დაკები

დაკები (ლათ.

დაკები
დაკების სახელმწიფო ბერებისტას მმართველობისას, ძვ. წ. 82 წელი.

უძველესი ავტორების (სტრაბონი, კეისარი, პლინიუს უფროსი და სხვ.) გადმოცემით მათ დაიკავეს მიწები დუნაის ჩრდილოეთით კარპატების განშტოებებამდე, ე. ი. ძირითადად ტრანსილვანიის (დღევანდელი რუმინეთი) ტერიტორია. ყველაზე მეტად დასახლდნენ და განავითარეს ოლტენიისა და ბანატის რაიონები. ბერძნული წყაროები მოიხსენიებენ ძვ. წ. V საუკუნიდან. მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, იცოდნენ მეთუნეობა და მეტალურგია. ვაჭრობდნენ ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან, სარგებლობდნენ ბერძნულ-მაკედონური და რომაული ტიპის სამონეტო სისტემით.

ძვ. წ. I საუკუნეში დაკები და გეტები დაკი ბელადის ბერებისტას მეთაურობით გაერთიანდნენ და თავისი ძალაუფლება დუნაის დასავლეთი ნაპირის ტომებზე და ზოგიერთ აღმოსავლეთ პონტოურ (სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი) ქალაქზე გაავრცელეს. წავიდა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესი, გაიზარდა გამაგრებული ქალაქები, წარმოიქმნა დედაქალაქი არგედავა (დღევანდელი ვერედია) ბანატის ოლქში, მოიჭრა მონეტები. თუმცა მათი გაერთიანება არამყარი აღმოჩნდა და მალე დაიშალა.

ძვ. წ. I — ახ. წ. I საუკუნეების განმავლობაში რომაელებმა მთელი რიგი ლაშქრობები მოაწყეს დაკების წინააღმდეგ; პირველად მათი დაპყრობა ავგუსტუსმა და ნერონმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. დაკების კავშირმა უდიდეს აყვავებას ახ. წ. I საუკუნის ბოლოს მიაღწიეს დეცებალუსის მმართველობისას; ამ დროს მათ ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს. კლასობრივი საზოგადოების წარმოქმნის პროცესი ამ დროს უკვე შორს იყო წასული (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, უკვე იყო ჩამოყალიბებული მონათმფლობელური სახელმწიფო). I საუკუნის 80-იან წლებში დაკების წინააღმდეგ ომი დაიწყო დომიციანემ, მაგრამ იგი ზედიზედ დაამარცხეს და იძულებული გახადეს დამამცირებელი ზავისათვის მოეწერა ხელი. რომაელებს ყოველწლიურად ფულისა და ხორბლის სახით ხარკი უნდა ეძლიათ დაკებისათვის და თან სამოქალაქო და სამხედრო სპეციალობის მქონე ოსტატებიც უნდა გაეგზავნათ რომიდან დაკიაში. იმპერატორ ტრაიანეს მიერ წარმოებულ 101–102 (ამ დროს დაიკავეს ბანატი და ოლტენია) და 105–106 წლების ომებში დაკები დაარცხდნენ, მათი მთავარი ქალაქი სარმიზეგეტუზა დაეცა, დეცებალუსმა თავი მოიკლა და დაკებმაც დამოუკიდებლობა დაკარგეს. დაკია რომის პროვინციად გამოცხადდა. მათზე გამარჯვების აღსანიშნავად ტრაიანემ რომში 39 მეტრის სიმაღლის სვეტი („ტრაიანეს სვეტი“) აღმართა, მასზე გამოსახული იყო დაკებთან ომის ეპიზოდის გამომხატველი რელიეფები. დაკების უმრავლესობა ბრძოლას შეეწირა ან ტყვედ გაიყიდა.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ორეშტიის მთებში რუმინელი არქეოლოგების მიერ დაკების ციხესიმაგრეებისა და დასახლებების არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.

ლიტერატურა

Tags:

გეტებითრაკიელებილათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგზისტენციალიზმიიესო ქრისტეაფხაზეთის ომი (1992-1993)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითფუტკრებინაცვალსახელირაჭაანალური სექსიგამტარიC ჰეპატიტინაირა გელაშვილისაქართველოს გეოგრაფიავიკიპედიაავსტრიამერწყულიდეციმეტრისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ნოქალაქევისამცხე-ჯავახეთის მხარეპინგვინისნაირნიალბანეთიფარსმან II ქველიელენე ახვლედიანიყვავილიდავით გურამიშვილირიკოთის უღელტეხილითერგდალეულებიშინაური ძაღლისაქართველოს პრეზიდენტი9 აპრილის ტრაგედიაწიგნისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფაშიზმისაჰარააღა-მაჰმად-ხანიბუმილიმეტრიწმინდა გიორგიბიპოლარული აშლილობალიბერალიზმინიკო ნიკოლაძეალექსანდრე პუშკინირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)გონიოს ციხეთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიფოტოსინთეზიკახეთის აჯანყება (1659)სამეგრელოკავკასიონიჩრდილოეთი ამერიკამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)მინერალებიგალაკტიონ ტაბიძემამუკა მდინარაძეათონის ივერთა მონასტერიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაპეტრე I დიდითეიმურაზ IIგიორგი ყიფშიძებორჯომის ხეობის ხანძარი (2017)ეკონომიკაივანე ჯავახიშვილიადამიანიანდებიანტიკური ხანაოქროს კვეთაფერმენტებიფარნავაზ Iგველის-მჭამელიიმპრესიონიზმიგველებიქართული ხალხური საკრავებიმღრღნელებიძირითადი საშუალების ცვეთათურქეთი🡆 More