გიორგი არაგვის ერისთავი

გიორგი არაგვის ერისთავი (გ.

1723) — არაგვის ერისთავი 1688-1696, 1703-1723, ძე ოთარ არაგვის ერისთავისა.

1688 იგი ერეკლე I-ს მიემხრო გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის გამო გიორგი მეფის ლაშქარი არაგვის საერისთავოში შეიჭრა, აიღო და გადაწვა დუშეთი და მისი შემოგარენი, მაგრამ თვითონაც დიდი ზიანი ნახა და იძულებული გახდა საერისთავო დაეტოვებინა. 1691 არაგვის ერისთავმა გიორგი XI-ს დაუჭირა მხარი და ახლა ერეკლე I-მა დაარბია არაგვის საერისთავო. 1695 ერეკლე I-მა ირანელთა დამხმარე ჯარით დაამარცხა გიორგი XI და გიორგი არაგვის ერისთავი. ეს უკანასკნელი ჯერ იმერეთში, შემდეგ დვალეთში გადავიდა, სადაც მისმა ვასალებმა შეიპყრეს და ერეკლე I-ს მიჰგვარეს. ერეკლე I-მა გიორგი არაგვის ერისთავი ირანში გაგზავნა (1695), მან იქ 1703-მდე დაჰყო. ირანში მყოფი გიორგი XI-ის შუამდგომლობით გიორგი არაგვის ერისთავი საქართველოში დააბრუნეს და კვლავ არაგვის ერიათავად დანიშნეს. ერთხანს იგი ვახტანგ VI-ის ერთგული იყო, მაგრამ ვახტანგი რომ გაძლიერდა, გადაუდგა და დათუნა ქსნის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იასეს მეფედ დანიშვნა სთხოვა. შემდეგ შეურიგდა ვახტანგს, მაგრამ 1723, როდესაც კახეთის ხანმა კონსტანტინეს II-მ თბილისი აიღო და დაარბია, კვლავ განუდგა მას და კონსტანტინეს მიემხრო, რის გამოც ბაქარმა გიორგი არაგვის ერისთავი (თავისივე სიმამრი) შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.

ოჯახი

ლიტერატურა

Tags:

1688169617031723არაგვის საერისთავო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩარლი ჩაპლინიჯიქიალექსანდრე ყაზბეგიოპერაანბანისარკაზმინიურნბერგის პროცესიMercedes-Benz W211პომპეიბახტრიონი (პოემა)აფხაზეთის კულტურაახალი ათონიენდომეტრიოზიშვედეთიასტიგმატიზმიმთვარემუშთაიდის ბაღისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველო XV საუკუნეშილომიქართვლის დედაიბერიასაქართველოს მთებიავილის მუნიციპალიტეტებივანიაფხაზებილანა ღოღობერიძესიტყვასოკოებივირუსებიდედამიწაკათოლიციზმიმცენარეებისასმელი წყალიMიოსებ სტალინიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსიყვარულისამასი არაგველიექვთიმე თაყაიშვილიკოლოსეუმიანდრია მოციქულიკონტინენტიჩრდილოეთი კორეადავით გურამიშვილიმარკ ტვენიბათუმის ბოტანიკური ბაღიმიტოზიკარლეს პუჩდემონიციყვიფსიქოლოგიაბოდბის მონასტერიკურო (ასტროლოგია)ლევან სამხარაულიმღრღნელებიღრიანკალი (ასტროლოგია)ქვეყნების სიასამკურნალო მცენარეებიავსტრიაჰორმონებინიანგებივაჟა-ფშაველამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)მოსკოვიორგაზმითბილისის წყალდიდობა (2015)გელათის მონასტერიგურიაფილტვებირუსთავიპროტესტანტული რეფორმაციაპუნიკური ომებინოდარ დუმბაძემარტივი რიცხვიმთაწმინდავიეტნამიტოტალიტარიზმიმონანიება (ფილმი)🡆 More