აბსოლუტური მონარქია

აბსოლუტური მონარქია, აბსოლუტიზმი (ლათ.

აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ფრანგი მონარქის ლუი XIV-ის (1643-1715) მმართველობა. ცენტრალიზებული და აბსოლუტური მონარქიული მმართველობის ფრანგული მოდელი მისაბაძ ნიმუშად იქცა ევროპის სახელმწიფოებისათვის. აბსოლუტიზმის სახელით ცნობილია XVII და XVIII საუკუნეებში ევროპაში შეუზღუდავ მონარქიულ სახელმწიფოებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი. აბსოლუტიზმი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ევროპის ისტორიის ამ შუალედს.

აბსოლუტური მონარქია
ლუი XIV ფრანგული აბსოლუტიზმის განსახიერებად მიიჩნევა

აბსოლუტიზმი ფეოდალური სახელმწიფოს განვითარების ბოლო სტადიაა. წარმოიქმნა ფეოდალიზმის ქრობისა და კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვის პერიოდში, ე.ი. გვიან შუა საუკუნეებში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალიბდებოდა XV საუკუნიდან, აპოგეას მიაღწია ახალ დროში, XVII საუკუნეში. აბსოლუტიზმის ნიშნებია: 1) მთელი ხელისუფლების მონარქის ხელში მოქცევა, წოდებრივ-წარმომადგენლობითი დაწესებულებების საქმიანობის შეწყვეტა; 2) განშტოებული ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის საშუალებითაც მონარქი მართავს ქვეყანას; 3) მუდმივი არმიის ყოლა. მონარქი ეყრდნობა არა ვასალების მხარდაჭერას, არამედ მუდმივ არმიას; 4) სენიორების სასამართლო და ადმინისტრაციული ხელისუფლების დაკარგვა, მათ პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო.

აბსოლუტიზმში სახელმწიფო აღწევს ცენტრალიზაციის უმაღლეს დონეს, რადგანაც საკანონმდებლო, საგადასახადო და საგარეო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ზოგჯერ სამეფო ხელისუფლება იმორჩილებს ეკლესიასაც. აბსოლუტიზმის სოციალურ საფუძველს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს თავადაზნაურობა, თუმცა აბსოლუტური მონარქია თავადაზნაურობასა და ბურჟუაზიას შორის კომპრომისის შედეგად წარმოიქმნა. ასე მაგალითად, ბურჟუაზიის ინტერესებისათვის მონარქია აწყობდა სავაჭრო ომებს, ატარებდა მერკანტილიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკას, იყენებდა საგარეო-ეკონომიკური იძულების მეთოდებს.

აბსოლუტური მონარქია ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში: საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში. ყველაზე დასრულებული ფორმა მიიღო საფრანგეთში, სადაც მისთვის დამახასიათებელ ყველა თავისებურებას ჰქონდა ადგილი. საფრანგეთში აბსოლუტიზმს საფუძველი ჩაეყარა ლუი XI-ის დროს და გაგრძელდა მისი მემკვიდრეების მეფობისას (შარლ VIII, ლუი XII, ფრანსუა I).

ლუი XIV-ის ცნობილი დევიზი — „სახელმწიფო მე ვარ!“, საფუძვლად დაედო მთელს მის 54-წლიან დამოუკიდებელ მმართველობას. სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის ცენტრად მონარქის ძალაუფლების ქცევის სიმბოლიზაცია იყო ლუი XIV-ის „მეფე-მზედ“ გამოცხადება.

აყვავების პერიოდში აბსოლუტიზმმა (საფრანგეთსა და ინგლისში) პროგრესული როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში, პოლიტიკური ცენტრალიზაციის დასრულებაში. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში აბსოლუტიზმს ბოლო მოეღო ბურჟუაზიული რევოლუციების დროს.

დღეს არსებული ქვეყნები აბსოლუტური მონარქიით

ქვეყანა მონარქი
აბსოლუტური მონარქია  არაბთა გაერთიანებული საამიროები ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი
აბსოლუტური მონარქია  ბრუნეი ჰასანალ ბოლკიაჰი
აბსოლუტური მონარქია  ესვატინი მსვატი III
აბსოლუტური მონარქია  ვატიკანი ფრანცისკე
აბსოლუტური მონარქია  ომანი ჰაისამ ბინ ტარიკი
აბსოლუტური მონარქია  საუდის არაბეთი სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37-39.
  • მსოფლიოს ხალხთა რელიგიები და სარწმუნოებრივი წარმოდგენები., გვ357, თბ., 2005
  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

აბსოლუტური მონარქია დღეს არსებული ქვეყნები აბსოლუტური მონარქიითაბსოლუტური მონარქია ლიტერატურააბსოლუტური მონარქია რესურსები ინტერნეტშიაბსოლუტური მონარქია სქოლიოაბსოლუტური მონარქიაXVIII საუკუნეევროპალათინური ენალუი XIVმონარქი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

IOSკურო (ასტროლოგია)ჰოლოკოსტიუქმე დღეები საქართველოშიმიგრაციაივანე ჯავახიშვილინილოსიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგაზაფხულიპირველი მსოფლიო ომითანდებულიჩრდილოეთი ამერიკაირლანდიასლოვაკეთიევროპის პარლამენტიჰაერისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგიორგი III (საქართველოს მეფე)სვეტიცხოველიიულიუს კეისარიმეორე მსოფლიო ომიშუა საუკუნეებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიბელგიაეგვიპტის პირამიდებიგიორგი სააკაძევოლფგანგ ამადეუს მოცარტისულეიმან Iკუნთებიაია-სოფიას ტაძარიოლიმპიური თამაშებიბირთვული იარაღი9 აპრილის ტრაგედიაეგრისის დიდი ომინიკო ბაგრატიონიმეწყერიპარაზიტიზმიმარილებირუსეთის იმპერიასაქართველო IV საუკუნეშიმორალიჯიხვიჭიამაიასებრნისაქართველოს დიდი სოფლებისოციალიზმიალექსანდრე ყაზბეგიაშშ-ის სამოქალაქო ომისილიციუმიჩუტყვავილანიჰილიზმისალომე ზურაბიშვილიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიააქლემიფიოდორ დოსტოევსკისაერთაშორისო სამართალისაქართველოს დემოგრაფიალიეტუვაბაყაყივლადიმერ ლენინითამარ გვერდწითელიშვედეთიჩინეთის ისტორიაალექსანდრე მაკედონელინაციონალ-სოციალიზმიკრწანისის ბრძოლანიანგებიედუარდ შევარდნაძემასტურბაციამსოფლიოს მოსახლეობაკობი22 აპრილიალცჰაიმერის დაავადებაუკრაინაჰემანგიომამინერალების სია🡆 More