ზაურ სვანაძე

ზაურ სვანაძე (დ.

23 იანვარი, 1958, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“ და შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“, „უმეოს“, „მუუთაალას“ და „ელივორე მალმბერგეტსის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981). ღირსების ორდენის კავალერი.

ზაურ სვანაძე
ზაურ სვანაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზაურ ალექსანდრეს ძე სვანაძე
დაბადების
თარიღი
23 იანვარი, 1958 (1958-01-23) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1976 ტორპედო ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1980 ტორპედო ქ. 158 (17)
1981–1989 დინამო თბ. 245 (8)
1990 ჰოლმსუნდი 24 (1)
1991 უმეო
1991–1992 მუუთაალა
1993–1995 ელივორე
სამწვრთნელო კარიერა
1995–2000 ელივორე მალმბერგეტსი
2001–2002 ლოკომოტივი თბილისი (თ.)
2002–2003 ლოკომოტივი თბილისი
2005–2006 დინამო თბილისი (თ.)
2006–2008 საქართველო (თ.)
2008–2009 საქართველო 19 წლ.
2009–2011 საქართველო 21 წლ. (თ.)
2012–2015 ინტერი ბაქო (თ.)
2015–2017 ინტერი ბაქო
2018–2019 დინამო თბილისი
2019– დინამო თბილისი (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ზაურ სვანაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

საკლუბო კარიერა

ზაურ სვანაძე 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

ზაურ სვანაძემ ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, მწვრთნელ კარლო ხურციძესთან. 1976–1980 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“. 1981 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოშია“.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1981 წლის 4 მარტს, ევროპის თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალურ მატჩში, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას „ვესტ ჰემის“ საშინაო არენა — „აპტონ პარკი“ მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. დინამოელები თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი და შენგელია. ზაურ სვანაძე თანაგუნდელების მსგავსად, მატჩის დასაწყისიდანვე ერთვება თამაშში და თავის სადებიუტო შეხვედრას ბოლო წუთამდე შეუცვლელად ატარებს. დაპირისპირება თბილისელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება. აღნიშნული მატჩი ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად რჩება კლუბის არსებობის ისტორიაში.

ზაურ სვანაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში.

1990 წლიდან „დინამოდან“ წასვლის შემდეგ შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–1992 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–1995 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაშია. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1995 წელს ასრულებს.

ევროთასებზე

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში ზაურ სვანაძის მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი ქვეყანა მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1980–81 თასების თასი
1/4
ვესტ ჰემ იუნაიტედი 0–1 4–1
1/2
ფეიენოორდი 3–0 0–2
ფინალი
კარლ ცაისი 2–1
1981–82 თასების თასი
1/16
გრაცერი 2–0 2–2
1/8
ბასტია 3–1 1–1
1/4
ლეგია ვარშავა 1–0 1–0
1/2
სტანდარდი ლიეჟი 0–1
1982–83 უეფა-ს თასი
1/32
ნაპოლი 2–1 0–1
1987–88 უეფა-ს თასი
1/32
ლოკომოტივი სოფია 1–3
1/8
ვერდერი 1–1 1–2

სამწვრთნელო კარიერა

2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მეორე მწვრთნელად დაინიშნა. 2018 წლის 11 ნოემბრიდან 2019 წლის 8 მარტამდე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა. 2019 წლის 8 მარტიდან თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ფელის ვისენტემ ჩაიბარა. ზაურ სვანაძემ ვისენტეს ასისტენტად განაგრძო მუშაობა.

2019 წლის 23 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახდა. გუნდის ახალი თავკაცისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ზაურ სვანაძე ამ დრომდე, კვლავ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად რჩება.

მიღწევები

  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
  • თასის მფლობელი: 1981

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ზაურ სვანაძე საკლუბო კარიერაზაურ სვანაძე ევროთასებზეზაურ სვანაძე სამწვრთნელო კარიერაზაურ სვანაძე მიღწევებიზაურ სვანაძე ლიტერატურაზაურ სვანაძე ბიბლიოგრაფიაზაურ სვანაძე პერიოდიკაზაურ სვანაძე რესურსები ინტერნეტშიზაურ სვანაძე სქოლიოზაურ სვანაძე195823 იანვარიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981ნახევარმცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)ფეხბურთელიქართველებიქუთაისიღირსების ორდენი (საქართველო)შვედეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიონელ მესიაბო თბილელის წამებათავისუფლების დიდი ქარტიარუსული დამწერლობაჟირაფისებრნითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიამერიკათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაანემიადედა ენაკვარციდუნაიკონსტანტინოპოლიუჯრედიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაჭიანჭველასებრნიფოცხვერიერითროციტებიბერძნული ხელოვნებაბახტრიონი (პოემა)წყნარი ოკეანეთუშეთიჩონგურიილია IIდიდება (ჰიმნი)მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითSWOT-ანალიზილურჯი ვეშაპიმონღოლთა იმპერიაძველი თბილისიკილიმანჯარობუღა თურქის შემოსევაჰემანგიომატრირემაყინწვისის მონასტერირთველიაზერბაიჯანიდავით IV აღმაშენებელისაქართველოს პარლამენტიბრაზილიაუცხოური აგენტების კანონიქართული ხალხური ცეკვებიდიდი ბარიერული რიფითვითმმართველობაელენე ახვლედიანისეკულარიზმიტელეფონების ნომრები საქართველოშიელინიზმიფემინიზმინახშირწყლებიელდარის დაბლობიივანე ჯავახიშვილიკოლხეთის სამეფოახალციხეარჩვიბუდიზმისომხეთიწრეწირიმიწისძვრაასტრიდ ლინდგრენიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკალიკა ქავჟარაძელომი (ასტროლოგია)თევდორე კველთელინილოსიავთანდილ ჭრიკიშვილიგველებიფოტოსინთეზიგარემოს დაბინძურებაბესლანის ტერაქტისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიკუებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათურქეთიპარალელოგრამიჩრდილოეთი კორეაბაბუაწვერა🡆 More