აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ასსრ (აფხ.

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

Аҧснытәи Автономтә Советтә Социалисттә Республика, Аҧснытәи АССР; რუს. Абхазская Автономная Советская Социалистическая Республика, Абхазская АССР; 5 დეკემბერი, 1936 — 1992), აფხაზეთის ავტონომიურ სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკა (19 თებერვალი, 1931 — 5 დეკემბერი, 1936) — ავტონომიური რესპუბლიკა რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სოხუმი.

აფხაზეთის ასსრ
რუს. Абхазская АССР
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
დროშა გერბი
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ადმ. ცენტრი სოხუმი
შიდა დაყოფა გალის რაიონი, გუდაუთის რაიონი, გულრიფშის რაიონი, ოჩამჩირის რაიონი, სოხუმის რაიონი და გაგრის საქალაქო საბჭო
კოორდინატები 43°00′00″ ჩ. გ. 41°01′00″ ა. გ. / 43.0000000° ჩ. გ. 41.0166694° ა. გ. / 43.0000000; 41.0166694
დაარსდა 1931
ფართობი 8600 კმ²
ოფიციალური ენა აფხაზური, ქართული და რუსული
მოსახლეობა 532 000 (1989)
გაუქმდა 1992
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — დედამიწა
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

გეოგრაფია

აფხაზეთის ასსრ მდებარეობდა საქართველოს სსრ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აფხაზეთის ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ჩრდილო დასავლეთი საზღვარი მდ. ფსოუზე გადიოდა, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე (ქვემო დინებაზე). ჩრდილოეთით ესაზღვრება კრასნოდარის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, აღმოსავლეთით მესტიისა და წალენჯიხის რაიონები, სამხრეთით ზუგდიდის რაიონი. ფართობი 8.7 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 12.5 %), მოსახლეობა 509.1 ათასი კაცი (1981).

ისტორია

1930 წლის 17 აპრილს აფხაზეთის ცაკ-ის III სესიამ განიხილა აფხაზეთ-საქართველოს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გადასინჯვის საკითხი. სესიისათვის აფხაზეთის მთავრობის მიერ მომზადებულ ცნობაში ნათქვამია: „იმასთან დაკავშირებით, რომ 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებამ დაკარგა რეალური მნიშვნელობა და, შესაბამისად, იგი შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც შეთანხმება აფხაზეთის სსრ და საქართველოს სსრ გაერთიანების შესახებ, ხოლო ამ რესპუბლიკების ნამდვილი ურთიერთობები ზუსტადაა განსაზღვრული მათ კონსტიტუციებში, — აუცილებელია ვაღიაროთ, რომ აფხაზეთის სსრ სახელწოდებას „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ რეალური შინაარსი არ გააჩნია“. მართლაც, ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთის თუ საქართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებები ამიერკავკასიის და სსრ კავშირის გამგებლობაში გადავიდა; ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებთანაც. ამიტომაც დაკარგა მან რეალური შინაარსი. სესიამ ეს გაითვალისწინა და კონსტიტუციიდან ამოიღო სახელწოდება „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ და იგი „ავტონომიური რესპუბლიკა“-თი შეცვალა.

1931 წლის 11 თებერვალს ეს ცვლილებები დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ, რომელსაც ბაგაფში თავმჯდომარეობდა. ამიერიდან გაუქმებულად ჩაითვალა 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება. ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა ნ. ლაკობამ აღნიშნა: „საქართველოსა და აფხაზეთის მშრომელებს შორის ურთიერთობის საკითხი მთლიანად გადაწყვეტილია“.

14 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მოისმინა საქართველოსა ცაკის მდივნის ს. თოდრიას მოხსენება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან დაადასტურა აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილება — გარდაქმნილიყო აფხაზეთის სახელშეკრულებო სსრ — აფხაზეთის ავტონომიურ სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება კი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

1936 წლის 5 დეკემბერს ავტონომიურ რესპუბლიკას შეუცვალეს სახელი და დაარქვეს — აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სეპარატისტულად განწყობილმა დეპუტატთა ჯგუფმა, XII მოწვევის პირველი სესიის ბოლო სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო 2/3 ხმის არქონის მიუხედავად, უბრალო უმრავლესობით გააუქმა აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის კონსტიტუცია, უარი თქვა სახელწოდება „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაზე“ და გამოაცხადა ახალი — „აფხაზეთის რესპუბლიკა“. მოგვიანებით აფხაზეთის ასსრ-ის დეპუტატების ქართულმა ფრაქციამ ასევე ჩაანაცვლა აღნიშნული სახელწოდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახელით.

ადმინისტრაციული ერთეულები

აფხაზეთის ასსრ შედგებოდა 5 ადმინისტრაციული რაიონისაგან: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის; ასევე1 გაგრის საქალაქო საბჭოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია, 6 ქალაქი (გაგრა, გალი, გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი) და 4 დაბა (ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, გულრიფში).

