ბუ: ფრინველი სნაირთა რიგისა

ბუ, რუხი ბუ, ტყის ბუ, ან ჩვეულებრივი ტყის ბუ (ლათ.

ბუ
ბუ: ფრინველი სნაირთა რიგისა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბუსნაირნი
ოჯახი:  ბუსებრნი
გვარი:  ტყის ბუ
სახეობა:  ბუ
ლათინური სახელი
Strix aluco (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ბუ: ფრინველი სნაირთა რიგისასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22725469
გავრცელება
ბუ: ფრინველი სნაირთა რიგისა

საშუალო სიდიდისაა, მისი სხეულის სიგრძეა 38 სმ-მდე; ფრთის შლილი 95–105 სმ; მასა 420–590 გრამი, დედალი ზომით უფრო დიდია. ფრენის დროს კარგად უჩანთ ფართო გრძელი ფრთები და საკმაოდ მოკლე კუდი. საერთო შეფერილობა ჟანგმიწოვან-მორუხო (მოყვითალომდე) ან ჟანგმიწოვან-წითურია; სხეულის ქვედა ნაწილი უფრო ღია ფერისაა; გვხვდება მელანისტი ეგზემპლარებიც. ჯდომისას, ისივე როგორც ფრენისას, მხრებსა და ფრთის მფარავ ბულბულზე ემჩნევა თეთრი ზოლები. ზურგზე ბაცი და მკვეთრი ლაქები აყრია. მკერდზე გასდევს გრძივი ფართო მუქი ლაქები. თვალები დიდი ზომის და ახლო-ახლო განლაგებული, ფერად შავი. ნისკარტი ყვითელი, მოკლე და ვიწროა; იგი მაგარი წვერით მთავრდება; ზედა ნაწილში ნესტოებია განლაგებული. თავზე არ აქვს წაგრძელებული ბუმბულის კონები, ე. წ. „ყურები“. ძლიერი თითები ბასრი ბრჭყალებით ბოლოვდება.

გავრცელებულია ევრაზიასა (ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე და მდინარე იშიმამდე, კავკასიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში, ჩრდილოეთ პაკისტანში და სხვ.) და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრეა. ბინადრობს შერეულ ან ფართოფოთლოვან მაღალტანიან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე.

სქესობრივ სიმწიფეს 1 წელში აღწევს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ხის ფუღუროში, პირდაპირ ხეზე, სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში ან სახლის სხვენზე იკეთებს, იშვიათად — კლდის ნაპრალში. კვერცხმდებლობა მარტის ნახევრიდან აპრილის ნახევრამდე მიმდინარეობს, დებს საშუალოდ 2–4 (6-მდე) თეთრი ფერის მომრგვალებულ კვერცხს. ინკუბაცია 30 დღემდე გრძელდება; ბარტყები ფრენას 35–39 დღეში იწყებენ.

იკვებება წვრილი მღრღნელებით, ნადირობს ფრინველებზე, ბაყაყებსა და უხერხემლოებზეც. ველურ ბუნებაში 5 წლამდე ცოცხლობს, ტყვეობაში — 21 წელზე მეტს.

ლიტერატურა

  • Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  • დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 72, თბ., 2002.

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 423, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.

სქოლიო

Tags:

ბუსნაირნილათინური ენარიგი (ბიოლოგია)ფრინველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართლის ცხოვრებათავის ტვინიპოლონეთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმონღოლთა იმპერიადავით მუჯირიშუშანიკის წამებამარხვაქვეყნების სიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიკორუფციამიხეილ სააკაშვილიგიორგი ქოჩორაშვილიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონინივთიერებაკვადრატითბილისის კურორტების ჯგუფიმიტოზიგნეუს პომპეუს მაგნუსიჰემანგიომასაქართველოს დაცული ტერიტორიებიალკოჰოლიზმიკვარციევროპააკაკი წერეთელიმასტურბაციაეოზონოფილებისიკვდილით დასჯაბოშებიგარემოს დაბინძურებამეიოზიიოჰან სებასტიან ბახიევერესტიარაბობა საქართველოშიკავკასიაალჟირისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისეფსისიბერიკაობამარო მაყაშვილიგრიგორიანული კალენდარიფელაციამითიზომიერი სარტყლებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეინსულტიეკვატორული კლიმატური სარტყელისახვითი ხელოვნებაინდონეზიაოქროს საწმისიმართლმადიდებლობანოე ჟორდანიაზაქარია ფალიაშვილიაფრიკათურქეთიწმინდა ნინოქართლის გაქრისტიანებასლავებისომხეთისოფლის მეურნეობაგრენლანდიაჭადრაკითბილისის ზღვაეგვიპტეეპილეფსიაგიორგი გოჩოლეიშვილიერეკლე IIგიორგი მიქაუტაძეAbbey Roadთხის რქა (ასტროლოგია)მინერალებიმილანის ედიქტივიკიპედიაენგუს დიტონიხუჯაბიგიორგი მამარდაშვილი🡆 More