ბიკინის ატოლი (ინგლ.
შედის მარშალის კუნძულების რესპუბლიკის შემადგგენლობაში. 2010 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს.
ბიკინის ატოლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მარშალის კუნძულები |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 11°35′00″ ჩ. გ. 165°23′00″ ა. გ. / 11.58333° ჩ. გ. 165.38333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2010 (34-ე სესია) |
ნომერი | 1339 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1339 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბიკინის ატოლის შემადგენლობაში, ყველაზე დიდი კუნულია ბიკინი, რომლის ჩრდილოეთით მდებარე პატარა, 4 კმ-ის სიგრძის კუნძულ აომენზე 1946—1958 წლებში ბირთვული იარაღის ოცზე მეტი ცდა ჩატარდა.
ატოლი მდებარეობს რალიკის ჯაჭვის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ აილინგინაედან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 75 კმ-ში. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს 3400 კმ-ში.
ატოლს აქვს არასწორი ფორმა, რომელიც გვაგონებს ოვალს. შედგება 23 მომცრო კუნძულისაგან, ანუ მოტუსაგან. ბიკინის ხმელეთის ფართობი შეადგენს 6,01 კმ²-ს, ლაგუნის ფართობია — 594,14 კმ². ლაგუნის საშუალო სიღრმე შეადგენს 35—55 მეტრს.
ატოლი დაფარულია ატოლებისათვის დამახასიათებელი ხშირი მცენარეული საფარით, ძირითადად პიზონიით (ლათ. Pisonia).
ბიკინის ატოლზე კლიმატი ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები.
მარშალელების მითოლოგიური წარმოდგენების თანახმად, ატოლი შექმნა ღმერთმა ლოვამ.
ბიკინი პირველად ევროპელებმა აღმოაჩინეს 1825 წელს. ეს გააკეთა რუსეთის იმპერიის კაპიტანმა ოტო კოცებუმ, რომელმაც მას რუსი მეცნიერის, იოჰან ეშოლცის პატივსაცემად «ეშოლცის ატოლი» უწოდა. თუმცა ადგილობრივები ატოლს ყოველთბის ბიკინის ეძახდნენ. მარშალულ ენაზე „Pik“ ნიშნავს ტერიტორიას, ხოლო „Ni“ — ქოქოსის კაკალს. 1946 წელს ატოლს ოფიციალურად ეწოდა ბიკინი. შემდგომში ატოლის გვერდით ბევრმა სავაჭრო, ვეშაპდამჭერმა და მისიონერულმა გემმა გაცურა.
1860-იან წლებში მარშალის კუნძულებზე გამოჩნდნენ პირველი გერმანელი კოპრის ვაჭრები, ხოლო 1874 წელს ესპანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი პრეტენზიები არქიპელაგზე. 1885 წლის 22 ოქტომბერს მარშალის კუნძულები ესპანეთმა მიყიდა გერმანიის იმპერიას, რომელიც არქიპელაგს მართავდა ჯალუითის კომპანიის მეშვეობით. ოფიციალურად გერმანიის პროტექტორატი კუნძულებზე დამყარდა 1886 წლის 13 სექტემბერს. 1906 წლის 1 აპრილიდან არქიპელაგის ყველა კუნძული შევიდა გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში, რომელსაც მართავდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერი. 1914 წელს მარშალის კუნძულები დაიპყრეს იაპონელებმა. 1922 წელს კუნძულები გახდა ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორია იაპონიის მართვის ქვეშ. 1947 წლიდან არქიპელაგი გახდა წყნარი ოკეანის კუნძულების სამანდატო ტერიტორიის ნაწილი აშშ-ის მართვის ქვეშ. 1979 წელს მარშალის კუნძულებმა მიიღო შეზღუდული ავტონომია, ხოლო 1986 წელს აშშ-სთან ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ასოციაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშ-მა აღიარა მარშალის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. იმ დღიდან ბიკინი — მარშალის კუნძულების რესპუბლიკის ნაწილია.
საერთო ჯამში ატოლებზე ბიკინი და ენივეტოკი აშშ-მა 1946 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში მოახდინეს 67 ბირთვული გამოცდა.
1946 წლის მარტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა ბირთვული გამოცდების მომზადებასთან დაკავშირებით ევაკუაცია გაუკეთეს რონგერიკის ატოლის 167 მაცხოვრებელს. ორი წლის შემდეგ საკვების ნაკლებობის გამო ისინი ჯერ გადაასახლეს კვაჯალეინის ატოლზე, ხოლო შემდეგ კუნძულ კილიზე.
1946 წლის ივლისში აშშ იყენებდა ატოლს ბირთვული იარაღის ორი გამოცდისათვის ოპერაცია „გზაჯვარედინი"ს ფარგლებში. 1 ივლისს დიდი სიმძლავრის ბომბი ჩამოაგდეს ატოლის ლაგუნაში 73 მოძველებული ტიპის სამხედრო გემებზე; 25 ივლისს იქვე ჩატარდა ატომური მოწყობილობის წყალქვეშა აფეთქება.
1954 წლის 1 მარტს ატოლზე წყალბადის ბომბის («კასტლ ბრავო») გამოცდის დროს აფეთქებისაგან სერიოზულად დაშავდა შემთხვევით იქ მყოფი (170 კმ-ში) იაპონიის თევზსაჭერი გემის «ფუკურუ-მარუს» ეკიპაჟი.
1968 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ატოლი უსაფრთხო იყო სიცოცხლისათვის და კუნძულელებს შეეძლოთ მასზე დაბრუნება. მათი ნაწილი დაბრუნდა 1970-იანი წლების განმავლობაში.
ატოლის დაახლოებით 840 მოსახლე გარდაიცვალა კიბოს და სხვა დაავადებებისგან, რომელიც გამოწვეული იყო ამერიკული ბირთვული გამოცდებით. ბიკინის დაახლოებით 7000 ყოფილმა მოსახლემ მოითხოვა, რომ ისინი მიეჩნიათ ამერიკული ბირთვული გამოცდების მსხვერპლად. მაგრამ ოფიციალურად ასეთებად მიიჩნიეს მხოლოდ 1865 ადამიანი, რომელთა დაახლოებით ნახევარი გარდაიცვალა. დაზარალებულებს, რომელთაც აშშ უხდიდა კომპენსაციას საერთო თანხით 83 მილიონი დოლარი, გამოეკვეთათ 35 სხვადასხვა დაავადება.
2011 წელს ატოლის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 9 ადამიანი (1973 წელს — 75 ადამიანი, 1980 წელს — 0 ადამიანი, 1988 წელს — 10 ადამიანი, 1999 წელს — 13 ადამიანი). ბიკინი შეადგენს მარშალის კუნძულების 33 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთს. ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში (მარშ. Nitijela) კუნძულს წარმოადგენს ერთი დეპუტატი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბიკინის ატოლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.