ბაიტი (byte) — ინფორმაციის შენახვის ძირითადი ერთეული კომპიუტერულ მეცნიერებებში.
მრავალ კომპიუტერულ არქიტექტურაში ბაიტი არის მეხსიერების დამისამართების ერთეული და უმთავრესად შედგება რვა ბიტისაგან. ბაიტი დაპროგრამირების ენების მონაცემთა უმთავრესი ტიპია, განსაკუთრებით დაპროგრამირების სისტემურ ენებში.
ერთეულები ბაიტებში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ათობითი სისტემა (სი თავსართები) | ორობითი სისტემა (IEC 60027) | ||||||
დასახელება | სიმბოლო | მნიშვნელობა | დასახელება | სიმბოლო | მნიშვნელობა | ||
ბაიტი | B | ბაიტი | 100 | ბაიტი | B | ბაიტი | 20 |
კილობაიტი | kB | კბ | 103 | კიბიბაიტი | KiB | კიბ | 210 |
მეგაბაიტი | MB | მბ | 106 | მებიბაიტი | MiB | მიბ | 220 |
გიგაბაიტი | GB | გბ | 109 | გიბიბაიტი | GiB | გიბ | 230 |
ტერაბაიტი | TB | ტბ | 1012 | ტებიბაიტი | TiB | ტიბ | 240 |
პეტაბაიტი | PB | პბ | 1015 | პებიბაიტი | PiB | პიბ | 250 |
ექსაბაიტი | EB | ებ | 1018 | ექსბიბაიტი | EiB | ეიბ | 260 |
ზეტაბაიტი | ZB | ზბ | 1021 | ზებიბაიტი | ZiB | ზიბ | 270 |
იოტაბაიტი | YB | იბ | 1024 | იობიბაიტი | YiB | იიბ | 280 |
ბაიტი ბიტების მოწესრიგებული თანამიმდევრობაა, რომელშიც თითოეული ბიტს ორიდან ერთ–ერთი მნიშვნელობა აქვს – 0 ან 1. ბაიტის ზომა კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის (ჰარდვეარი) განვითარებასთან ერთად იცვლებოდა, თუმცა თანამედროვე სისტემებში მიღებულია სტანდარტი, რომ ერთი ბაიტი შეიცავს რვა ბიტს. ისტორიულად ბაიტის ზომა განისაზღვრებოდა იმ ბიტების ერთობლიობით, რომლებიც საჭირო იყო ლათინური ანბანის ერთი სიმბოლოს ჩასაწერად. მისი ზომა განისაზღვრა ლათინური ანბანის სიმბოლოების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობით და საბოლოოდ ერთი კომპიუტერული სიტყვის თანაზომადი გახდა. ბაიტის ზომა ისტორიულად ვარირებდა ხუთიდან თორმეტი ბიტის დიაპაზონში.
1960–იან წწ. IBM–ის System/360 არქიტექტურის მქონე მიკროკომპიუტერების პოპულარობამ ფორმულა: "ერთი ბაიტი უდროს რვა ბიტს" კანონიკურად აქცია. ბაიტს ზოგიერთ ქვეყანაში ასევე ოქტეტადაც მოიხსენიებენ (მაგ. საფრანგეთში).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბაიტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.