ელ-ალტო — ქალაქი ბოლივიის მთიანეთში.
ერთ დროს წარმოადგენდა ლა-პასის უბრალო გარეუბანს, ამჟამად კი ბოლივიის ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფად მზარდი ქალაქია. 2001 წელს, მისი მოსახლეობა 649 958 ადამიანს შეადგენდა, უკვე 2010 წლისთვის კი 900 000-ზე მეტს. ელ-ალტო ზღვის დონიდან 4 150 მეტრზე მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქს. კლიმატი საკმაოდ ცივია. მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 17 °С-ია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ელ-ალტო El Alto | |||
ქალაქის პანორამა | |||
| |||
ქვეყანა | ბოლივია | ||
დეპარტამენტი | ლა-პასი | ||
პროვინცია | პედრო-დომინგო–მურილიო | ||
კოორდინატები | 16°31′00″ ს. გ. 68°10′00″ დ. გ. / 16.51667° ს. გ. 68.16667° დ. გ. | ||
მმართველი | ედგარ პატანა | ||
დაარსდა | 1985 | ||
ფართობი | 363 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 4,150 მ | ||
მოსახლეობა | 900 000 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | 02 | ||
ელ-ალტო ბოლივიის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. ამის მიზეზია ლა-პასის დეპარტამენტიდან მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოდინება, რაც განპირობებულია 1952 წელს დაწყებული სამრეწველო რეფორმით. ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ელ-ალტო მთელს ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქალაქია ინდიელი მაცხოვრებლების რაოდენობით. მოსახლეობის 76% აიმარას წარმომადგენელია, 9% კეჩუას, 15% მეტისები და მხოლოდ 1% კრეოლები.
ქალაქში მდებარეობს ელ-ალტოს საერთაშორისო აეროპორტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ელ-ალტო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.