მმართველობა

კონსტიტუციის ბოლო სახე მიღებული იყო აფხაზეთის ასსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე IX სესიაზე 1978 წლის 6 ივნისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო აფხაზეთის ასსრ ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისაგან შედგებოდა. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. იგი უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სსრკ, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციებით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნებოდა. აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მიღებას და მასში ცვლილებების შეტანას, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკი უმაღლესი საბჭო ახორციელებდა. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კანონების მიღება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) — აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო და ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს შექმნა. უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში ახორციელებდა აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უაღლესი ორგანოს ფუნქციებს. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წარმოადგენდა სახელმწიფო დეუტატთა შესაბამისი საბჭოები, რომელთაც ირჩევდა მოსახლეობა ორ-ნახევარი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ახორციელებდა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები. აფხაზეთის ასსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით.

აფხაზეთის ასსრ მონაწილეობდა საქართველოს სსრ-ისა და სსრკ-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტაში შესაბამისად საქართველოს სსრ და სსრკ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მეშვეობით. სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში იგი წარდგენილი იყო 11 დეუტატით.

1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ სოხუმში შედგა აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა დიმიტრი გულიამ. აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ანდრია ჭოჭუა. თავჯდომარის მოადგილეებად — პარასკევა გრიგოლია და გედევან ხაჩატურიანი.

აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მიხეილ დელბა, თავჯდომარის მოადგილედ იასონ ზარანდია.

კანონმდებლობა

აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე მისი დაარსებისთანავე მოქმედებდა რესპუბლიკის უმაღლესი კანონი — კონსტიტუცია. 1925-1994 წლებში მოქმედებდა შემდეგი კონსტიტუციები:

  • აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია (1927);
  • აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია (1935);
  • აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია (1937) — 2 აგვისტო;
  • აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია (1978).

განათლება

რევოლუციამდელ აფხაზეთში მოსახლეობის მხოლოდ 10% იყო წერა-კითხვის მცოდნე. 1914-1915 სასწავლო წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო 150 დაწყებითი სკოლა (7,6 ატასი მოსწავლე), 4 უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი (0,6 ათასი მოსწავლე) და 2 საშუალო სკოლა (0,5 ათასი მოსწავლე). საშუალო-სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლები, აგრეთვე ბაგა-ბაღები არ იყო.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია (დასრულდა 1933 წელს), შემოღებულ იქნა სავალდებულო სწავლება. 1980 წელს მუშაობდა 200-ზე მეტი სკოლამდელი დაწესებულება (14 ათასამდე აღსაზრდელი), 70 დაწყებითი სკოლა (10,1 ათასამდე მოსწავლე), 84 რვაწლიანი სკოლა (9 ათასამდე მოსწავლე), 187 საშუალო სკოლა (70 ათასი მოსწავლე), 24 მუშა-ახალგაზრდობის სკოლა (7 ათასი მოსწავლე). 8 პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე, 16 სპპორტსკოლა, 5 ნორჩ ტექნიკოსთა და ნატურალისტთა სადგური. 6 საშუალო-სპეციალური სასწავლებელი (ინდუსტრიული, სასოფლო-სამეურნეო, ტექნიკუმები, სამედიცინო, სამუსიკო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამხატვრო სასწავლებლები), 2 პროფტექნიკუმი (3 ათასამდე მოსწავლე), უმაღლესი სასწავლებლები: აფხაზეთის მ. გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუპტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (20,6 ათასი სტუდენტი).

1980 წლის მონაცემებით აფხაზეთში 380 მასობრივი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, აგრეთვე აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (2 ფილიალით) და დ. გულიას სახლ-მუზეუმი და 258 კლუბი.

მასმედია

აფხაზეთში ბეჭდვითი სიტყვის განვითარება ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. პირველი ბოლშევიკური გაზეთი „სოხუმსკაია პრავდა“ გამოვიდა 1918 წლის აპრილს რუსულ ენაზე. პირველი გაზეთი აფხაზურ ენაზე „აფსნი“ 1919 წლის თებერვალში. 1921 წელს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ორი კვირით ადრე, სოჭში რუსულ ენაზე გამოვიდა აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციური დროებითი კომიტეტის ორგანო „გოლოს ტრუდოვოი აბხაზიი“ («Голос трудовой Абхазии», 1921-1923), რომელსაც შემდეგ ეწოდა „ტრუდოვაია აბხაზია“ («Трудовая Абхазия», 1924-1926), ბოლოს — „სოვეცკაია აბხაზია“ («Советская Абхазия», 1927-1991). პირველი ქართულენოვანი გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“ გამოვიდა 1937 წლის 5 სექტემბერს.

