ალანთა სამეფო

ალანთა სამეფო — შუა საუკუნეების მომთაბარე ირანული მოდგმის ტომთა, „ალან-ოვსთა“ (პროტო–ოსების) სამეფო.

მდებარეობდა იმიერკავკასიაში და მოიცავდა ჩერქეზეთსა და თანამედროვე ოსეთს (რუსეთი). ჩამოყალიბდა IX საუკუნეში ხაზართა სახაკანოსგან დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად, დაქვეითდა მონღოლთა ლაშქრობებისას (1238–1239) და საბოლოოდ განადგურდა თემურლენგის (1370–1405) დამანგრეველი ლაშქრობების შედეგად. დედაქალაქი მდებარეობდა მაგასში. სამეფოზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა, რომელიც სამხრეთიდან დარიალის ხეობის გავლით ჩრდილოეთით მიემართებოდა. სამეფომ ზენიტს XI საუკუნეში, დურღულელის მეფობისას მიაღწია.

ალანთა სამეფო
ოსეთის სამეფო
ალანთა სამეფო
IX ს.-ის ბოლო–1238/1239 ალანთა სამეფო
ალანთა სამეფო
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
პოლიტიკური ვითარება კავკასიაში
(1245 წელი).
დედაქალაქი მაგასი
ენები ალანური
(პროტო-ოსური)
რელიგია პოლითეიზმი
მაზდეანობა
ქრისტიანობა(IX საუკუნიდან)
მთავრობა ფეოდალური მონარქია
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  ხაზართა სახაკანოსგან
დამოუკიდებლობა
IX ს.-ის ბოლო
 -  მონღოლთა შემოსევა 1238/1239
დღეს ამ ტერიტორიაზე რუსეთის დროშა რუსეთი

ისტორია

ალან-ოვსები ირანულად მოსაუბრე სკვითო-სარმატების შთამომავლებად ითვლებიან. ისინი ჰუნების შემოსევების დროს ორ ჯგუფად გაიყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპაში გადასახლდა, ხოლო მეორე კავკასიაში დარჩა. კავკასიელი ოვსები ძირითადად იმიერკავკასიის ვაკიან ტერიტორიაზე სახლობდნენ და მათი განსახლების არეალი მდ. ყუბანიდან დარიალის ხეობამდე ვრცელდებოდა.

ხაზართა ვასალი

VIII საუკუნეში არაბულ-ბიზანტიურ და ხაზარეთ-არაბეთის ომების დროს ალანია მნიშვნელოვან ბუფერულ ტერიტორიას წარმოადგენდა. თეოფანე აღმსარებელის ცნობები მნიშვნელოვან ინფორმაცის შეიცავს ლეონ ისავრიელის (შემდეგ ლეონ III) ალანიაში მისიის შესახებ, რომლის თანახმადაც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე II-მ (685–695; 705–711) ლეონს ალანების მოსასყიდად დიდი თანხა გადასცა, რის სანაცვლოდაც ალანებს აბაზგებთან უნდა შეეწყვიტათ „უძველესი მეგობრობა“ და მათ თავს დასხმოდნენ, რადგან აბაზგები ომაიანთა ხალიფას ვალიდ I-ს (705–715) დაუკავშირდნენ. ალანებმა აასრულეს იუსტინიანეს ჩანაფიქრი და აბაზგებს დაესხნენ თავს.

როდესაც ლეონ III იმპერატორად ეკურთხა, ალანაიში უმარ II-ის (717–720) ლაშქარი შეიჭრა. ხაზართა ბელადი ბარჯილი ალანთა დასახმარებლად გამოემართა და 722 წელს ალან-ხაზარულმა გაერთიანებულმა არმიამ არაბი გენერალი ტაბიტ ალ-ნაჰრანი დაამარცხა. ამ პერიოდიდან ხაზარები ალანიაში იწყებენ შხიმარის და სხვა ციხესიმაგრეების აღმართვას. 728 წელს იბნ მასლამამ გადალახა დარიალის ხეობა და ააოხრა ალანია. რვა წლის შემდეგ მურვან ყრუმაც ილაშქრა ალანიაში და მიწასთან გაასწორა ციხე-სიმაგრეები.

