ორიონის მკლავი — გალაქტიკა ირმის ნახტომის პატარა სპირალური მკლავი, რომელიც დაახლოებით 3500 სინათლის წელიწადზეა (1100 პარსეკი) გადაჭიმული და სიგრძეში 10 000 სინათლის წელიწადია (3100 პარსეკი).
მზის სისტემა და, აქედან გამომდინარე, დედამიწა ორიონის მკლავში მდებარეობს. მას სხვა სახელებიც აქვს: ორიონი-გედის მკლავი, ადგილობრივი მკლავი, ორიონის ხიდი, ადგილობრივი დეზი და ორიონის დეზი.
ორიონის მკლავი ორიონის თანავარსკვლავედის გამო ჰქვია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი თანავარსკვლავედია ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზამთარში (ზაფხულში სამხრეთ ნახევარსფეროზე). ამ თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები და სხვა ყველაზე ცნობილი ციური სხეულები (ბეტელგეიზე, რიგელი, ორიონის სარტყლის ვარსკვლავები, ორიონის ნისლეული) მოთავსებულია ორიონის მკლავში, როგორც ინტერაქტიულ რუკაზეა ნაჩვენები ქვემოთ.
ორიონის მკლავი მოთავსებულია გემის ხერხემალი-მშვილდოსანის მკლავსა (გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით) და პერსევსის მკლავს (გარე სამყაროს მიმართულებით), ეს უკანასკნელი კი ირმის ნახტომის ორი ყველაზე დიდი მკლავიდან ერთ-ერთია. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ ეს მცირე სტრუქტურა იყო — „დეზი“ ორ უფრო გრძელ მეზობელ მკლავებს (პერსევის და გემის ხერხემალი-მშვილდოსანის) შორის, მაგრამ 2013 წლის შუა ხანებში მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ორიონის მკლავი სინამდვილეში შესაძლოა პერსევსის მკლავის განშტოება იყო ან დამოუკიდებელი მკლავის სეგმენტი.
მზის სისტემა (დედამიწის ჩათვლით) ორიონის მკლავში ადგილობრივ ბურთულაში შიდა რგოლთან ახლოს მდებარეობს — დაახლოებით ორიონის მკლავის სიგრძის ნახევრის გასწვრივ, გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 8 000 პარსეკის (26 000 სინათლის წლის) დაშორებით.
ორიონის მკლავი მესიეს ობიექტების გარკვეულ რაოდენობას შეიცავს:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ორიონის მკლავი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.