აფხაზეთის ასსრ–ში გამოდიოდა რესპუბლიკური გაზეთები:

  • „Аҧсны ҟаҧшь“ („წითელი აფხაზეთი“, 1921-1991 წლებში, აფხაზურ ენაზე, ტირაჟი 15 ათ. ც.);
  • „Советская Абхазия“ („საბჭოთა აფხაზეთი“, 1927-1991 წლებში, რუსულ ენაზე);
  • „Κοκινος καπνας“ („წითელი მეთამბაქოე“, 1932-1938 წლებში, ბერძნულ ენაზე);
  • „Mçita Murunxi“ („წითელი ვარსკვლავი“, 1929-1938 წლებში, ლაზურ ენაზე, ლათინურის საფუძველზე).
  • „საბჭოთა აფხაზეთი“ (1937-1990 წლებში, ქართულ ენაზე, ტირაჟი 23 ათ. ც.);

ჟურნალები:

  • „ალაშარა“ („სინათლე“, 1955 წლიდან, აფხაზურ ენაზე, ტირაჟი 7 ათ. ც.)

აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა

  • „ამცაბზი“ („ალი“, 1957 წლიდან, აფხაზურ ენაზე, ტირაჟი 10,4 ათ. ც.);
  • „აფსნი აკაზარა“ („აფხაზეთის ხელოვნება“, 1979 წლიდან, აფხაზეთურ ენაზე, ტირაჟი 2 ათ. ცალი);
  • „აშკოლი აფსთაზაარეი“ („სკოლა და ცხოვრება“, 1979 წლიდან, ტირაჟი 2 ათ. ც.);

გამომცემლობა „ალაშარა“ („სინათლე“, 1930 წლიდან) აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცემდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სასწავლო, სასოფლო-სამეურნეო, მხატვრულ ლიტერატურას, ყოველწლიურად უშვებდა 100-ზე მეტი დასახელების წიგნს 320 ათ. ც. საერთო ტირაჟით.

რადიომაუწყებლობა აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორიაზე დაიწყო 1932 წლიდან. ტრანსლიაცია მიმდინარეობდა დღეში 3-ჯერ აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. აფხაზეთის ტელევიზია მუშაობს 1978 წლის ოქტომბრიდან, კვირაში 2-ჯერ. ტელე-რადიო პროგრამების ტრანსლიაცია ხდებოდა მოსკოვიდან, თბილისიდან, სოჭიდან. აფხაზეთის ტელევიზია და რადიომაუწყებლობა შედიოდა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სისტემაში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გეოგრაფიააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ისტორიააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ადმინისტრაციული ერთეულებიაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მმართველობააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კანონმდებლობააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა განათლებააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მასმედიააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იხილეთ აგრეთვეაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ლიტერატურააფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რესურსები ინტერნეტშიაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კომენტარებიაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სქოლიოაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა19 თებერვალი1931193619925 დეკემბერიავტონომიური რესპუბლიკააფხაზური ენარუსული ენასაქართველოს სსრსოხუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მუშთაიდის ბაღილაშა ტალახაძერადიაციადაუნის სინდრომიალბანეთიელინიზმიქართლის სამეფოზმნაკურდღელიტრეფიკინგიაღდგომაკამერუნიკორუფციადემეტრე Iკონტინენტიტერენტი გრანელიენერგიასალამურას თავგადასავალიმონღოლეთიშალვა ქსნის ერისთავისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჭიანჭველასებრნიპი (რიცხვი)გიორგი III (საქართველოს მეფე)ლადო ასათიანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაკალანდაზურაბ ხიზანიშვილიჩერნობილის კატასტროფათბილისის კურორტების ჯგუფიკონსტიტუციაძირითადი საშუალების ცვეთაიესო ქრისტეწითელაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგასაგრადა-ფამილიამდგრადი განვითარებასანტიმეტრიმიგრაციაცენტრალური სტადიონი (ბათუმი)სლოვაკეთიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიეიფელის კოშკიმყინვარწვერისაქართველო XVII საუკუნეშიწიგნი სიბრძნე სიცრუისაკომუნიზმიქვეყნების სატელეფონო კოდების სიამარაბდის ბრძოლასოკოებიბაგრატიონებივიტამინებიმთვარის დაბნელებაქართული ხალხური ცეკვებიგარემოს დაცვაპითაგორაშვეიცარიასაქართველოს ოქროს ხანასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიშველიექვთიმე თაყაიშვილილუვრინაკიანი წელიწადიოსმალეთის იმპერიის ისტორიაბიოლოგიური სისტემატიკაალექსანდრე მაკედონელის ომებიჰარი პოტერიმიტოზიპროტესტანტიზმიორგაზმიპითაგორას თეორემალომიბალკანეთის ნახევარკუნძულიანგარიშთა გეგმაბულბულიწმინდა სამების საკათედრო ტაძარითავის ტვინივენდეტა🡆 More