არაბთა გაუთავებელი ლაშქრობის წინააღმდეგ გაერთიანებული ალანურ-ხაზარული კავშირი, მოგვიანებით ალანთა ხაზართა მიმართ მორჩილებაში გადაიზარდა. ისინი ხაზართა მოკავშირეებად რჩებოდნენ მთელი IX საუკუნეების განმავლობაში და ბენჟამინ ხაკანის მმართველობის დროს მხარს უჭერდნენ ბიზანტიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში. ანონომური ავტორის ცნობით, შეხტერის წერილების თანახმად, ამ პერიოდში ბევრი ალან-ოვსი იუდაიზმზე მოექცა.

დამოუკიდებლობა და გაქრისტიანება

ალანთა სამეფო 
ალან-ოვსთა სამეფოს გადარჩენილ არქიტექტურულ მონუმენტებს წარმოადგენს: ზელენჯუკ–არხიზის ეკლესია, შოანას ეკლესია და სენთის ტაძარი.
ალანთა სამეფო 
ფრესკის ასლი ზელენჯუკ–არხიზის ეკლესიიდან. XIX ს.

IX საუკუნის ბოლოს ალან-ოვსებმა ხაზარებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. X საუკუნეში ოვსები ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევიან, რისი წინაპირობაც აფხაზთა მეფის, კონსტანტინე III-ის (893–922) ოვსეთში გააქტიურება იყო, ამ უკანასკნელმა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსის (901–925) დავალებით ოვსები ქრისტიანობაზე მოაქცია. ოვსების მოქცევა დოკუმენტირებულია მისტიკოსის მინაწერებში ადგილობრივი ეპისკოპოსის პეტრეს მიმართ, რომელიც აქ გიორგი II-ის (922–957) ძალისხმევით დაინიშნა.

იბნ რუსთა, რომლის თხზულება 903–913 წლებშია დაწერილი, შემდეგს წერს:

ალანთა სამეფო 
„სარისის სამეფოს მარცხენა მხარეზე (დასავლეთით) სამი დღის მოგზაურობისას ხეტიალის შემდეგ მთებსა და მდელოებს შორის მიაღწევ ალანების სამეფოს. ალანების მეფე გულით ქრისტიანია, მაგრამ მის სამეფოში მცხოვრები ყველა ადამიანი წარმართია, რომლებიც კერპებს ეთაყვანებიან. ათი დღის სავალის შემდეგ, გზით, რომელიც მდინარეებსა და ტყეებზე გადის, მიაღწევ ციხე სიმაგრეს, რომელსაც “ალანთა კარი” ეწოდება. ის დგას მთის მწვერვალზე, რომლის ქვეშ გადის გზა; სიმაგრე შემოსაზღვრულია მთებით. აქ მკვიდრი ათასი ადამიანი დღე და ღამე იცავს მის კედლებს. ალანების ხალხი ოთხი ტომისაგან შედგება“

ბიზანტია-ხაზარეთის ომის დროს 913-914 წლებში ოვსები ხაზარებს მიემხრნენ და დიდი როლი ითამაშეს ბიზანტიის ჯარების განადგურებაში. მაგრამ დაახლოებით 932 წელს ბიზანტიელთა მიერ შეგულიანებული ოვსები შეესივნენ ხაზარებს. ამ ომებში ოვსები დამარცხდნენ და მათი მეფე ტყვეობაში ჩავარდა. სწორედ ამ პერიოდიდან, როგორც მუსლიმანური წყაროების იტყობინებიან, როგორიც არი ალ-მასუდი (943/956), ალანებმა მიატოვეს ქრისტიანობა და განდევნეს ბიზანტიელი მისიონერები და საეკლესიო პირები.

ალ-მასუდის ცნობებით:

ალანთა სამეფო 
„ალანი მეფე ლაშრობს 30 ათასი მხედრით. ის ძლევამოსილია, ვაჟკაცია, ძლიერ ძალოვანია და მეფეთა შორის მტკიცე პოლიტიკას ატარებს“

ის ასევე დასძენს:

ალანთა სამეფო 
„ალანთა სამეფოს მეზობლად კავკასიასა და შავ ზღვას შორის ცხოვრობენ ქაშაგები (ადიღეელები); ალანები სიძლიერით აჭარბებენ მათ; ჩერქეზებს არ შეეძლოთ ალანებს გამკლავებოდნენ, რომ არ ჰქონოდათ ზღვის სანაპიროზე დამცავი სიმაგრე.“

