ვანდალთა სამეფო (ლათ.
ვანდალთა სამეფო Regnum Vandalum | |||||
| |||||
დედაქალაქი | ჰიპონი (435–439) კართაგენი 439–534 | ||||
ენები | ლათინური ვანდალური პუნიკური ნუმიდიური შუა საუკუნეების ბერძნული | ||||
რელიგია | არიანელობა ნიკეის ქრისტიანობა ქალკედონის ქრისტიანობა | ||||
მთავრობა | ფეოდალიზმამდელი მონარქია | ||||
ისტორია | |||||
- | აფრიკაში შეჭრა | 429 | |||
- | მავრიტანიასა და ნუმიდიაში დასახლების უფლების მიღება | 435 | |||
- | ბიზანტიელთა მიერ დაპყრობა | 534 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ალჟირი საფრანგეთი იტალია მალტა ესპანეთი ტუნისი |
ვესტგუთებისაგან შევიწროვებულმა ვანდალებმა და ალანებმა, რომელთა მოსახლეობა 80 000-ს აღწევდა, 429 წელს გეიზერიხის მეთაურობით ესპანეთიდან ნავებით გადალახეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკაში შეიჭრნენ. 435 წელს რომისაგან მიიღეს ნუმიდიისა და მავრიტანიის პროვინციებში დასახლების უფლება, როდესაც ნათელი გახდა, რომ რომაელებს არ შეეძლოთ ვანდალთა არმიის დამარცხება. 439 წელს ვანდალებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები და კართაგენი, ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ დაიპყრეს ხმელთაშუა ზღვის კუნძულები: სიცილია, სარდინია და კორსიკა. 460-იან წლებში რომაელებმა განახორციელეს ორი უშედეგო სამხედრო ექსპედიცია, რათა დაებრუნებინათ ჩრდილოეთ აფრიკა. ჩრდილოეთ აფრიკის დაკარგვა დიდი დარტყმა აღმოჩნდა დასავლეთ რომის იმპერიისათის, რადგან ეს მიწები იყო შემოსავლისა და მარცვლეულის (უმთავრესად ხორბლის) მთავარი წყარო ქალაქ რომისთვის.
455 წელს ვანდალებმა რომი გაძარცვეს. დევნიდნენ ნიკეის ქრისტიანებს არიანელობის სასარგებლოდ. მფარველობდნენ სწავლულებს. მათ გააგრძელეს დიდი პროექტების აშენება, აყვავდა სკოლები. აქ მოღვაწეობდა მრავალი რომაელი ლათინურენოვანი მწერალი და ბუნებისმეტყველი.
534 წელს ვანდალთა სამეფო აღმოსავლეთ რომის მხედართმთავარმა, ველისარიუსმა დაიპყრო და იმპერიას შეუერთა (იხ. ვანდალური ომი).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვანდალთა სამეფო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.