კურორტოლოგი ალექსანდრე გრიგოლია

ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია (დ.

კურორტოლოგი ალექსანდრე გრიგოლია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლია.

3 ნოემბერი, 1879, სოფ. საჭილაო, ახლანდ. სოფ. მარანი (აბაშის მუნიციპალიტეტი) — გ. 25 დეკემბერი, 1976, სოხუმი) — ქართველი თერაპევტ-კურორტოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საკურორტო საქმის ორგანიზატორი აფხაზეთში; პროფესორი (1946), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957), აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი (1950).

ბიოგრაფია

ალექსანდრე გრიგოლია დაიბადა 1879 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ საჭილაოში. 1910 წელს დაამთავრა ტომსკის სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგ შტატგარეშე ორდინატორად მუშაობდა თბილისში. 1912 წელს გადავიდა სოხუმში, სადაც 1915 წლამდე მუშაობდა სანიტარულ ექიმად. 1913-1915 წლებში ხელმძღვანელობდა საინფექციო საავადმყოფოს. გრიგოლიას თაოსნობით 1914 წელს სოხუმში გაიხსნა ინფექციური საავადმყოფო და ქალაქის II საავადმყოფო, აფხაზეთში ჩატარდა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები (1924–1926), შეიქმნა სამედიცინო დაწესებულებათა ქსელი. 1914-1920 წლებში იყო სოხუმის პირველი საავადმყოფოს დირექტორი, 1921-1928 წლებში — სოხუმის მეორე საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ამავე საავადმყოფოს გინეკოლოგიური და ქირურგიული განყოფილების გამგე.

1924-1928 წლებში ალექსანდრე გრიგოლია იყო წითელი ჯვრის აფხაზეთის საზოგადოების ცეკას თავჯდომარის მოადგილე, 1921-1930 წლებში — აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი. 1928 წელს დაინიშნა კურორტთა მთავარ სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1937 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის კურორტთა მთავარი სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოთა ხელმძღვანელად.

1926 წლიდან ალექსანდრე გრიგოლია იყო აფხაზეთის ცაკის და სოხუმის ქალაქის საბჭოს წევრად. ხელმძღვანელობდა აფაზეთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსების გამოვლენა-შესწავლას.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №5 ბერიას საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

გრიგოლია იყო სოხუმის კურორტოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი (1938) და მისი ხელმძღვანელი 1947-1970 წლებში.

მონაწილეობდა აფხაზეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. ალექსანდრე გრიგოლიამ წლების მანძილზე მეცნიერული მუშაობის შედეგად აფხაზეთში აღმოაჩინა და შეისწავლა 70-მდე მინერალური წყარო, დაწერა 30-ზე მეტი ნაშრომი.

ბიბლიოგრაფია

ლიტერატურა

Tags:

1879194619501957197625 დეკემბერი3 ნოემბერიაფხაზეთიაფხაზეთის ასსრმარანი (აბაშის მუნიციპალიტეტი)საქართველოს სსრსოხუმიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამანიშვილის დედინაცვალიმსოფლიო მიზიდულობის კანონიკონსტანტინოპოლის დაცემავიკიპედიაირაკლი კობახიძედიმიტრი ყიფიანიდისლექსიადელფინები25 აპრილისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაქართველო XVI საუკუნეშიპორტუგალიაებრაელებიამიერკავკასიური ზაზუნაეკვატორული კლიმატური სარტყელიჯორჯ გერშვინიალმასისაქართველოოქტავიანე ავგუსტუსითბილისის მეტროპოლიტენიზურა ყიფშიძერომიპირველი მსოფლიო ომისაქართველოს თავდაცვის ძალებისინგაპურიშარკა ბლუგანმანათლებლობამიხეილ ჯავახიშვილიმტაცებელი ფრინველებიმურა დათვიტერენტი გრანელიამირანი (მითოლოგია)პოლიმერებიგნეუს პომპეუს მაგნუსირელიეფის ფორმებიაბრეშუმის დიდი გზასიონის ტაძარიივანე ჯავახიშვილიტერორიზმისაქართველოს ბრძოლების სიათორნიკე ერისთავიერთეულთა საერთაშორისო სისტემაწყალდიდობასალამურიწყალიელექტრობაძახილის წინადადებადედამიწაგიორგი II (საქართველოს მეფე)ლიონელ მესისლოვაკეთიზევსითუთის აბრეშუმხვევიაფრინველთა მიმოფრენაჩონგურიმეტაფორამარტივი რიცხვიპრიზმამელაქართლ-კახეთის სამეფოკვიპროსიკატაქუნთრუშასერგო ორჯონიკიძებოშებიმცხეთის ჯვრის მონასტერიმტკვარიჰიპოთეზანატრიუმიმდგრადი განვითარებაკარტოფილისატურნიმერაბ კოსტავააღდგომამთავარი გვერდირუსეთ-საქართველოს ომი (2008)მთაწმინდა🡆 More