ალ-მასუდისვე თანახმად ოვსთა და სარირის მეფეთა შორის „არსებობს ქორწინებითი კავშირები, რამდენადაც თითოეული მათგანი მეორის დაზედ დაქორწინდა. დინასტიური ქორწინებებით იყვნენ დაკავშირებული ოვსთა მმართველები ბიზანტიასთანაც. სარირის, ალანებსა და ადიღებს გარდა მასუდი მოიხსენიებს კავკასიაში მოსახლე რამდენიმე ხალხს: ქართველებს, აფხაზებს, სანარებსა და ხაზარებს.

ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913–959) საკუთარ ნაშრომ „De Administrando Imperio“-ს X თავში ხაზარებზე საუბრობს და ერთგან აღნიშნავს:

ალანთა სამეფო 
„რამდენადაც ხაზარეთის ცხრა ოლქი ალანიას ეკვრის, და ალანებს როცა მოუნდებათ შეუძლიათ გაძარცვონ ისინი და ამდენად [ხაზარებს] მიაყენონ დიდი უბედურება და ზარალი და ამრიგად, ხაზარეთის მთელი ცხოვრება და დოვლათიანობა დამოკიდებულია ამ ცხრა ოლქზე” (ალემანი 2003: 240)“

XI თავში „ხერსონისა და ბოსფორის ციხე-სიმაგრეების შესახებ“ ვკითხულობთ:

ალანთა სამეფო 
„ცნობილია, რომ ალანეთის ექსუსიოკრატორი ხაზარეთთან მშვიდობიანად არ ცხოვრობს, მაგრამ უფრო მიზანშეწონილად თვლის რომაელთა იმპერატორთან მეგობრობას და თუ ხაზარებს არ სურთ შეინარჩუნონ მშვიდობა და მეგობრობა ბასილევსებთან, მას შეუძლია მათ დიდი ვნება მიაყენოს, მოაწყონ ჩასაფრება გზაზე, დაესხნენ თავს მოულოდნელად სარკელში – ხერსონის ოლქში გადასვლისას. და თუ ეს ექსუსიოკრატორი შეეცდება გადაუკეტოს გზა, მაშინ ხერსონი და ოლქები ისარგებლებდნენ ხანგრძლივი და სრული სიმშვიდით, რადგან ხაზარებს ეშინიათ ალანების თავდასხმების და არ შეუძლიათ ებრძოლონ ერთდროულად ერთსაც და მეორესაც, ამიტომ იძულებული არიან დაიცვან მშვიდობა“

ხაზართა ხაკანის, აარონის ვაჟი დაქორწინდა ოვსთა მეფის ქალიშვილზე, რის შემდეგაც ოვსები ხაზართა ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ იქამდე, სანამ 960-იან წლებში ხაზართა სახაკანო განადგურდებოდა. თვით ხაზარები ასე აფასებდნენ ალანებს: „ალანთა სამეფო ყველა ხალხზე ძლიერი და მტკიცეა, რომლებიც კი ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ“.

გვვიანი პერიოდი

ხაზართა დამხობის შემდეგ, ოვსები გარკვეულ დროის განმავლობაში ფლობდნენ თერგის ველებს. მაგრამ უკვე XI საუკუნის შუახანებში ყივჩაყები ჩნდებიან, და ალანებმა კვლავ დაიხიეს თერგიდან, რომელიც გახდა საზღვარი მათსა და ყივჩაღებს შორის. ალანი მეფეები მომთაბარეებისგან მომავალი (პაჭანიკები და ყივჩაყები) საფრთხის ასარიდებლად, ბიზანტიელ და ქართველ მეფე-მთავრებს უკავშირდებოდნენ. იოანე სკილიცეს თანახმად, როცა საქართველოს მეფე, გიორგი I (1014–1027) გარდაიცვალა, მის მეორე ცოლლს ალდეს იმპერატორმა რომანოზ III-მ (1028–1034) ანაკოფიის ზღვისპირა სამფლობელო უბოძა. ეს მოხდა 1033 წელს, როდესაც ოვსთა და რუსთა გაერთიანებულმა რაზმებმა ააოხრა შირვანის სანაპირო. ოვსები არ არიან მოხსენიებული აღმოსავლურ სლავურ წყაროებში, მაგრამ არქეოლოგიური გათხრები მიგვანიშნებენ, რომ არსებობდა სავაჭრო კონტაქტი ალანებსა და ტმუტარაკანის „რუსულ“ სამთავროს შორის. 1041 წლით დათარიღებული საფლავის ქვა რუსული წარწრებით აღმოჩენილია მდ. დიდ იეგორლიკთან (თან. სტავროპოლის მხარე), ოვსეთის ჩრდილოეთით. ორი რუსული ჯვარი, რომელიც თარიღდება დაახლ. 1200 წლით არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა არხიზში, რომელიც შუა საუკუნეებში ოვსეთის ცენტრალურ ნაწილად ითვლებოდა.

