დემეტრე უფლისწული

დემეტრე უფლისწული — საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის ძე.

დემეტრე უფლისწული ტერმინს „დემეტრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დემეტრე.

ტახტს ეცილებოდა თავის ნახევარძმას ბაგრატ IV-ს.

დემეტრე უფლისწული
დემეტრე და ალდე დედოფალი ხვდებიან ბიზანტიის იმპერატორს, მინიატიურა იოანე სკილიცეს ნაშრომიდან.

მამის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე უფლისწული და დედამისი საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში ცხოვრობდნენ. მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვარიანმა აზნაურებმა დემეტრე უფლისწული ბაგრატ IV-ს დაუპირისპირეს და მისი გამეფება სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ. ვერც ბაგრატ IV-მ და მისმა მომხრეებმა შეძლეს დემეტრე უფლისწულის შემორიგება.

1032 დემეტრე უფლისწულმა და ალდემ სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ანაკოფიის ციხე ბიზანტიას გადასცეს. დემეტრე უფლისწული კონსტანტინოპოლში გაიქცა.1040-იანი წლების დასაწყისში დემეტრე უფლისწულის გამეფების საბაბით ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით ქართლს შემოესია. მას თან მოჰყვა დემეტრე უფლისწული, მაგრამ ბაგრატ IV-მ მოკავშირეები დაამარცხა. 1046 ლიპარიტ ბაღვაშმა კვლავ სცადა დემეტრე უფლისწული გამეფება. ამ მიზნით ის ბიზანტიელთა და სხვათა დამხმარე ჯარით ქართლში შემოიჭრა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე უფლისწული გარდაიცვალა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დემეტრე უფლისწული მხოლოდ იარაღი იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ მებრძოლთა ხელში. როგორც ვარაუდობდნენ, დემეტრე უფლისწულის ჩამომავალი უნდა იყოს თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი.

ლიტერატურა

Tags:

ალდე დედოფალიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გიორგი I (საქართველოს მეფე)საქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სინგაპურიგალაკტიონ ტაბიძეკუნთებიდისკრიმინაციამიტოზირენესანსივინსენტ ვან გოგიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკახვიჩა კვარაცხელიაბუნებრივი რესურსებიკუნილინგუსიავსტრალია (კონტინენტი)დემეტრე II თავდადებულისაქართველოს ფაუნაკურო (ასტროლოგია)ლონდონიბაში-აჩუკი (ფილმი)საქართველო IV საუკუნეშიკოლოსეუმიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიჟან-მიშელ ბასკიაქართული მითოლოგიადაუნის სინდრომითეთნულდიპარიზითბილისის მეტროპოლიტენი29 აპრილიტყესომხეთივიქტორ დოლიძეაჭარაშრი-ლანკაგანმანათლებლობაჰოლოკოსტიბაზალეთის ტბასიმკვრივეკეთილშობილი ირემიგიორგობაფოთიდავით IIIქართველებიკლიმენტი წიტაიშვილინარკოტიკისაქართველოს დაცული ტერიტორიებიფრენბურთინოდარ დუმბაძეკვარციხევისბერი გოჩადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ივანე მაჩაბელიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ებრაული დღესასწაულებისაქართველო XVIII საუკუნეშიფემინიზმიშაორის წყალსაცავიცისფერყანწელებიაჭარაბეთ არენარეფლექსებიმიხეილ ჯავახიშვილიფსიქოლოგიადიდგორის ბრძოლასანტიმეტრისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაწიგნი სიბრძნე სიცრუისამუხასპილოსებრნისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითუშეთიდედამიწის ისტორიამონანიება (ფილმი)კალიებივახტანგ I გორგასალისიმძლავრებუდაპეშტიადამიანი🡆 More