დასავლეთ რომის იმპერია

დასავლეთ რომის იმპერია (ლათ.

მეორე ნაწილს ეწოდებოდა აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომელიც გვიანდელ ისტორიოგრაფიაში ცნობილია ბიზანტიის იმპერიის სახელით.

რომის იმპერია
Imperium Romanum

დასავლეთ რომის იმპერია
285 — 476 დასავლეთ რომის იმპერია
 
დასავლეთ რომის იმპერია
 
დასავლეთ რომის იმპერია
 
დასავლეთ რომის იმპერია
დასავლეთ რომის იმპერია დასავლეთ რომის იმპერია
დროშა გერბი
დასავლეთ რომის იმპერია
რომის იმპერიის დაყოფა თეოდოსიუს I სიკვდილის შემდეგ, 395 წელს
დედაქალაქი მედიოლანუმი (286–402)
რავენა (402–476)
ენა ლათინური
რელიგია ქრისტიანობა
მმართველობის ფორმა იმპერია

ისტორია

რომის იმპერიის ისტორიაში III საუკუნის კრიზისად წოდებულ პერიოდში იმპერია ხანმოკლე პერიოდით (260-274 წწ.) დაიშალა რამდენიმე ნაწილად. მართალია მოხერხდა იმპერიის გაერთიანება, მაგრამ, მმართველობის არასაკმარისი სიძლიერის გამო, დაშლის საშიშროება ისევ არსებობდა. ასეთ ვითარებაში 284 წელს იმპერიის ტახტზე ავიდა დიოკლეტიანე, რომელიც ხედავდა, რომ ამხელა იმპერიას მარტო ვერ მართავდა და იმპერია ორად გაყო, თვითონ აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა, ხოლო დასავლეთი ნაწილი გადასცა მეორე იმპერატორს მაქსიმიანეს. რეფორმის მიხედვით, იმპერატორი, ამავე დროს, ირჩევდა თანაშემწეს კეისრის ტიტულით, ხოლო თვითონ ავგუსტუსის ტიტული ჰქონდა. ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა ოთხი იმპერატორი. და მმართველობის ასეთ ფორმას ტეტრარქია ეწოდა. 305 წელს დიოკლეტიანე და მაქსიმიანე გადადგნენ. ხოლო მათი თანაშემწეები კი ავგუსტუსები გახდნენ, მათ ამის შემდეგ აირჩიეს თანაშემწე კეისარი იმპერატორები. თუმცა, მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. უთანხმოება გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელშიც საბოლოოდ გაიმარჯვა კონსტანტინე დიდმა და 324 წლიდან სიკვდილამდე, 337 წლამდე, იმპერიას ერთპიროვნულად განაგებდა. ასევე, ერთპიროვნულად განაგებდა იმპერიას იულიანე (362-363 წწ.) და თეოდოსიუს I (394-395 წწ.). თეოდოსიუს I-ს სიკვდილის შემდგომ 395 წელს, მისი ანდერძის თანახმად იმპერიის დასავლეთი ნაწილი ერგო მის უმცროს ვაჟს ჰონორიუსს, ხოლო აღმოსავლეთი - უფროს ვაჟს არკადიუსს. ეს თარიღი ითვლება იმპერიის საბოლოო დაშლის თარიღად.

საბოლოო დაშლის შემდგომ

395 წლის შემდეგ იმპერიის ორივე ნაწილი დამოუკიდებლად ებრძოდა საკუთარ პრობლემებს. მათ ერთმანეთისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწევიათ. ამ დროისთვის იმპერიის დედაქალაქი უკვე გადატანილი იყო მედიოლანუმში, დღევანდელი მილანი. 402 წელს მედიოლანუმს ალყა შემოარტყეს ვესტგუთებმა, რის გამოც ჰონორიუსმა დედაქალაქი გადაიტანა რავენაში. რამდენადაც ჰონორიუსი მცირეწლოვანი იყო, იმპერიას ფაქტობრივად განაგებდა ნახევრად ვანდალი მხედართმთავარი სტილიხონი. სტილიხონი გარდაიცვალა 408 წელს. 410 წელს რომი აიღეს და გაძარცვეს ვესტგუთებმა მათი მეფის ალარიხ I-ის წინამძღოლობით. ჰონორიუსის სიკვდილის შემდგომ ტახტის უზურპირება მოახდინა იოანემ, გალა პლაციდია ამ დროისთვის, ძმასთან ჰონორიუსთან უთანხმოების გამო, მის შვილებთან ერთად, იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში ძმისშვილთან ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსიუს II-სთან. თეოდოსიუს II-მ რომის იმპერატორად გამოაცხადა გალა პლაციდიას ვაჟი ვალენტინიანე III. იოანე-მ მხედართმთავარ აეტიუსს დაავალა, რომ ჰუნებისათვის მემართა დასახმარებლად. მანაც წამოიყვანა 60 000-ათასიანი ჰუნების ლაშქარი, თუმცა ბიზანტიელებმა დაამარცხეს იოანეს ჯარი და ტახტზე აიყვანეს გალა პლაციდიას მცირეწლოვანი ვაჟი ვალენტინიანე III. რეგენტად კი დაინიშნა გალა პლაციდია. ამის შემდეგ აეტიუსი შეირიგა გალა პლაციდიამ და ის გახდა იმპერიის პირველი მხედართმთავარი. აეტიუსის მეთაურობით 451 წელს, კატალაუნის ველზე, დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელებმა დაამარცხეს ჰუნი ატილას მრავალრიცხვოვანი არმია. ეს იყო რომაელების მიერ მოგებული უკანასკნელი დიდი ომი.