XII საუკუნის არაბი ისტორიკოსის და გეოგრაფის ალ-ჰამავი იაკუთის ცნობით ის ალ-ლანი-ის შესახებ წერს:

ალანთა სამეფო 
„არის ქვეყანა ვრცელი და ხალხი მრავალი. მათი ქვეყანა ესაზღვრება დარბანდს კაბკის მთაზე. არ არის იქ დიდი და ცნობილი ქალაქი. მათ შორის არიან მუსლიმები, თუმცა ჭარბობენ ქრისტიანები. მათ არ ყავთ ერთი მეფე, რომელსაც ისინი დაემორჩილებოდნენ, არამედ ყველა ტომს ჰყავს მეთაური. ისინი სასტიკნი, უხეშნი და მოუფიქრებელნი არიან. .“

XII და XIII საუკუნებში ოვსები სავარაუდოდ ქართველ მისიონერებთან თანამშრომლობდნენ ვაინახების და დვალების გაქრისტიანებაში. ქართველი მისიონერბეი ასევე აქტიური იყვნენ ოვსეთში და ალანური რაზმები მეზობელი მუსლიმანური სახელმწიფოების წინააღმდეგ ხშირად ქირავდებოდა ქართველი მონარქების მიერ. ალანურ-ქართული ალიანსი გამყარდა როდესაც ბაგრატ IV-მ (1027–1072) ბორენა დედოფალი შეირთო ცოლად. განძის ამირას დასარბევად ბაგრატმა ოვსთა მეფე დურგულელი მოიწვია დასახმარებლად, რომელიც 48 ათასიანი არმიით მოვიდა. გამარჯვების შემდეგ დურგელისა და მისი ამალის საპატივცემულოდ მოეწყო 12 დღიანი ლხინი, დურღულელსა და მის მხლებლებს ერგოთ დიდძალი სიმდიდრე.

დაქირავებული მებრძოლების სახით ოვსები ბიზანტიელების მხარეზეც იბრძოდნენ. ბიზანტიელი ქრონისტი ნიკიფორე ვრიენიოსი იტყობინება ეპიზოდის შესახებ, რომელიც განეკუთვნება იმპერატორ მიხეილ VII დუკას (1071–1078) მეფობის პერიოდს, როდესაც ბიზანტიელებმა ალანეთიდან მოიყვანეს 6 ათასი დაქირავებული მეომარი, გადასახადის გადაუხდელობის გამო ისინი მალევე გაბრუნდნენ უკან.

XII საუკუნეში ალანიის დასუსტება იწყება. თუ წყაროებში ოვსეთის, სარირის გვერდით, როგორც მსხვილ სახელმწიფო გაერთიანების შესახებ არის საუბარი, მაშინ XII საუკუნის წყაროები ადასტურებენ მდგომარეობის შეცვლას. ქრონიკები ლაპარაკობენ უკვე არა „ალანი მეფის“ შესახებ, არამედ „მრავალი მეფის“ შესახებ, რაც იმას მოწმობს, რომ ალანებს აღარ გააჩნიათ ერთიანი ცენტრი. 1120-იანებში დავით აღმაშენებელი (1089–1125) ეწვია ოვსეთს და შეარიგა ყივჩაღ-ოვსები, ხოლო ყივჩაღები ოვსეთის გავლით მშვიდობიანად გადმოიყვანა სამხრეთ კავკასიაში. იბნ ალ-აზრაქის ცნობით 1153-იანებში დემეტრე I-მაც (1125–1156) იმოგზაურა ოვსეთში. დინასტიური ქორწინება გაგრძელდა გიორგი III-ის დროსაც, რომელმაც შეირთო ოვსთა მეფის ხუდანის ასულის ბურდუხანი. 1187 წელს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც თამარ მეფემ (1184–1213) დავით სოსლანზე (გ. 1207) იქორწინა. შუა საუკუნეების ალანი პრინცესები ხშირად ქორწინდებოდნენ ბიზანტიელ და რუს რიურიკიდ მმართველებზეც. მაგ. მარია ალანელი ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის ვსევოლოდის (1176–1212) პირველი ცოლი და ალექსანდრე ნევსკის დიდი ბებია იყო.

