გიორგი ხუბუა (დ.
7 იანვარი, 1964, უშაფათი, სენაკის რაიონი) — ქართველი იურისტი, სამართლის ფილოსოფოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი (აპრილი, 2006 — აგვისტო, 2010). ეკუთვნის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
გიორგი ხუბუა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 იანვარი, 1964 (60 წლის) |
დაბ. ადგილი | უშაფათი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
საქმიანობა | იურისტი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გიორგი ხუბუამ დაამთავრა სენაკის რაიონის, სოფელ უშაფათის საშუალო სკოლა 1980 წელს. 1980-1985 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით, 1987—1990 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სპეციალობაზე. 1995 წელს იმყოფებოდა სახელმწიფო მმართველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია), როგორც კონრად-ადენაუერის-ფონდის სტიპენდიანტი. 1997 წელს მოღვაწეობდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერის გერმანული ფედერალიზმის ინსტიტუტში. 1999 წელს კი იყო მაქს პლანკის საზოგადოების სამეცნიერო სტიპენდიატი ჰაიდელბერგში. 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი“. 2003-2004 წელს გიორგი ხუბუა იყო ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატი მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიისა და სამართლებრივი ინფორმატიკის ინსტიტუტში. 2002 წელს საქმიანობდა ბერნის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ინსტიტუტში (შვეიცარია) და 2004 წელს ათენის უნივერსიტეტის ევროპის კონსტიტუციური სამართლის კვლევის ცენტრში (საბერძნეთი).
1995 წლიდან გია ხუბუა იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდგომში თსუ-ს სოხუმის ფილიალის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ხოლო 1991-2006 წლებში საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი სოხუმის უნივერსიტეტში. 1991-1998 წლებშისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1999 წლიდან 2005 წლამდე გიორგი ხუბუა იკავებდა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას. 2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ს სამართლის მეთოდების, სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის სოციოლოგიის პროფესორი. 2006 წელს გია ხუბუა დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ამ თანამდებობას იკავებდა 2010 წლამდე. 2010-2012 წლებში მოღვაწეობდა ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) ხოლო 2012-2013 წლებში იყო ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი. 2013 წლიდან არის გერმანულ-ქართული სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი. ამჟამად არის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის მიმართულების "ენერგია და გეოპოლიტიკა" აკადემიური ხელმძღვანელი.
დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგი ხუბუა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.