განთიადის ტაძარი

განთიადის ტაძარი, ცანდრიფშის ტაძარი — VI საუკუნის სამაფსიდიანი ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი).

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

განთიადის ტაძარი
განთიადის ტაძარი

განთიადის ტაძრის ნანგრევები

განთიადის ტაძარი — საქართველო
განთიადის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°22′45″ ჩ. გ. 40°04′15″ ა. გ. / 43.3794167° ჩ. გ. 40.0709083° ა. გ. / 43.3794167; 40.0709083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აფხაზეთი
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა განთიადი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი ტაძარი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ქართული, ბიზანტიური
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 543 წელი

აშენებულია VI საუკუნის I ნახევარში. მაგრამ არაერთხელ იყო გადაკეთებული VIII—X საუკუნეებში. 1576 წელს ნაწილობრივ დაინგრა ოსმალეთის შემოსევებისაგან. არის აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი. ჩვენამდე მხოლოდ ბაზილიკის ნანგრევები შემორჩა.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცანდრიფში სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აბაზგების ტომს მათი გაქრისტიანებისას აუგო. ბაზილიკის ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, ბერძნული ასომთავრული წარწერით. როგორც ჩანს, ის ადგილობრივი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. წარწერა თარიღდება VI საუკუნით.

ცანდრიფშის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, მშენებლობისას გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. არსებული ინფორმაციით, ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

განთიადის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა

  • ჯაოშვილი ვ., უშვერიძე გ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 550.
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, აფხაზეთი, თბ., 2007, გვ. 36-37
  • როგავა გ., რელიგია და ეკლესია აფხაზებში, თბ., 2007, გვ. 147-148
  • როგავა გ., აფხაზეთის ისტორიის საკითხები, თბ., 2009, გვ. 148-149
  • ზუხბაია ვ.,„დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 4 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1965 წელი. — გვ. 53-55

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

განთიადის ტაძარი ისტორიულ-არქიტექტურული აღწერაგანთიადის ტაძარი ამჟამინდელი მდგომარეობაგანთიადის ტაძარი ლიტერატურაგანთიადის ტაძარი რესურსები ინტერნეტშიგანთიადის ტაძარი სქოლიოგანთიადის ტაძარი20067 ნოემბერიVI საუკუნეაფსიდაგაგრის მუნიციპალიტეტიგანთიადი (დაბა)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალექსანდრე ყაზბეგიპროტესტანტული რეფორმაციარუსთავიზვიად გამსახურდია23 აპრილილეჩხუმიპლანეტატიგრან პეტროსიანისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაახალქალაქისომხების გენოციდიხარებაანალური სექსიმეორე მსოფლიო ომივარდების რევოლუციალონდონიცილებიზურა ყიფშიძებიზანტიის იმპერიაიბერიაბახტრიონის ბრძოლაშენგენის ზონავაჟა-ფშაველასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმამუკა მდინარაძესერგო ორჯონიკიძერუმინეთიმთავარი გვერდინოქალაქევიბაქტერიებირომის იმპერატორების სიაცხოველებიიგავ-არაკისვანეთიმდინარედიდი ბარიერული რიფინიანგებიდავით კაჭარავახინკალიაღა-მაჰმად-ხანისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმთვარის დაბნელებააბრეშუმის დიდი გზაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომიხეილ ხერგიანიმთვარედელფინებიტოლერანტობაილია თოფურიაკორუფციალითიუმიწითელაბიძინა ჩოლოყაშვილისისხლიგურამ დოჩანაშვილიჩინეთიოპერაკულტურასულხან-საბა ორბელიანიპრომეთესალამურიაზერბაიჯანინოე ჟორდანიაქართული დამწერლობამონღოლთა იმპერიაკლიმატიფემინიზმიგანათლება საქართველოშიიულიუს კეისარიმარათონის ბრძოლაოქსიდიდოლიბერიკაობამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ნიკო ბაგრატიონიიმპრესიონიზმისვეტიცხოველიგიორგი სააკაძე🡆 More