ედუარდ ბუხნერი (გერმ.
20 მაისი 1860, მიუნხენი, ბავარია — გ. 13 აგვისტო 1917, ფოკშანი, რუმინეთი) — გერმანელი ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი და ზიმოლოგისტი. 1907 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში უჯრედგარეთა ფერმეტაციის აღმოჩენისა და ბიოქიმიაში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის.
ედუარდ ბუხნერი | |
---|---|
გერმ. Eduard Buchner | |
დაბ. თარიღი | 20 მაისი, 1860[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | მიუნხენი, გერმანიის კავშირი[7] [2] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 1917[1] [2] [3] [4] [5] [6] (57 წლის) |
გარდ. ადგილი | ფოკშანი, რუმინეთის სამეფო[2] |
დასაფლავებულია | Focsani German Soldiers Cemetery |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ტიუბინგენის უნივერსიტეტი[2] , ვიურცბურგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | პროფესორი |
მეუღლე | Lotte Stahl |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[8] [9] და ლიბიხის მედალი |
ედუარდ ბუხნერი დაიბადა მიუნხენში 1860 წლის 20 მაისს ფიზიკოსისა და სასამართლოს ექიმის ოჯახში. მისი უფროსი ძმა არის ბაქტერიოლოგი ჰანს ერნსტ აუგუსტ ბუხნერი. ედუარდმა ქიმიის შესწავლა დაიწყო 1884 წელს ადოლფ ბაიერთან და ბოტანიკის შესწავლა კი პროფესორ კარლ ვილჰელმ ფონ ნეგელისთან მიუნხენის ბოტანიკის ინსტიტუტში. ერლანგენში ემილ ფიშერთან მუშაობის შემდეგ ბუხნერს 1888 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება.
1898 წელს იგი დაინიშნა ბერლინის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ქიმიის კათედრის ხელმძღვანელად. 1900 წელს სამეცნიერო კვლევების სრულყოფისათვის იგი ბერლინის უნივერსიტეტში დამკვიდრდა. 1909 წელს იგი გადაიყვანეს ბრესლაუს (ახლანდელი ვროცლავის) უნივერსიტეტში, ხოლო იქიდან 1911 წელს ვიურცბურგის უნივერსიტეტში.
ედუარდ ბუხნერს 1907 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში უჯრედგარეთა ფერმეტაციის აღმოჩენისა და ბიოქიმიაში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის.
ქიმიკოსი ედუარდ ბუხნერი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბიუხნერი, მაიორის ჩინით, მსახურობდა რუმინეთის საველე ჰოსპიტალში. 1917 წლის 3 აგვისტოს დაიჭრა მერეშეშტის ბრძოლაში და ცხრა დღის შემდეგ გარდაიცვალა 57 წლის ასაკში და დაკრძალეს გერმანელი ჯარისკაცების სასაფლაოზე რუმინეთის ქალაქ ფოკშანში.
ექსპერიმენტი, რომლისთვისაც ბუხნერს ნობელის პრემია მიენიჭა, გულისხმობდა საფუარების უჯრედებისგან უუჯრედო ექსტრაქტის დამზადებას და იმის ჩვენებას, რომ ამ სითხეს შაქრის ფერმენტაცია შეეძლო. ამან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ვიტალიზმს, რადგან დადასტურდა, რომ საფუარის უჯრედების არსებობა სულაც არ იყო საჭირო ფერმენტაციისთვის. უუჯრედო ექსტრაქტი დაამზადეს საფუარის უჯრედების, კვარცისა და დიატომიტის კომბინაციით, შემდეგ კი ზემოხსენებული უჯრედების ფილთაქვათი დაქუცმაცებით. შედეგად ნარევი გახდებოდა ნოტიო, რადგან საფუარებისგან უჯრედული შემცველობა გამოიდევნებოდა. მას შემდეგ რაც ეს ეტაპი დასრულდებოდა, ნარევს დაწნეხდნენ, რის შედეგადაც სითხეში შეიმჩნეოდა გლუკოზა და ფრუქტოზა. აგრეთვე, მალტოზის დამატების შემთხვევაში წარმოიქმნებოდა ნახშირორჟანგი. მიკროსკოპული კვლევით ექსტრაქტში საფუარის უჯრედები არ აღმოჩნდა. ბუხნერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ საფუარის უჯრედები გამოყოფს ცილებს საკუთარ გარემოში, რათა მოხდეს შაქრის ფერმენტირება, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ფერმენტაცია უჯრედში მიმდინარეობს. მარია მანასეინამ კი განაცხადა, რომ უუჯრედო ფერმენტაცია დიდი ხნის წინ, ბუხნერზე ადრე თავად აღმოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი ბუხნერის კოლბასა და ბუხნერის ძაბრს ედუარდს მიაწერს, სინამდვილეში ეს ნივთები არა მის, არამედ ინდუსტრიული ქიმიკოსის, ერნსტ ბუხნერის სახელს ატარებს.
1900 წელს ედუარდ ბუხნერი დაქორწინდა ლოტე სტალზე. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი მოხალისედ ჩაეწერა და ომში გაემგზავრა. ომში მან მაიორის წოდებას მიაღწია. 1916 წელს დაბრუნდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში. 1917 წელს კვლავ მოხალისეების რიგებში ჩაეწერა. ამავე წლის 11 აგვისტოს ჭურვის აფეთქების შედეგად მოხვდა ფრაგმენტი, რის გამოც ორი დღის შემდეგ, 13 აგვისტოს გარდაიცვალა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ედუარდ ბუხნერი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.