რომის დაცემა

455 წელს რომს იღებენ ვანდალები, რომლებიც 12 დღის განმავლობაში უმოწყალოდ არბევენ და ძარცვავენ ქალაქს, ხოცავენ მოსახლეობას. მთელი იმპერია ქაოსმა მოიცვა. რავენაში მყოფი იმპერატორების ძალაუფლება ამ ქალაქის კედლებს არ სცილდებოდა. 468 წელს ბასილისკოსის უნიათობის გამო ვანდლებთან ომში აფრიკის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა ბიზანტიის არმიამ. დაკარგა 100 000-მდე მეომარი. ბიზანტია დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ეხმარებოდა დასავლეთის იმპერიას. ამ პირობებში 476 წლის 4 სექტემბერს ფედერატების ერთ-ერთმა ლიდერმა ოდოაკრმა დაიკავა რავენა და აიძულა იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი ტახტიდან გადამდგარიყო და თვითონ თავი გამოაცხადა იტალიის მეფედ. ეს თარიღი ითვლება ანტიკური ხანის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად.

ლიტერატურა

  • რ. გორგაძე, მ. სოხაძე. ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, ქართული გამოცემა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი 2006 წ. გვ. 345-350
  • ვ. ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, თბილისი, 2006 წ. გვ. 9-10.

Tags:

დასავლეთ რომის იმპერია ისტორიადასავლეთ რომის იმპერია საბოლოო დაშლის შემდგომდასავლეთ რომის იმპერია რომის დაცემადასავლეთ რომის იმპერია ლიტერატურადასავლეთ რომის იმპერია285აღმოსავლეთ რომის იმპერიაბიზანტიის იმპერიადიოკლეტიანელათინური ენარომის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სუვერენიტეტიმაცივარისაქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს სოფლებისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქუნთრუშაგლობალიზაციაალპებიჯონჯოლიირაკლი კობახიძეპოლონეთირუსთავიეკვატორული კლიმატური სარტყელიმუსიკაცილებიმათემატიკაგასტრიტიზაქარია ფალიაშვილიმეტაბოლიზმიგიორგი III (საქართველოს მეფე)არწივიაბას I (ირანი)საქართველოს სატელეფონო კოდებიტყეპროტესტანტიზმირომანტიზმიალავერდი69 (სექსუალური პოზა)ნატვრის ხე (ფილმი)შოთა რუსთაველიჯაყოს ხიზნებიერეკლე IIილია IIფსორიაზიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიდემეტრე Iბიპოლარული აშლილობადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაელექტრობალიეტუვაგოდერძის უღელტეხილიპითაგორას თეორემავენერაწიგნიშამქორის ბრძოლა (1195)ბიშკეკისეკულარიზმიინდოეთისიმბოლიზმიგველებიAndroidმიქელანჯელო ბუონაროტიფოტოსინთეზიმტირალას ეროვნული პარკიტოტალიტარიზმიშხარათავის ტვინიგულიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკივერძი (ასტროლოგია)საქართველოს მუნიციპალიტეტებიპაბლო პიკასოკონსტანტინოპოლის დაცემაზომიერი სარტყლებიგალაკტიონ ტაბიძესაქართველო XV საუკუნეშიალუდა ქეთელაურიმჟავური წვიმაიესო ქრისტეფინიკიელებიქისტებიირანიარაბთა გაერთიანებული საამიროებიანემიანარკომანიაევროპის პარლამენტივირუსები🡆 More