ალანთა სამეფო 
დედოფალი მარია „ალანელი“, მარჯვნივ, მიხეილ VII-ის და ნიკიფორე III-ის ცოლი, დედით ალანი. მისი ბიძა იყო ოვსთა მეფე დორღოლელი.

იბნ ალ-ასირის (1160–1233) ცნობა მონღოლთა ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობის შესახებ:

ალანთა სამეფო 
„1222 წელს, ლეზგებზე თავდასხმის შემდეგ, თათრებმა გადაინაცვლეს ალანიის ტერიტორიაზე. ალანებმა, გაიგეს რა ამის შესახებ, მაშინვე ყივჩაყებს დახმარებისათვის მიმართეს. ისინი დამპყრობლებს ერთად დახვდნენ საბრძოლველად. ვერც ერთმა მხარემ ვერ შესძლო გამარჯვების მოპოვება. მაგრამ თათრებმა გადაიბირეს ყივჩაყები (ჩვენ ერთი წარმოშობის ვართო), ეს უკანასკნელნი ბრძოლის ველს გაეცალნენ. თათრები კი ალანებს თავს დაესხნენ და ისინი ამოხოცეს, დაატყვევეს, გაძარცვრეს. თუმცა თათრებმა თავიანთი სიტყვა გატეხეს და ახლა ყივჩაყებს დაესხნენ თავს. ეს უკანასკნელნი იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი ეძებათ მთებსა და ჭაობებში (ალემანი 2003: 337)“

ფლამანდრიელი-ფრანგი ბერი და მოგზაური ვილემ რუბრუკი ხშირად ახსენებს ალანებს მისი 1253–1255 წლების ევრაზიის გავლით დიდ კაგანთან მოგზაურობის ჩანაწერებში, ე.ი. მონღოლთა დაქვემდებარებში მყოფ ალანებს ყირიმში, ძველ ასტრახანში და ხანის დედაქალაქ ყარაყორუმში, ასევე ჯერ კიდევ მათ კავკასიუ ოვსების იმ ნაწილს, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფლად ცხოვრობდნენ საკუთარ სამშობლოში („ოვსები ან ასები, რომლებიც არიან ქრისტიანები და ჯერ კიდევ ებრძვიან თათრებს“).

XIV საუკუნეში თემურლენგის (1370–1405) ლაშქრობებმა საბოლოო დარყმა მიაყენა ოვსეთს და გაანადგურა მისი მოსახლეობა. ისინი ვინც გადარჩნენ მონობაში აღმოჩნდნენ და სამ ჯგუფად დაიყვნენ: ერთმა ნაწილმა კავკასიის ქედის ცენტრალურ ნაწილს შეაფარა თავი, ვისგანაც წარმოშვა ორი უმთავრესი ოსური ჯგუფი: დიგორები და ირონები. მეორე ნაწილი ყივჩაღებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში გადასახლდა, სადაც მათ XV საუკუნის ბოლომდე იასების სახით შეინარჩუნეს ენა და ეთნიკური იდენტობა. მესამე ჯგუფი შეუერთდა მონღოლთა ურდოს და მალევე გაქრა ისტორიიდან.

ცნობილი მმართველები

ტიტული რომლითაც ალან-ოვსები საკუთარი სამეფო ძალაუფლების აღსანიშნავად გამოიყენებდნენ უცნობია. სხვადასხვა უცხოური წყაროების თანახმად მათ „მთავრის“, „მეფის“ ან ბიზანტიური „ექსუსიოკრატორი“-ის წოდებით მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია რომ ბიზანტიელები ამ ტიტულით არცერთ სხვა უცხო მმართველებს არ მიმართავდნენ და ნაცვლად ამისა მათ აღსანიშნავად იყენებდნენ „არქონტს“ ან „ექსუსიასტს“.

