ანა ლინდი

ანა ლინდი, შვედ.Ylva Anna Maria Lindh (1957 - 2003) - შვედეთის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი 1998-2003 წლებში.

ანა ლინდი
ანა ლინდი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ოქტომბერი, 1998 – 11 სექტემბერი, 2003
წინამორბედილენა ჰიელმ-ვალენი
მემკვიდრელაილა ფრეივალდსი

დაბადებული19 ივნისი, 1957 (1957-06-19) (66 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
მოქალაქეობაშვედეთი
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლებო ჰოლმბერგი
შვილები2
განათლებაუფსალის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

ადრეული კარიერა

ანა ლინდი სტოკჰოლმის გარეუბანში დაიბადა. ინტერესი პოლიტიკის მიმართ მას ადრეულ ასაკში გაუჩნდა. 12 წლის ანა შევიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და გამოირჩეოდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობით. მან განათლება მიიღო სკანდინავიაში უძველეს უფსალის უნივერსიტეტში, რომელიც 1982 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა.

იმავე წელს ანა ლინდი რიქსდაგის წევრი გახდა, ხოლო 1984 წ.პარტიის ახალგაზრდული ლიგის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ექვსი წლის მანძილზე ყოფნისას ცივი ომის პერიოდში ის აქტიური პოზიციით გამოდიოდა მსოფლიოს რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მოგვიანებით იგი არჩეული იქნა პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

ლინდი პარლამენტის დეპუტატად მუშაობდა 1983-85 წწ. და 1998-2003 წლებში. 1991-94 წწ. იგი სტოკჰოლმის მერის მოადგილე იყო კულტურის და გარემოს დაცვის საკითხებში. 1994 წელს ის გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა ინგვარ კარლსონის მთავრობაში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ - საგარეო უწყების ხელმძღვანელად.

დიპლომატიური უწყების მეთაური

2001 წელს შვედეთმა როტაციული წესით ევროკავშირში თავმჯდომარეობა გადაიბარა, ამიტომ როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, ანა ლინდი ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი გახდა. ხავიერ სოლანასთან ერთად მისი ძალისხმევით ჩრდილოეთ მაკედონიაში ხელისუფლებასა და ალბანელ მეამბოხეებს შორის მოხდა შეთანხმების მიღწევა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით.

2003 წლის 30 იანვარს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე სიტყვით გამოსვლისას ანა ლინდმა მტკიცედ მიმართა ისრაელს, შეეწყვიტა ოკუპაცია, შეეჩერებინა კოლონიზაციის პროგრამა და დათანხმებულიყო პრაგმატულ გადაწყვეტილებაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით. მან ასევე პალესტინელთა მეთაურს იასირ არაფატს მოუწოდა მიეღწია ტერორისტული აქტების შეწყვეტისთვის, მოეხდინა დამნაშავეთა გასამართლება და ჩაეტარებინა სისტემური რეფორმები ადამიანთა უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით.

მარტში მინისტრმა დაგმო ერაყში ამერიკული სამხედრო ძალების შეჭრა, როგორც გაეროს წესდებასთან შეუთავსებელი არალეგიტიმური ქმედება.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში ანა ლინდი სათავეში ედგა ევროკავშირის მონეტარულ ზონაში შვედეთის გაწევრიანების კამპანიას რეფერენდუმისთვის, რომელიც 14 სექტემბერს იყო დაგეგმილი. მაღალი პოპულარობის გათვალისწინებით, იგი პარტიის მომავალ თავმჯდომარედ და მთავრობის მეთაურად მოიაზრებოდა.

მკვლელობა

ღონისძიებამდე სამი დღით ადრე ანა ლინდი თავდასხმის ობიექტი გახდა. რეფერენდუმის საკითხზე სატელევიზიო დებატებისთვის მოსამზადებლად იგი მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად იყო შესული, როცა თავდამსხმელმა მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმის იმავე ქუჩაზე 17 წლით ადრე პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე იქნა მოკლული.

დამნაშავის გასამართლება

მკვლელი ეთნიკურად სერბი აღმოჩნდა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით აპელაციის შედეგად ეს განაჩენი გაუქმდა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენისას მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ აღადგინა თავდაპირველი განჩინება. მკვლელმა უარყო პოლიტიკური ან პირადი მოტივი და თქვა, რომ ზოგადად პოლიტიკოსთა მიმართ სიძულვილი ამოძრავებდა.

ანა ლინდის ღვაწლის დაფასება

ცნობილი მოქმედი მინისტრის მკვლელობამ ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა დაზაფრა. სტოკჰოლმში ანა ლინდის დაკრძალვას 30 მოქმედი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო.

ანა ლინდის სახელობის ფონდი მკვლელობიდან ხუთი დღის შემდეგ შეიქმნა. 2004 წლიდან ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს გულგრილობის, სტერეოტიპების და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე სიმამაცისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ "აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტმა" 2004 წლის აპრილში სიკვდილის შემდგომ ანა ლინდი წლის სახელმწიფო მოღვაწედ დაასახელა.

ოჯახური მდგომარეობა

1991 წლიდან ანა ლინდი დაქორწინებული იყო სოედერმანლანდის პროვინციის პრეფექტზე ბო ჰოლმბერგზე. ჰყავდა ორი ვაჟი, ფილიპი და დავითი.

სქოლიო

Tags:

ანა ლინდი ბიოგრაფიაანა ლინდი ოჯახური მდგომარეობაანა ლინდი სქოლიოანა ლინდიშვედეთიშვედური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფოცხვერიბანგლადეშილიმფოციტებიაია-სოფიას ტაძარიასი ათასი მოწამეიგავ-არაკისალომე ზურაბიშვილიფერეიდანიკურდღელიმონღოლთა იმპერიაასწლიანი ომისაქართველოჩერნობილის კატასტროფაადამიანის ჩონჩხისაერთაშორისო სამართალინოქალაქევივინსენტ ვან გოგირეჯეფ თაიფ ერდოღანიხეოფსის პირამიდასაჰარა1 მაისიიმპოტენციაპანკრეასიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიჰიპერბოლა (ენა)ორგაზმიჰოლოკოსტიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასაფრანგეთიჭიანჭველასებრნიექვთიმე თაყაიშვილიძველი ეგვიპტედიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაზვიად გამსახურდიასენაკიილია IIქუთაისიიასამანიქიმიური რეაქციათურქეთის ისტორიაოსმალეთის იმპერიალომივიკიპედიაღამურარომიალექსანდრე ყაზბეგიჯაბა იოსელიანიირანირიკოთის უღელტეხილიპერსონალური კომპიუტერიბარსელონაანა კალანდაძეკუნილინგუსიკვარციპრომეთეს მღვიმერუსუდანიწითელი წიგნიმთვარემონა ლიზანიურნბერგის პროცესიპარალელოგრამიპლატონირუსეთ-საქართველოს ომი (1921)დავით გურამიშვილიბულგარეთინიუტონის კანონებიერთა ლიგაჩინეთიოდისეალუი XIVსელინ დიონიმაიმუნებიჯიქიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს ფრინველთა სია🡆 More