აქონდროპლაზია

აქონდროპლაზია — გენეტიკური დარღვევა, რომლის ძირითადი გამოვლინება არის დვორფიზმი.

აქონდროპლაზიის მქონე ადამიანების ხელები და ფეხები მოკლეა, ხოლო ტანი, ჩვეულებრივ, ნორმალური სიგრძისაა.

აქონდროპლაზია
პიტერ დინკლიჯი, აქონდროპლაზიის მქონე ამერიკელი მსახიობი.

აქონდროპლაზია განაპირობებს არაპროპორციულ ზრდას და მოკლე კიდურებს. იგი გამოწვეულია ერთ-ერთი გენის სტრუქტურის ცვლილებით, რაც იწვევს ამ გენით კოდირებული ცილის გაძლიერებულ წარმოქმნას. ეს კი, თავის მხრივ, ბავშვის ზრდის პროცესში ხრტილის ძვლად გარდაქმნას აფერხებს, კიდურების ძვლების შენელებულ ზრდას იწვევს და, ამასთან, დაკავშირებულია ბევრ სხვა სიმპტომთან.

აქონდროპლაზიის მქონე ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე საშუალოდ 131 სანტიმეტრია, ხოლო ქალის - 123 სანტიმეტრია. სხვა გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს თავის ზომის გადიდებასა და გამოკვეთილ შუბლს. გართულებები შეიძლება მოიცავდეს ძილის აპნოეს ან ყურის განმეორებად ინფექციებს. აქონდროპლაზიას ასევე ახასიათებს მოკლე კიდურების ჩონჩხის დისპლაზია მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტით.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს დამხმარე ჯგუფებს და ზრდის ჰორმონის თერაპიას. შესაძლებელია აუცილებელი იყოს ისეთი გართულებების მკურნალობა ან პრევენცია, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიდროცეფალია, ობსტრუქციული ძილის აპნოე, შუა ყურის ინფექციები ან ზურგის სტენოზი. აქონდროპლაზია დვორფიზმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია და 27 500-დან დაახლოებით 1 ადამიანში ვლინდება.

„დედების პროტესტი“

2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.

აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქეთო და კოტე (ოპერა)ავოკადოკავკასიაAndroidსტამბოლიხევისბერი გოჩამამუკა მდინარაძეებრაული დღესასწაულებიაშშ-ის პრეზიდენტების სიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციალონდონიმუსიკააბსცისაპარიზისომხეთითავისუფლება (ფილოსოფია)სამხრეთი ამერიკამემედ აბაშიძექართული ვაზის ჯიშებიდედა ენალეიკოციტოზიეკონომიკააბრეშუმის ჭიარელიგიაქართველები რუსეთშიარაბთა გაერთიანებული საამიროებიმარათონის ბრძოლაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებალუვრიდავით კლდიაშვილიქართული გვარიგიორგი I (საქართველოს მეფე)ჭიანჭველასებრნისიტყვაამეთვისტოსაქართველოს ოქროს ხანაფიტარეთის მონასტერიფოტოსინთეზიფარნავაზ Iადამიანიბარსელონადათა თუთაშხია23 აპრილიაღა-მაჰმად-ხანიმდგრადი განვითარებაწითელი წიგნიუქმე დღეები საქართველოშისომხების გენოციდიმთის არწივიპუნიკური ომებიბურუსული დამწერლობაბორჯომიC ჰეპატიტიბუნებაენგურის ჰიდროელექტროსადგურისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაასურეთიბერძნული მითოლოგიაანგარიშთა გეგმამიწისძვრაგიორგი მამარდაშვილიინგლისური ენამონღოლთა იმპერიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებივარძიაათონის ივერთა მონასტერიკურდღელიმაიკლ ჯექსონიხინკალიგერმანიის ქალაქების სიაკახეთიენდომეტრიოზინახშირწყლებიაღმოსავლეთი საქართველორომიბახტრიონის ბრძოლა🡆 More