2013 წლის ფილმი გაყინული

გაყინული (ინგლ.

იგი არის რიგით 53-ე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში. ნაწილობრივ შთაგონებული ჰანს კრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლით“, იგი აღწერს უშიშარი პრინცესის მოგზაურობას თოვლის კაცუნასთან, უკანასკნელ ერთგულ ირემთან და ყინულის მომპოვებელთან ერთად. ისინი ეძებენ პრინცესა ანას და ელზას, რომელმაც შემთხვევით მთელ სამეფოს მარადიული ზამთარი მოუვლინა.

„გაყინული“
2013 წლის ფილმი გაყინული
რეჟისორი
  • კრის ბაკი
  • ჯენიფერ ლი
პროდიუსერი პიტერ დელ ვეხო
ისტორია
  • კრის ბაკი
  • ჯენიფერ ლი
  • შეინ მორისი
როლებში
  • კრისტენ ბელი
  • აიდინა მენზელი
  • ჯონათან გროფი
  • ჯოშ გედი
  • სანტინო ფონტანა
მუსიკა
  • კრისტენ ანდერსონ-ლოპესი
  • რობერტ ლოპესი
  • კრისტოფ ბეკი
  • ფროდე ფიელჰაიმი
ოპერატორი
  • სკოტ ბიტი
  • მოჰიტ კალიანპური
მონტაჟი ჯეფ დრაჰაიმი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • 19 ნოემბერი, 2013 (2013-11-19) (El Capitan Theatre)
  • 27 ნოემბერი, 2013 (2013-11-27) (აშშ)
ხანგრძლივობა 102 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1.276 მილიარდი აშშ დოლარი

დასრულებამდე „გაყინული“ რამდენიმეჯერ შეცვალეს. 2011 წელს საბოლოოდ მიიღეს სცენარი, რომელზეც მუშაობდნენ ჯენიფერ ლი და კრის ბაკი. როგორც ბაკი, ასევე ლი იყვნენ ფილმის რეჟისორებიც. სურათი გახმოვანებულია კრისტენ ბელის, აიდინა მენზელის ჯონათან გროფის, ჯოშ გედის და სანტინო ფონტანას მიერ. კრისტოფ ბეკი, რომელიც აგრეთვე მუშაობდა 2012 წლის, ჯილდოებით აღნიშნულ „ქაღალდის კაცზე“, ფილმის მუსიკაზე მუშაობდა, ხოლო მეუღლეები, რობერტ ლოპესი და კრისტ ანდერსონ-ლოპესი სიმღერების ავტორები არიან.

„გაყინულის“ პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში (ჰოლივუდი), 2013 წლის 19 ნოემბერს, ხოლო კინოგაქირავებაში ფილმი გავიდა 27 ნოემბერს. კრიტიკოსებმა იგი უაღრესად დადებითად აღნიშნეს. ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო დისნეის რენესანსის შემდეგ სტუდიების საუკეთესო ნამუშევარი. ფილმს მასიური კომერციული წარმატება ხვდა წილად - მსოფლიო გაქირავებაში 1.3 მილიონი აშშ დოლარის სახით, საიდანაც 400 მილიონი აშშ-იდან და კანადიდან შემოვიდა, ხოლო 247 - იაპონიიდან. „გაყინული“ ყველა დროის ერთ-ერთი შემოსავლიანი ანიმაციური ფილმია, ისევე, როგორც ყველა დროის რიგით მესამე შემოსავლიანი ორიგინალური ფილმი და ყველა დროის რიგით მეცხრე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ნამუშევარი აგრეთვე 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანიც იყო, ხოლო იაპონიაში — მესამე ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის. 2014 წელს გაიყიდა მისი მედია ასლების 18 მილიონი ერთეული, რამაც აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდულ ფილმად აქცია. 2015 წლისთვის „გაყინული“ აშშ-ში იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდულ Blu-ray დისკად.

ფილმმა მიიღო ორი ოსკარი, საუკეთესო ანიმაციური ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში („Let It Go“), ოქროს გლობუსი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, BAFTA საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, ხუთი „ენი“ (მათ შორის — საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის), ორი გრემი — ვიზუალური მედიის როგორც საუკეთესო კომპილაციური საუნდტრეკისთვის, ასევე საუკეთესო სიმღერისთვის („Let It Go“). მას აგრეთვე ერგო კრიტიკოსების არჩევანის კინოჯილდო - საუკეთესო ანიმაციური ფილმის და ორიგინალური სიმღერის („Let It Go“) კატეგორიებში.

მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება, „გაყინული ციებ-ცხელება“, გამოვიდა 2015 წლის 13 მარტს, ფილმ „კონკიასთან“ ერთად.. 2015 წლის 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა გაგრძელება, „გაყინული 2“, რომელზეც კვლავ იმუშავებდნენ ბაკი და ლი, ხოლო პიტერ დელ ვეხო დაბრუნდებოდა, როგორც პროდიუსერი. ფილმი 2019 წლის 27 ნოემბერს გამოვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

3D ფილმიWalt Disney Picturesინგლისური ენაუოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიებიჰანს კრისტიან ანდერსენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიქართული მითოლოგიამთის არწივიიმპრესიონიზმიამერიკის შეერთებული შტატებიექსპრესიონიზმისულეიმან Iზიმონ მარიუსიჯილიზაწიგნი სიბრძნე სიცრუისაკირიბატიზღვასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაინტერნეტიაფხაზებიქრისტეფორე კოლუმბიდემოკრატიატოკიოსაქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს პრეზიდენტითევდორე კველთელიქართული ვაზის ჯიშებინიკო ფიროსმანირამადანიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022კახა კალაძეხელისუფლების დანაწილებათეთრი დათვიპაბლო პიკასოცენტნერისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგიორგი IV ლაშასაქართველოს სამეფობიუჯეტისაქართველოს დაცული ტერიტორიებიკანადათბილისის კურორტების ჯგუფიპაკისტანიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისულხან-საბა ორბელიანი26 მარტიგლობალური დათბობამეორე მსოფლიო ომიგნეუს პომპეუს მაგნუსიწრეწირითბილისის ბოტანიკური ბაღიოთარ კაკაბაძეწმინდა ნინოალფრედ ადლერიპროქსიმა კენტავრი bჰაერიინდოეთისარაევოს ალყასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიქართული ენალუი XIVრუის-ურბნისის საეკლესიო კრებამუხაგოჯი ბერიადამიანის ჩონჩხიგიორგი სააკაძევიკიპედიაუკრაინაპროგრესული როკიმონღოლებიზაქარია ფალიაშვილიპროტესტანტული რეფორმაციამღრღნელებიუოლისი და ფუტუნამონაკოლადო ასათიანიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაფაშიზმინაწლავებიაიდა (ოპერა)საათი (ერთეული)დავით გურამიშვილი🡆 More