ბუს ნისლეული

ბუს ნისლეული (აგრეთვე ცნობილი როგორც მესიე 97, M97 ან NGC 3587) — პლანეტური ნისლეული დედამიწიდან 2030 სინათლის წლის მანძილზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

1781 წელის 16 თებერვალს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა. 1848 წელს ნისლეულს ინგლისელ-ირლანდიელი ასტრონომი უილიამ პარსონსი აკვირდებოდა; შემდეგ, მის მიერ ხელით დახატული ილუსტრაცია ბუს თავს წააგავდა. ამის შემდეგ, ობიექტს ბუს ნისლეული შეარქვეს.

ბუს ნისლეული
გალაქტიკა
ბუს ნისლეული
ბუს ნისლეული
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენი პიერ მეშენი
აღმოჩენის თარიღი 1781
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი დიდი დათვის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 11სთ 14წთ 47.734წმ
დახრილობა +55° 01′ 08.50″
ხილული ზომები 3′.4 × 3′.3
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV +9.9
მახასიათებლები
მანძილი 2030 სინ. წელი
რადიუსი 0.91 სინ. წელი

ნისლეულის ასაკი დაახლოებით 8 000 წელია. ჩამოყალიბდა ცენტრალური ვარსკვლავის მიერ ვარსკვლავური ქარების შედეგად დაკარგული მატერიის საფუძველზე. ნისლეული ჩამწკრივებულია სამ კონცენტრულ ფენად, რომელთაგან გარეთა 20–30%-ით დიდია შიდა ფენაზე. ბუს მსგავსი მოხაზულობა შიდა ფენის დამსახურებაა, რომელიც ცირკულარულად სიმეტრიული არაა.

ნისლეულის მასა დაახლოებით 0.13 მზის მასის ტოლია და შედგება წყალბადის, ჰელიუმის, აზოტის, ჟანგბადისა და გოგირდისგან ისეთი სიმჭიდროვით, რომ ყოველ კუბურ მეტრში ამ ნივთიერებათა 100 ნაწილაკი მოდის. ნისლეულის გარე რადიუსი 0,91 სინათლის წელია; მიმდებარე ვარსკვლავთშორის სივრცეში ფართოვდება 27–39 კმ/წმ სიჩქარით.

მის ცენტრში დარჩენილი ვარსკვლავის ვარსკვლავიერი სიდიდი 14-ია და იგი ამჟამად თავისი ევოლუციის ბოლო ეტაპზეა — აქტიურად კონდენსირდება, რის შემდეგაც თეთრ ჯუჯად გადაიქცევა. მას მზის მასის 55–60% აქვს დარჩენილი, მასზე 41–148-ჯერ კაშკაშაა ეფექტიანი ტემპერატურა კი 123 000 კელვინია. როგორც სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებისას დადგინდა, ეს ვარსკვლავი გადამეტებულ ინფრაწითელგამოსხივებას არ გამოყოფს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

დედამიწადიდი დათვის თანავარსკვლავედიპლანეტური ნისლეულისინათლის წელიწადი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტოტალიტარიზმიბუნებრივი გადარჩევალუი XIVსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმილიმეტრითბილისის ისტორიაეგრისის დიდი ომიეგზისტენციალიზმილიტრისულგუნიირაკლი აზაროვიძველი საბერძნეთიანტარქტიდაევროპაალკოჰოლიზმიუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)შინაური ძაღლითორნიკე ოქრიაშვილიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამსოფლიოს შვიდი საოცრებაიუდაიზმინიუებერძნული კოლონიზაციადავით სარაჯიშვილიპელესაქართველოს გეოგრაფიადისკრიმინაციამტირალას ეროვნული პარკიჰიმალაიგვირილაენგუს დიტონიწყალილოცვა ეფრემ ასურისამორფოლოგია (ენათმეცნიერება)მეტაფორაავსტრალიაიუჯინ ვიგნერიკურდღელიფოთოლიკოლხეთის სამეფომსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006ქვევრი (ფილმი)საქართველოს პარლამენტიმზექვეყნების სიაწყალდიდობაფეხბურთიეგრისის სამეფომინერალების სიადონ კიხოტივერძი (ასტროლოგია)ფრინველთა მიმოფრენაქარისოფლის მეურნეობაჭიანჭველასებრნიგიორგი მამარდაშვილიზიმონ მარიუსიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაძუძუმწოვრებიხახულირუსეთითბილისის მეტროპოლიტენისომხური სამოციქულო ეკლესია9 აპრილის ტრაგედიალაშა ტალახაძელაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგეორგიევსკის ტრაქტატიუჯრედიადამიანის ჩონჩხიარაგვიავღანეთის ომი (2001–2021)ათონის ივერთა მონასტერიირაკლი ღარიბაშვილიანალური სექსიაქლემი🡆 More