გერმანიის კავშირი

გერმანიის კავშირი (გერმ.

Deutscher Bund) — გერმანულენოვანი სახელმწიფოების კონფედერაცია 1815 წლიდან 1866 წლამდე. დაარსდა 1815 წლის 8 ივნისს ვენის კონგრესზე. გერმანიის კავშირი, როგორც ცალკეული ფედერაციული ერთეულების გაერთიანება, იყო 1806 წელს დაშლილი საღვთო რომის იმპერიისა და ნაპოლეონის მიერ დაარსებული რაინის კავშირის მემკვიდრე.

გერმანიის კავშირი
გერმანიის კავშირი 1815-1866 წლებში

კონფედერაციის დამფუძნებელი დოკუმენტი, გერმანიის ფედერალური აქტი, ხელმოწერილი იქნა 38 წევრი სახელმწიფოს, 34 სამთავროსა და ოთხი თავისუფალი ქალაქის მიერ; 39-ე წევრი სახელმწიფო ჰესენ-ჰომბურგი კონფედერაციას მხოლოდ 1817 წელს შეუერთდა. შეძენით ან მემკვიდრეობით სახელმწიფოთა გაერთიანებების შედეგად წევრთა რაოდენობა 1863 წლამდე 35-მდე შემცირდა. კონფედერაციას პრუსიისა და ავსტრიის მხოლოდ ის ნაწილები ეკუთვნოდა, რომლებიც წინათ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაშიც შედიოდა. გერმანიის კავშირის ფართობი 1815 წლისათვის დაახლოებით 630 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მოსახლეობა კი 29,2 მილიონს. მოსახლეობის რაოდენობა 1865 წლამდე 47,7 მილიონამდე გაიზარდა.

გერმანიის კავშირი გერმანიის ომის (1866) შედეგად პრაღის ზავით ოფიციალურად გამოცხადდა დაშლილად. 1870 წლიდან სამი სამხრეთგერმანული სახელმწიფოს ჩრდილოგერმანულ კავშირთან მიერთების შედეგად გერმანიის კავშირი მცირე ხნით აღდგა და არსებობდა მანამ, სანამ არ დაარსდა გერმანიის იმპერია.

ლიტერატურა

  • Jürgen Angelow: Der Deutsche Bund. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2003, ISBN 3-534-15152-6.
  • Manfred Botzenhart: Reform, Restauration, Krise. Deutschland 1789–1847. Suhrkamp, Frankfurt am Main 1985, ISBN 3-518-11252-X.
  • Harm-Hinrich Brandt: Deutsche Geschichte 1850–1870 – Entscheidung über die Nation. Kohlhammer, Stuttgart 1999, ISBN 3-17-009412-2.
  • Peter Burg: Der Wiener Kongress: der Deutsche Bund im europäischen Staatensystem. Dt. Taschenbuch-Verl., München, 3. Aufl. 1993, ISBN 3-423-04501-9

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1806181518668 ივნისიგერმანული ენავენის კონგრესიკონფედერაციანაპოლეონირაინის კავშირისაღვთო რომის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგზისტენციარომიქართული სამზარეულოევროპული საბჭომგელიისლამირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)კიბოსნაირნისიტყვამენსტრუაციაფსორიაზისითბოგარემოს დაბინძურებამირიან IIIმარიამ ლაშხიინსულტისაქართველოს პრეზიდენტიბუნებრივი რესურსებიგიორგი XIინდოეთითელავიაჭარაარაბობა საქართველოშიელინიზმიირაკლი ღარიბაშვილიშოთა რუსთაველირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებინიადაგინიკოლოზ ბარათაშვილიაღდგომაოსმალეთის იმპერიის ისტორიაგიორგი მამარდაშვილინატრიუმივეტოკაპიტალიზმიაფრიკის ქვეყნების სიაბოლნისის სიონიაპენდიციტიჰიპერბოლა (ენა)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაქართველოს კანონიფეხბურთის წესებიმზის დაბნელებარელიგია საქართველოშისვანური კოშკიმარქსიზმიოპერაეოზონოფილებიასტრიდ ლინდგრენიალკოჰოლური სასმელილარიკვორუმისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიანიამორიჯანსუღ ჩარკვიანიფრინველთა მიმოფრენამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტირომის რესპუბლიკათუშეთილონდონილუდვიგ ვან ბეთჰოვენიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაევროპა-აზიის საზღვარისახელმწიფოგიორგი ჩაკვეტაძესეფსისიშვედეთიჩემი ცოლის დაქალებიძველი თბილისივანდალიზმიჰეკლაქართული ენაუილიამ შექსპირითევზებიწითელი წიგნიილია ჭავჭავაძელურჯი ვეშაპიქართლის გაქრისტიანება🡆 More