ამოცანასაც წარმოადგენდა.

საფრანგეთსაც ჰქონდა მსგავსი პროექტი, რომელსაც მისი კოლონიები უნდა დაეკავშირებინა დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე − სენეგალიდან ჯიბუტიმდე. 1897 წელს საფრანგეთმა გაგზავნა ექსპედიცია სამხრეთ სუდანში პროტექტორატის დამყარებისა და იქიდან ეთიოპიის გავლით მარშრუტის გაყვანის მიზნით. ეს გეგმა ჩაიშალა, როდესაც ბრიტანული და ფრანგული მარშრუტების გადაკვეთის წერტილში ნილოსის ბრიტანული ფლოტილია ფრანგების ექსპედიციას შეეჯახა. ეს მოვლენა ფაშოდის ინციდენტის სახელით არის ცნობილი, რომელიც საბოლოოდ საფრანგეთის დიპლომატიური მარცხით დასრულდა.

ბრიტანელებს უნდა გადაეჭრათ არა მხოლოდ კლიმატთან, არამედ სხვა ძალების ჩარევასთან დაკავშირებული წინააღმდეგობებიც. პორტუგალიელები წარუმატებლად ცდილობდნენ საკუთარი აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკული კოლონიების − მოზამბიკისა და ანგოლას შეერთებას („ვარდისფერი რუკა“). სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელებს ბურები ებრძოდნენ. გერმანიამ უზრუნველყო აღმოსავლეთ აფრიკაში თავისი სამფლობელოების უსაფრთხოება. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ეს კოლონიები ბრიტანეთმა დაისაკუთრა. მაგრამ ეკონომიკური მიზეზების გამო ომთაშორის პერიოდში ვერ მოხერხდა სარკინიგზო ხაზის დასრულება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი აფრიკის ხალხების განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და კოლონიალიზმის პერიოდის დასრულებამ პროექტის დამთავრებას საფუძველი გამოაცალა.

ლიტერატურა

  • Tabor, George, The Cape to Cairo Railway & River Routes (2003), London: Genta. ISBN 0-9544847-0-3.

Tags:

XIX საუკუნეაფრიკაკაიროკეიპტაუნისუდანიუგანდა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პრაღამშვილდოსანი (ასტროლოგია)სიონის ტაძარისელჩუკთა სახელმწიფოზმნიზედაშვედეთიასტიგმატიზმივახტანგ VIსაქართველოს მმართველთა სიაათენისაქართველო VI საუკუნეშისვანეთიგლობალური დათბობამტკვარისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიამაზონის დაბლობიჰიდროცეფალიანიდერლანდებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიბარდა სკლიაროსიბაყაყიფრინველებიპითაგორას თეორემალუქსემბურგირელიგიაკომუნიზმიმონოგამიამდგრადი განვითარებაოლიმპიური თამაშებიბუღა თურქის შემოსევაფელაციაქართული მითოლოგიათავის ტვინიასომთავრულიამერიკაკურო (ასტროლოგია)ორგაზმიაჭარაკატალიზატორიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიბაზალეთის ტბასეკულარიზმიაღმოსავლეთი საქართველოკორუფციასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ვაჟა მარგველაშვილიშენგენის ზონათახვიალცჰაიმერის დაავადებანეპოტიზმიავსტრალიასულხან-საბა ორბელიანირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ტუტე ლითონებინიუტონის კანონებიმთამთავარი გვერდირკინადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკონვექციაქართული ხალხური ცეკვებიდედოფალაშარკა ბლუთხის რქა (ასტროლოგია)დაცვის სიგელილიბერალიზმიქართლის გაქრისტიანებანიკა არაბიძეპანკრეასიიუსტინიანე Iგანათლება საქართველოშიჰიპერბოლა (ენა)დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაბელგიაარჩვისაქართველო IV საუკუნეშითეატრირომის იმპერია🡆 More