სი თავსართები

ერთეულთა საერთაშორისო სისტემის თავსართები, SI თავსართები, სი თავსართები, ათჯერადი თავსართები — ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში დამკვიდრებული ერთეულთა წილობითი და ჯერადი თავსართები.

გამოიყენება გრძელ ფიზიკურ მნიშვნელობათა ერთეულების შემოკლებული აღნიშვნისთვის, მათი 10 რიცხვის ხარისხში აყვანით. ათჯერადი თავსართები ემსახურება ნოლების რაოდენობის შეკვეცას როცხობრივ ნიშნებში.

ისტორია

1795 წელს სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრდა: დეკა-, ჰექტო-, კილო-, დეცი-, სანტი-, მილი-, ხოლო 1873 წელს ერთეულთა CGS სისტემის მიერ — მეგა- და მიკრო- ერთეულთა თავსართები. ზემოხსენებული რვა თავსართი, პირველ და მეორე ზომა-წონის გენერალურ კონფერენციაზე მიღებულ იქნა, ერთეულთა საერთაშორისო სისტემის თავსართები. 1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული გიგა-, ტერა-, ნანო- და პიკო-; 1975 წელს მეთორმეტე კონფერენციაზე — ატო- და ფემტო-; 1975 წელს მეთხუთმეტე კონფერენციაზე — პეტა- და ექსა-; 1991 წელს მეცხრამეტე კონფერენციაზე — იოქტო-, ზეპტო-, ზეტა- და იოტა-; ხოლო 2022 წელს ოცდამეშვიდე კონფერენციაზე — ქუექტო-, რონტო-, რონა- და ქუეტა- ერთეულთა თავსართები.

წილობით ერთეულთა თავსართები

წილობითი ერთეულები — ერთეულები, რომლებიც ფიზიკურ სიდიდეთა დადგენილი ერთეულების გარკვეულ ნაწილს (წილს) შეადგენენ. საზომთა მეტრული სისტემის დადგენისას მეტრული სისტემის ამოსავალი ერთეულებიდან წილობითი ერთეულების წარმოქმნის ორი პრინციპი იყო მიღებული: ა) წილობითი ერთეულების სახელწოდებათა წარმოქმნა თავსართების (დეცი, სანტი, მილი) მეშვეობით და ბ) ათობითობა წილობითი ერთეულების ამოსავალ ერთეულებთან თანაფარდობისას. მაგალითად, 1 მმ (მილიმეტრი) = 10−3 მ (მეტრს).

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში წილობითი ერთეულების წარმოსაქმნელად მიღებულ იქნა შემდეგი თავსართები:

10n თავსართი აღნიშვნა შემოღების
წელი
ქართ. საერთ. ქართ. საერთ.
10−1 დეცი deci d 1795
10−2 სანტი centi c 1795
10−3 მილი milli m 1795
10−6 მიკრო micro მკ µ 1873
10−9 ნანო nano n 1960
10−12 პიკო pico p 1960
10−15 ფემტო femto f 1964
10−18 ატო atto a 1964
10−21 ზეპტო zepto სი თავსართები  z 1991
10−24 იოქტო yocto სი თავსართები  y 1991
10−27 რონტო ronto სი თავსართები  r 2022
10−30 ქვექტო quecto სი თავსართები  q 2022

ჯერად ერთეულთა თავსართები

ჯერადი ერთეულები — ერთეულები, რომლებიც მთელრიცხვჯერ მეტია ფიზიკური სიდიდეების სისტემის ან სისტემის გარეშე ერთეულებზე. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ჯერადი ერთეულები მიიღება ათობითობის პრინციპით, ხოლო მათი დასახელება ამოსავალი ერთეულის სახელწოდებისგან თავსართების მეშვეობით. მაგალითად, 1 კმ (კილომეტრი) = 103 მ (მეტრი).

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ჯერადობითი ერთეულების წარმოსაქმნელად მიღებულ იქნა შემდეგი თავსართები:

10n თავსართი აღნიშვნა შემოღების
წელი
ქართ. საერთ. ქართ. საერთ.
101 დეკა deca დკ da 1795
102 ჰექტო hecto h 1795
103 კილო kilo k 1795
106 მეგა mega მეგ M 1873
109 გიგა giga G 1960
1012 ტერა tera T 1960
1015 პეტა peta სი თავსართები  P 1975
1018 ექსა exa სი თავსართები  E 1975
1021 ზეტა zetta სი თავსართები  Z 1991
1024 იოტა yotta სი თავსართები  Y 1991
1027 რონა ronna სი თავსართები  R 2022
1030 ქვეტა quetta სი თავსართები  Q 2022

სქოლიო

Tags:

სი თავსართები ისტორიასი თავსართები წილობით ერთეულთა თავსართებისი თავსართები ჯერად ერთეულთა თავსართებისი თავსართები სქოლიოსი თავსართებიერთეულთა საერთაშორისო სისტემა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხინკალილიეტუვაკვადრატული კილომეტრიმამა გაბრიელილიონელ მესისამასი არაგველისაქალწულე აპკიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემამალდივის რესპუბლიკასამთა კავშირისულეიმან Iმუნიანემიაცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიბიბლიააფხაზეთილავრენტი ბერიაკილომეტრიემპათიამეორე მსოფლიო ომიადამიანიფაშიზმიბგერახელისუფლების დანაწილებაქართული ფილმების სიახარებატატო გრიგალაშვილიჩეხეთითითაობაფოთიმდინარეგრიგოლ ხანძთელიფიოდორ დოსტოევსკიფელაციავარდების რევოლუციაოსმალეთის სულთნების სიაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ავტორიტარიზმირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ზმნიზედამალტადიდი პარასკევირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ქრისტეფორე კოლუმბისაქართველო XVIII საუკუნეშიდედა ენამარკ ტვენიჰექტარიC ჰეპატიტიტერენტი გრანელიდუბაიილია ჭავჭავაძეივანე მაჩაბელისაქართველოს პარლამენტიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიდიდი ხუთშაბათიამფიბიებიცოტნე დადიანინიჰილიზმითეიმურაზ IIამირანი (მითოლოგია)ჭიაკოკონობაელისაბედ Iნეიტროფილებივატიკანისაქართველოს სოფლებიდავით კაჭარავასტოკჰოლმის სინდრომიყაყაჩოშავი ზღვაქართული ღვინოტუტანხამონიანტონიმიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაქართული დამწერლობაცივი ომიალკანი🡆 More