არა–დინასტიური/უცნობი დინასტია

ცარაზონების დინასტია

  • ურდურ/ურდურა/ურდურე – დაახლ. XI ს.-ის დასაწყისი; 1029 წლებში თავს დაესხა კახეთ-ჰერეთს და მოკლული იქნა კვირიკე III-ის მიერ. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად შურისძიების მიზნით კვირიკე ალანმა მონამ მოკლა.
  • დურღულელ დიდი – დაახლ. XI საუკუნე; წინამორბედის ვაჟი, დედოფალი ალდეს და ბორენას ძმა. ბიზანტიურ ბეჭდებში იწოდება როგორც გაბრიელი.
  • როსმიკ – დაახლ. XII ს.-ის დასაწყისი; ბიზანტიელებთან ერთად იბრძოდა ნორმანების წინააღმდეგ, რომლებიც დაახ. 1107/1108 წლებში ეპირუსს დაესხნენ თავს.
  • ხუდანი – დაახლ. XII საუკუნე; გიორგი III-ის მეუღლის ბურდუხანის მამა.

ბაგრატიონთა დინასტია

  • დავითი – დაახლ. XII საუკუნე; ალდეს შვილიშვილი და დემეტრე ანაკოფიელის (გ. 1042) ვაჟი; ის და მისი შთამომავლები ცარაზონებთან დინასტიური კავშირის შედეგად ოვსეთის მეფე გახდნენ.
  • ათონი – წინამორბედის ვაჟი
  • ჯადარონი – წინამორბედის ვაჟი
  • დავით სოსლანი – გ. 1207, წინამორბედის ვაჟი, თამარ მეფის ქმარი.

არა–დინასტიური/უცნობი დინასტია

  • კაჩირ-უკულე/კაჩირუკ ულუ – დაახლ. 1237 – ტყვედ ჩავარდა და მოკლულ იქნა მონღოლთა მიერ.
  • ინდიაბუ – დაახ. XIII საუკუნე
  • პარეჯანი – დაახლ. 1290 წელი

სქოლიო

ლიტერატურა

Tags:

ალანთა სამეფო ისტორიაალანთა სამეფო ცნობილი მმართველებიალანთა სამეფო სქოლიოალანთა სამეფო ლიტერატურაალანთა სამეფოIX საუკუნეXI საუკუნეალანებიდარიალის ხეობათემურლენგიიმიერკავკასიაირანული ენებიოსებირუსეთიშუა საუკუნეებიჩერქეზეთიჩრდილოეთი ოსეთიხაზართა სახაკანო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

არაბობა საქართველოშითეთრი დათვირუსეთის იმპერიათანდებულინერვული სისტემააბანოთუბანისვია (მცენარე)ეკვატორული კლიმატური სარტყელითახვირომბისამკურნალო მცენარეებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავანიკო ნიკოლაძეგაუდაბნოებაინდოეთიწითელაანა კალანდაძეავტომობილიანემიამსოფლიო საეკლესიო კრებამურა დათვისამხრეთი კორეაბენიტო მუსოლინიქეთევან დედოფალისათბურის ეფექტიმარტინ ლუთერ კინგიჰააგადავით სარაჯიშვილიგამარჯვების დღელონდონინიკო ბაგრატიონიეგზისტენციალიზმიმთვარეაზოყივანახველაშენგენის ზონაანჩისხატივეფხვიჯიხვიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიანახშირბადირომანტიზმისაქართველოს სამოქალაქო ომიჩარლი ჩაპლინიშემოდგომაქართლის ცხოვრებატაო-კლარჯეთიკონცეფციაქუნთრუშაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ვასკო და გამაიმპრესიონიზმინიკორწმინდის ტაძარიინგლისის რევოლუციაშიზოფრენიასოციალიზმიუილიამ შექსპირიწყალილაშა ტალახაძელითონებიეოზონოფილებიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითკეთილშობილი ირემიბაგრატიონებიდავით IV აღმაშენებელიფოთიოკეანესაქართველომარსიგია ყანჩელინიუ-იორკიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკუებიკალიებიპეტრე I დიდიპრომეთეს მღვიმელეონარდო და ვინჩი🡆 More